პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრიის კანცლერი და მისი მთავრობა გადააყენეს - მიზეზი პოლიტიკაში რუსული ფულის გამოჩენა და სკანდალური ვიდეოჩანაწერი აღმოჩნდა
ავსტრიის კანცლერი და მისი მთავრობა გადააყენეს - მიზეზი პოლიტიკაში რუსული ფულის გამოჩენა და სკანდალური ვიდეოჩანაწერი აღმოჩნდა

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, ავ­სტრი­ის კან­ცლე­რის მი­მართ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნდო­ბა უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ და­ე­ცა. და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ომის შემ­დგომ, ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ასე­თი და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს.

ად­გი­ლობ­რივ პარ­ლა­მენ­ტში სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას, სე­ბას­ტი­ან კურ­ცის მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბი­სა და მათ­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ, მხა­რი თა­ვად კურ­ცის ყო­ფილ­მა კო­ა­ლი­ცი­ურ­მა პარტნი­ორ­მა, ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტი­ა­მაც" და­უ­ჭი­რა.

bbc.com-ს ცნო­ბით, მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბა, კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი "თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტი­ის" ქმე­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია. კერ­ძოდ, მას შემ­დეგ, რაც "თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტის" ლი­დე­რის ვი­დო­ე­ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და, სა­დაც ის უც­ნო­ბი პი­რის­გან მისი პარ­ტი­ის და­ფი­ნან­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს, მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა და­ი­წყო, სა­ბო­ლო­ოდ კი, და­ი­შა­ლა. ჩა­ნა­წერ­ში სა­უ­ბა­რი იყო რუს ოლი­გარ­ქზე, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის ლი­დერს "სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრაქ­ტე­ბის სა­ნაც­ვლოდ, რუ­სულ ფულს სთა­ვა­ზობს".

ახლა ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტმა უნდა გა­და­წყვი­ტოს, ვინ იქ­ნე­ბა ახა­ლი კან­ცლე­რი და ვინ ჩა­უდ­გე­ბა მთავ­რო­ბას სა­თა­ვე­ში ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­შია და­გეგ­მი­ლი. სე­ბას­ტი­ან კურ­ცი 32 წლი­საა და ის ავ­სტრი­ა­სა და ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი. თა­ვად კურ­ცი აცხა­დებს, რომ მას ყვე­ლა­ფე­რი მო­უ­წყვეს და ამომ­რჩე­ვე­ლი თა­ვის სი­ტყვას სექ­ტემ­ბერ­ში იტყვის.

ყვე­ლა­ფე­რი გა­სულ კვი­რას და­ი­წყო. გერ­მა­ნუ­ლი Süddeutsche Zeitung da Der Spiegel წერ­და, რომ მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ლი­დე­რის, ჰა­ინც კრის­ტი­ან შტრა­სეს შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი სკან­და­ლურ ინფრო­მა­ცი­ას შე­ი­ცავ­და. პო­ლი­ტი­კო­სი რუს ქალ­თან ერ­თად იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის თავს რუსი ოლი­გარ­ქის ნა­თე­სავს უწო­დებ­და.

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში, რო­მე­ლიც 2017 წელს, ავ­სტრი­ის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე იბი­ცა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, "თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტი­ის" ლი­დე­რი, ვიცე-კან­ცლე­რი ჰა­ინც-კრის­ტი­ან შტრა­სე იმა­ვე პარ­ტი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფის ლი­დერ­თან, იო­ჰან გუ­დე­ნუს­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ისი­ნი რუსი ოლ­გარ­ქის წარ­მო­მად­გე­ნელს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მხარ­და­ჭე­რას, გარ­კვე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექ­ტე­ბის სა­ნაც­ვლოდ ჰპირ­დე­ბოდ­ნენ.

ამ ჩა­ნა­წერს ავ­სტრი­ის მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში კი, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი მოჰ­ყვა. თა­ვის მხრივ, შტრა­სე აცხა­დებს, რომ მას "ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­უ­წყვეს".

