კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბანკის ვალი მაქვს შესატანი, 300 ლარი გადმომირიცხეო" - ყალბი "ფეისბუქით" მითვისებული თანხები და რეკომენდაციები, თაღლითებისგან დასაცავად
"ბანკის ვალი მაქვს შესატანი, 300 ლარი გადმომირიცხეო" - ყალბი "ფეისბუქით" მითვისებული თანხები და რეკომენდაციები, თაღლითებისგან დასაცავად

ბოლო პე­რი­ოდ­ში ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თო­ბა სულ უფრო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შუ­ლი გახ­და. კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის სხვა­დას­ხვა ფორ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, თაღ­ლი­თე­ბი სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბას ახერ­ხე­ბენ. კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მას­თან უნე­ბარ­თვო წვდო­მა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მი­სა და მო­ნა­ცე­მის უნე­ბარ­თვოდ გა­მო­ყე­ნე­ბა, ე.წ. სპა­მის მე­თო­დე­ბი და სხვა­დას­ხვა მავ­ნე პროგ­რა­მე­ბის აქ­ტი­ვა­ცია - ყვე­ლა­ზე ხში­რად ეს ჰა­კე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი გვხვდე­ბა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­ზეც სტა­ტი­ა­ში გი­ამ­ბობთ "ფე­ის­ბუქ-თაღ­ლი­თო­ბაა".

კი­ბერ­დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი თა­ვად­პირ­ვე­ლად ქმნი­ან ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის ყალბ "ფე­ის­ბუქ-გვერდს", მისი "ფე­ის­ბუქ" პრო­ფა­ი­ლის სრულ ანა­ლოგს, შემ­დეგ მე­გობ­რებ­ში ამა­ტე­ბენ პო­ტენ­ცი­უ­რი "მსხვერ­პლის" ფე­ის­ბუქ-მე­გობ­რებს და ფუ­ლის სეს­ხე­ბას სთხო­ვენ. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში თაღ­ლი­თე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლით მის მე­გობ­რებს სხვა­დას­ხვა ან­გა­რიშ­ზე თან­ხას არი­ცხი­ნე­ბენ.

ერთ-ერთი ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი სა­კუ­თარ ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა:

"გუ­შინ ჩემი "ფე­ის­ბუ­ქის" ანა­ლო­გი შექ­მნი­ლა. მე­გობ­რებ­ში და­უ­მა­ტე­ბია ჩემი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი და ფული უთხო­ვია. იმა­თაც იმი­ტომ და­უ­დას­ტუ­რეს მე­გობ­რო­ბის თხოვ­ნა, რომ იფიქ­რეს ახა­ლი გვერ­დი გა­ვა­კე­თე. იყო რამ­დენ­ჯერ­მე ასე­თი შემ­თხვე­ვა, პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ჩემს "ფე­ის­ბუქ-გვერდს" და ახ­ლის გა­კე­თე­ბა მო­მი­წია. ჩემი სა­ხე­ლით წერ­და მე­გობ­რებს და ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს, რომ ბან­კის ვალი მაქვს სას­წრა­ფოდ შე­სა­ტა­ნი, სა­მა­სი ლარი გად­მო­მი­რი­ცხე და რამ­დნე­ი­მე სა­ათ­ში და­გიბ­რუ­ნე­ბო. თან მი­უ­თი­თა კრის­ტალ­ბე­თის ან­გა­რი­ში. ვმუ­შა­ობ­დი და "ფე­ის­ბუქ­ში" ხში­რად შეს­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, ამა­სო­ბა­ში იმ თაღ­ლით­მა მო­ა­ხერ­ხა და ჩემს რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს თან­ხა ჩა­ა­რი­ცხი­ნა", - გვიყ­ვე­ბა რეს­პო­დენ­ტი, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რო­ბა ისურ­ვა.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლი­თაც მე­გობ­რებს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი სა­ხე­ლით კი­ბერ­დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ბო­რო­ტად სარ­გებ­ლობ­დნენ და თან­ხა არა­ვის­თვის ჩა­ე­რი­ცხათ. სტა­ტუს­ზე არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა და­წე­რა კო­მენ­ტა­რი, თუ რო­გორ გახ­და ინ­ტერ­ნეტ-თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი.

"200 ლარ­ში გა­დავ­ვარ­დი. ორი თვის უკან, ამე­რი­კა­ში მყავს ძმა­კა­ცი, იმის სა­ხე­ლით მომ­წე­რა ცოლ-შვი­ლი აქ ჰყავს და მე­გო­ნა იმათ სჭირ­დე­ბო­დათ, ერთი დღით მთხო­ვა"

"მეც მომ­წე­რეს და ჩა­რი­ცხვას რომ ვა­პი­რებ­დი, მა­შინ გა­ვარ­კვიე, რომ მა­ტყუ­ებ­დნენ".

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თან­ხის გა­მო­ძალ­ვის არა­ერ­თი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნა. მათ შო­რის ამ საქ­მის ზუს­ტი ანა­ლო­გე­ბიც. გა­სულ წელს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ზეს­ტა­ფონ­ში თაღ­ლი­თუ­რი ჯგუ­ფის ოთხი წევ­რი და­ა­კა­ვეს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის მარტსა და აპ­რილ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის" ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ამა­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კუთ­ვნილ თან­ხებს თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 6 მო­ქა­ლა­ქე და­ზა­რალ­და. თაღ­ლი­თუ­რი გზით მით­ვი­სე­ბულ­მა თან­ხამ კი 1000-ზე მეტი ლარი შედ­გი­ნა. ჩვენ გა­მო­ვი­თხო­ვეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა, და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნის მაჩ­ვე­ნებ­ლი­სა და ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც. რო­გორც კი უწყე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვაწ­ვდის, ჩვენს მკი­თხველს მო­ნა­ცე­მებს გა­ვაც­ნობთ.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მომ­ხმა­რებ­ლებს "ფე­ის­ბუქ­ზე" შექ­მნი­ლი ონ­ლა­ინ­გა­მო­წე­რის გვერ­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ატყუ­ებ­დნენ - არი­ცხი­ნებ­დნენ კონ­კრე­ტუ­ლი ნივ­თის შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ფა­სურს, შე­დე­გად პირი ფულს იხ­დი­და, მაგ­რამ ნივთს ვერ იღებ­და. ასე­ვე, იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რა­დი გვერ­დის გა­ტე­ხის შემ­დეგ, მომ­ხმა­რებ­ლის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მათ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თო­ბა კი ონ­კო­ლო­გი­უ­რი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დებ­ზე ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ნა­თავ­სე­ბას და ამ გზით თან­ხე­ბის გა­მო­ძალ­ვას უკავ­შირ­დე­ბა.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და სა­მეც­ნი­ე­რო კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, პრო­ფე­სორ მაქ­სიმ ია­ვი­ჩის:

"ზო­გა­დად ინ­ტერ­ნეტ-თაღ­ლი­თო­ბა ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლია, მათ შო­რის კონ­კრე­ტუ­ლად ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, "ფე­ის­ბუქ-თაღ­ლი­თო­ბე­ბი". ეს არის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი კი­ბერ­შე­ტე­ვა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ ცოდ­ნას არ მო­ი­თხოვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი აკე­თებს მსგავს "ფე­ის­ბუქ-ექა­უნთს", სთხო­ვენ ფულს ადა­მი­ა­ნებს და უთი­თე­ბენ კრის­ტალ­ბე­თის ან­გა­რიშს. აი, სწო­რედ ეს არის ყვე­ლა­ზე პირ­ვე­ლი მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იმი­სა, რომ საქ­მე გვაქვს თაღ­ლი­თო­ბას­თან. რა­ტომ მა­ინ­და­მა­ინც ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის ან­გა­რი­ში? სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან რთუ­ლია იმის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, თუ ვინ ხსნის ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის ან­გა­რიშ­დან თან­ხას, ვი­ნა­ი­დან ანო­ნი­მუ­რო­ბა იქ ძა­ლი­ან კარ­გად არის და­ცუ­ლი.