გა­სულ შა­ბათს ავ­სტრი­ულ­მა მე­დი­ამ და გერ­მა­ნულ­მა Bild-მა გა­ავ­რცე­ლეს ავ­სტრი­ე­ლი იუ­რის­ტის წე­რი­ლი, რო­მელ­საც Bild-ი რა­მინ მირ­ფაჰ­რა­იდ მო­იხ­სე­ნი­ებს. ის ირ­წმუ­ნე­ბა, რომ რუსი ოლი­გარ­ქის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შეხ­ვედ­რა მისი ორ­გა­ნი­ზე­ბით მოხ­და.

"გო­გო­ნა, ალი­ო­ნა მა­კა­რო­ვა თა­ვის თავს რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის იგორ მა­კა­რო­ვის ნა­თე­სავს უწო­დებ­და, - გან­მარ­ტავს მირ­ფაჰ­რა­ი­დი, - სა­უ­ბა­რი ეხე­ბო­და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ მხარ­და­ჭე­რილ პრო­ექ­ტებს". ვინ იდგა ამ იდე­ის უკან, ავ­სტრი­ე­ლი იუ­რის­ტი არ აკონ­კრე­ტებს.

"ალი­ო­ნა მა­კა­რო­ვას ფი­გუ­რა კი­თხვებს აჩენს, რად­გან იგორ მა­კა­როვს, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი გა­ზის კომ­პა­ნია Итера-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, ნა­თე­სა­ვე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად დის­შვი­ლი ან ძმის­შვი­ლი, სა­ერ­თოდ არ ჰყავს. ამას­თან, არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში ვი­ღაც რუ­სე­თი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­და, არ არ­სე­ბობს. არც შტრა­სეს აუ­ღია ფული "ალი­ო­ნას­გან" და მეტ­ჯერ არც შეხ­ვედ­რია", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ავ­სტრი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა ის, რომ ვიცე-კან­ცლე­რი მზად იყო, ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, რუ­სებ­თან ეთა­ნამ­შრომ­ლა. ჩა­ნა­წერ­ში "ალი­ო­ნა" შტრა­სეს სთა­ვა­ზობ­და, რუ­სუ­ლი ფუ­ლით გავ­ლე­ნი­ა­ნი ავ­სტრი­უ­ლი ტაბ­ლო­ი­დი Kronen Zeitung-ი ეყი­და და მხა­რი და­ე­ჭი­რა "თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტი­ით­ვის". სა­ნაც­ვლოდ, შტრა­სე მას სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექტს სთა­ვა­ზობ­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ისე­თი მე­დი­აჰოლ­დინ­გი შე­იქ­მნე­ბო­და, რო­გო­რიც უნ­გრეთ­შია. უნ­გრეთ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის დროს, მის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბილ­მა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა უმ­სხვი­ლე­სი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ან და­ხუ­რეს ან მო­ის­ყი­დეს, რის შე­დე­გე­დაც, მათ პრე­მი­ე­რის კრი­ტი­კა შე­წყვი­ტეს.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტია" ავ­სტრი­ა­ში, სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბე­ბის გამო, პრო­რუ­სუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. ის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს მუდ­მი­ვად აპ­რო­ტეს­ტებს. მე­ტიც, 2016 წელს მან პარ­ტია Единой Россия-სთან ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა, რა­მაც ავ­სტრი­უ­ლი მე­დი­ის ნა­წი­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ავსტრიის კანცლერი და მისი მთავრობა გადააყენეს - მიზეზი პოლიტიკაში რუსული ფულის გამოჩენა და სკანდალური ვიდეოჩანაწერი აღმოჩნდა

ავსტრიის კანცლერი და მისი მთავრობა გადააყენეს - მიზეზი პოლიტიკაში რუსული ფულის გამოჩენა და სკანდალური ვიდეოჩანაწერი აღმოჩნდა

ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ავსტრიის კანცლერის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა უპრეცენდენტოდ დაეცა. დასავლური მედიის ცნობით, ომის შემდგომ, ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ხელისუფლებას ასეთი დაბალი რეიტინგი აქვს.