ასე რომ, თუ კი ვინ­მემ გთხო­ვათ, რომ "კრის­ტალ­ბე­თის", ან სხვა რა­ი­მე აზარ­ტუ­ლი თა­ამ­შე­ბის ან­გა­რიშ­ზე თან­ხის გა­და­რი­ცხვა, მა­შინ­ვე უნდა იეჭ­ვოთ, რომ ეს დიდი ალ­ბა­თო­ბით არის თაღ­ლი­თო­ბა. იყო ასე­თი შემ­თხვე­ვაც, mymarket.ge-ზე ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა გა­მო­წე­რა ლეპ­ტო­პი, სუ­რა­თი აჩ­ვე­ნეს ნივ­თის, აჭა­რა­ბე­თის ან­გა­რი­ში მი­უ­თი­თა ამ პირ­მა და ახ­ლო­ბელ­მაც გა­და­უ­რი­ცხა ფული, თუმ­ცა ნივ­თი არ მი­უ­ღია. ძა­ლი­ან რთუ­ლია იმის გა­მოვ­ლე­ნა, თუ ვინ იყო რე­ა­ლუ­რად ეს თაღ­ლი­თი. ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პირი, მისი სა­ხე­ლი და გვა­რიც კი, მაგ­რამ ხში­რად ეს ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­შია და თა­ვის მხრივ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლია. ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, თქვენს პი­რად გვერ­დზე აუ­დი­ტო­რი­ის წვდო­მას შე­ზღუ­დავთ. შეც­ვა­ლეთ პა­რა­მეტ­რე­ბი ისე, რომ მხო­ლოდ მე­გობ­რებს შე­ეძ­ლოთ თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ფო­ტო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. ასე­ვე, შე­ზღუ­დეთ თქვე­ნი მე­გობ­რე­ბის სიის ნახ­ვის წვდო­მა", - ამ­ბობს მაქ­სიმ ია­ვი­ჩი.

კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი "ფე­ის­ბუქ-ან­გა­რი­შის" გა­ტეხ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა­ზეც გვე­სა­უბ­რა და მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­გავ­ცნო:

"არის, მა­გა­ლი­თად, შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მოგ­დით ლინ­კი ან კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გთა­ვა­ზო­ბენ ან რამე სხვა აქ­ტი­ვო­ბას, სა­დაც სა­ჭი­როა "ფე­ის­ბუ­ქით" რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა. ამ­ზა­დე­ბენ ფე­ის­ბუ­ქის სრულ ანა­ლოგ სა­ი­ტებს... გა­მო­ვარ­დე­ბა ფან­ჯა­რა, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქს" ჰგავს და მი­გი­თი­თე­ბენ, რომ იქ შე­იყ­ვა­ნოთ პა­რო­ლი და აიდი-მი­სა­მარ­თი. შე­იძ­ლე­ბა ამ გვერდმა და­ი­მახ­სოვ­როს თქვე­ნი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი და ამ გზით მო­ი­პო­ვოს წვდო­მა თქვენს პი­რად ან­გა­რიშ­ზე. და­აკ­ვირ­დით ზე­მოთ პრო­ტო­კოლ­ში რა წე­რია. "ფე­ის­ბუქს" წინ უწე­რია https, ფეიკ "ფე­ის­ბუქ-გვერდს" კი - http. ანუ s - ის(security)- ის გა­რე­შე".

"ფე­ის­ბუქ-თაღ­ლი­თო­ბის" შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის 180-ე მუხ­ლით აღიძ­ვრე­ბა, რაც თაღ­ლი­თო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ბანკის ვალი მაქვს შესატანი, 300 ლარი გადმომირიცხეო" - ყალბი "ფეისბუქით" მითვისებული თანხები და რეკომენდაციები, თაღლითებისგან დასაცავად

"ბანკის ვალი მაქვს შესატანი, 300 ლარი გადმომირიცხეო" - ყალბი "ფეისბუქით" მითვისებული თანხები და რეკომენდაციები, თაღლითებისგან დასაცავად

ბოლო პერიოდში ინტერნეტთაღლითობა სულ უფრო გავრცელებული დანაშული გახდა. კიბერდანაშაულის სხვადასხვა ფორმების მეშვეობით, თაღლითები სოლიდური თანხების მითვისებას ახერხებენ. კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება, ე.წ. სპამის მეთოდები და სხვადასხვა მავნე პროგრამების აქტივაცია - ყველაზე ხშირად ეს ჰაკერული დანაშაულები გვხვდება. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კიბერდანაშაული, რომელზეც სტატიაში გიამბობთ "ფეისბუქ-თაღლითობაა".

კიბერდამნაშავეები თავადპირველად ქმნიან ამა თუ იმ ადამიანის ყალბ "ფეისბუქ-გვერდს", მისი "ფეისბუქ" პროფაილის სრულ ანალოგს, შემდეგ მეგობრებში ამატებენ პოტენციური "მსხვერპლის" ფეისბუქ-მეგობრებს და ფულის სესხებას სთხოვენ. ზოგიერთ შემთხვევაში თაღლითები კონკრეტული ადამიანის სახელით მის მეგობრებს სხვადასხვა ანგარიშზე თანხას არიცხინებენ.

ერთ-ერთი ასეთი დანაშაულის მსხვერპლი საკუთარ ამბავს გვიყვება:

"გუშინ ჩემი "ფეისბუქის" ანალოგი შექმნილა. მეგობრებში დაუმატებია ჩემი უახლოესი ადამიანები და ფული უთხოვია. იმათაც იმიტომ დაუდასტურეს მეგობრობის თხოვნა, რომ იფიქრეს ახალი გვერდი გავაკეთე. იყო რამდენჯერმე ასეთი შემთხვევა, პრობლემები ჰქონდა ჩემს "ფეისბუქ-გვერდს" და ახლის გაკეთება მომიწია. ჩემი სახელით წერდა მეგობრებს და ახლობელ ადამიანებს, რომ ბანკის ვალი მაქვს სასწრაფოდ შესატანი, სამასი ლარი გადმომირიცხე და რამდნეიმე საათში დაგიბრუნებო. თან მიუთითა კრისტალბეთის ანგარიში. ვმუშაობდი და "ფეისბუქში" ხშირად შესვლას ვერ ვახერხებდი, ამასობაში იმ თაღლითმა მოახერხა და ჩემს რამდენიმე მეგობარს თანხა ჩაარიცხინა", - გვიყვება რესპოდენტი, რომელმაც ანონიმურობა ისურვა.

მომხდარის შემდეგ მან სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომლითაც მეგობრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი სახელით კიბერდამნაშავეები ბოროტად სარგებლობდნენ და თანხა არავისთვის ჩაერიცხათ. სტატუსზე არაერთმა ადამიანმა დაწერა კომენტარი, თუ როგორ გახდა ინტერნეტ-თაღლითობის მსხვერპლი.

"200 ლარში გადავვარდი. ორი თვის უკან, ამერიკაში მყავს ძმაკაცი, იმის სახელით მომწერა ცოლ-შვილი აქ ჰყავს და მეგონა იმათ სჭირდებოდათ, ერთი დღით მთხოვა"

"მეც მომწერეს და ჩარიცხვას რომ ვაპირებდი, მაშინ გავარკვიე, რომ მატყუებდნენ".

სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანხის გამოძალვის არაერთი თაღლითური სქემა გამოავლინა. მათ შორის ამ საქმის ზუსტი ანალოგებიც. გასულ წელს სამართალდამცველებმა თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში თაღლითური ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, სოციალური ქსელ "ფეისბუქის" ყალბი პროფილების გამოყენებით, ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს თაღლითურად დაეუფლნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 1000-ზე მეტი ლარი შედგინა. ჩვენ გამოვითხოვეთ აღნიშნული დანაშაულების ზუსტი სტატისტიკა, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლისა და ზარალის ანაზღაურების შესახებაც. როგორც კი უწყება ინფორმაციას მოგვაწვდის, ჩვენს მკითხველს მონაცემებს გავაცნობთ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს "ფეისბუქზე" შექმნილი ონლაინგამოწერის გვერდების მეშვეობით ატყუებდნენ - არიცხინებდნენ კონკრეტული ნივთის შესყიდვების საფასურს, შედეგად პირი ფულს იხდიდა, მაგრამ ნივთს ვერ იღებდა. ასევე, იყო შემთხვევა, როდესაც "ფეისბუქის" პირადი გვერდის გატეხის შემდეგ, მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენებით, მათ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით ემუქრებოდნენ. ყველაზე ამაზრზენი ინტერნეტთაღლითობა კი ონკოლოგიური მცირეწლოვანი ბავშვების შესახებ "ფეისბუკის" გვერდებზე ცრუ ინფორმაციის განათავსებას და ამ გზით თანხების გამოძალვას უკავშირდება.

AMBEBI.GE დაუკავშირდა სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტს, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ მაქსიმ იავიჩის:

"ზოგადად ინტერნეტ-თაღლითობა ძალიან გავრცელებული დანაშაულია, მათ შორის კონკრეტულად ასეთი შემთხვევებიც, "ფეისბუქ-თაღლითობები". ეს არის ყველაზე მარტივი კიბერშეტევა, რომელიც განსაკუთრებულ ცოდნას არ მოითხოვს. ამ შემთხვევაში ადამიანი აკეთებს მსგავს "ფეისბუქ-ექაუნთს", სთხოვენ ფულს ადამიანებს და უთითებენ კრისტალბეთის ანგარიშს. აი, სწორედ ეს არის ყველაზე პირველი მანიშნებელი იმისა, რომ საქმე გვაქვს თაღლითობასთან. რატომ მაინდამაინც ტოტალიზატორის ანგარიში? საერთოდ ძალიან რთულია იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ ხსნის ტოტალიზატორების ანგარიშდან თანხას, ვინაიდან ანონიმურობა იქ ძალიან კარგად არის დაცული.

ასე რომ, თუ კი ვინმემ გთხოვათ, რომ "კრისტალბეთის", ან სხვა რაიმე აზარტული თაამშების ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, მაშინვე უნდა იეჭვოთ, რომ ეს დიდი ალბათობით არის თაღლითობა. იყო ასეთი შემთხვევაც, mymarket.ge-ზე ჩემმა ახლობელმა გამოწერა ლეპტოპი, სურათი აჩვენეს ნივთის, აჭარაბეთის ანგარიში მიუთითა ამ პირმა და ახლობელმაც გადაურიცხა ფული, თუმცა ნივთი არ მიუღია. ძალიან რთულია იმის გამოვლენა, თუ ვინ იყო რეალურად ეს თაღლითი. ხშირად ფიქსირდება კონკრეტული პირი, მისი სახელი და გვარიც კი, მაგრამ ხშირად ეს ადამიანი საერთოდ არაფერ შუაშია და თავის მხრივ თაღლითობის მსხვერპლია. ამიტომ კარგი იქნება, თუ უსაფრთხოების მიზნით, თქვენს პირად გვერდზე აუდიტორიის წვდომას შეზღუდავთ. შეცვალეთ პარამეტრები ისე, რომ მხოლოდ მეგობრებს შეეძლოთ თქვენი ინფორმაციისა და ფოტოების დათვალიერება. ასევე, შეზღუდეთ თქვენი მეგობრების სიის ნახვის წვდომა", - ამბობს მაქსიმ იავიჩი.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი "ფეისბუქ-ანგარიშის" გატეხვის საშიშროებაზეც გვესაუბრა და მთავარი რეკომენდაციები გაგავცნო:

"არის, მაგალითად, შემთხვევები, როდესაც მოგდით ლინკი ან კონფერენციაში მონაწილეობას გთავაზობენ ან რამე სხვა აქტივობას, სადაც საჭიროა "ფეისბუქით" რეგისტრაციის გავლა. ამზადებენ ფეისბუქის სრულ ანალოგ საიტებს... გამოვარდება ფანჯარა, რომელიც "ფეისბუქს" ჰგავს და მიგითითებენ, რომ იქ შეიყვანოთ პაროლი და აიდი-მისამართი. შეიძლება ამ გვერდმა დაიმახსოვროს თქვენი პირადი მონაცემები და ამ გზით მოიპოვოს წვდომა თქვენს პირად ანგარიშზე. დააკვირდით ზემოთ პროტოკოლში რა წერია. "ფეისბუქს" წინ უწერია https, ფეიკ "ფეისბუქ-გვერდს" კი - http. ანუ s - ის(security)- ის გარეშე".

"ფეისბუქ-თაღლითობის" შემთხვევაში, საქმე სისხლის სამართლის 180-ე მუხლით აღიძვრება, რაც თაღლითობას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