ადგილობრივ პარლამენტში სოციალ-დემოკრატების ინიციატივას, სებასტიან კურცის მთავრობის გადაყენებისა და მათთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, მხარი თავად კურცის ყოფილმა კოალიციურმა პარტნიორმა, ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიამაც" დაუჭირა.

bbc.com-ს ცნობით, მმართველი კოალიციის მიმართ უარყოფითი განწყობა, კოალიციის წევრი "თავისუფლების პარტიის" ქმედებებმა გამოიწვია. კერძოდ, მას შემდეგ, რაც "თავისუფლების პარტის" ლიდერის ვიდოეჩანაწერი გავრცელდა, სადაც ის უცნობი პირისგან მისი პარტიის დაფინანსების შესაძლებლობაზე საუბრობს, მმართველ კოალიციაში განხეთქილება დაიწყო, საბოლოოდ კი, დაიშალა. ჩანაწერში საუბარი იყო რუს ოლიგარქზე, რომელიც პარტიის ლიდერს "სახელმწიფო კონტრაქტების სანაცვლოდ, რუსულ ფულს სთავაზობს".

ახლა ავსტრიის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ახალი კანცლერი და ვინ ჩაუდგება მთავრობას სათავეში ვადამდელ არჩევნებამდე, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი. სებასტიან კურცი 32 წლისაა და ის ავსტრიასა და ზოგადად, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერად იყო აღიარებული. თავად კურცი აცხადებს, რომ მას ყველაფერი მოუწყვეს და ამომრჩეველი თავის სიტყვას სექტემბერში იტყვის.

ყველაფერი გასულ კვირას დაიწყო. გერმანული Süddeutsche Zeitung da Der Spiegel წერდა, რომ მემარჯვენე პარტია "თავისუფლების" ლიდერის, ჰაინც კრისტიან შტრასეს შესახებ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი სკანდალურ ინფრომაციას შეიცავდა. პოლიტიკოსი რუს ქალთან ერთად იყო გადაღებული, რომელიც თავის თავს რუსი ოლიგარქის ნათესავს უწოდებდა.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც 2017 წელს, ავსტრიის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე იბიცაზეა გადაღებული, "თავისუფლების პარტიის" ლიდერი, ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრასე იმავე პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერთან, იოჰან გუდენუსთან ერთად არის გადაღებული. ისინი რუსი ოლგარქის წარმომადგენელს, საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერას, გარკვეული სახელმწიფო პროექტების სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ.

ამ ჩანაწერს ავსტრიის მმართველ კოალიციაში განხეთქილება, ქვეყანაში კი, პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა. თავის მხრივ, შტრასე აცხადებს, რომ მას "ეს ყველაფერი მოუწყვეს".

გასულ შაბათს ავსტრიულმა მედიამ და გერმანულმა Bild-მა გაავრცელეს ავსტრიელი იურისტის წერილი, რომელსაც Bild-ი რამინ მირფაჰრაიდ მოიხსენიებს. ის ირწმუნება, რომ რუსი ოლიგარქის წარმომადგენელთან მაღალი რანგის პოლიტიკოსების შეხვედრა მისი ორგანიზებით მოხდა.

"გოგონა, ალიონა მაკაროვა თავის თავს რუსი ბიზნესმენის იგორ მაკაროვის ნათესავს უწოდებდა, - განმარტავს მირფაჰრაიდი, - საუბარი ეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილ პროექტებს". ვინ იდგა ამ იდეის უკან, ავსტრიელი იურისტი არ აკონკრეტებს.

"ალიონა მაკაროვას ფიგურა კითხვებს აჩენს, რადგან იგორ მაკაროვს, რომელიც რუსული გაზის კომპანია Итера-ს დამფუძნებელია, ნათესავები, კონკრეტულად დისშვილი ან ძმისშვილი, საერთოდ არ ჰყავს. ამასთან, არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ამ მოლაპარაკებაში ვიღაც რუსეთიდან მონაწილეობდა, არ არსებობს. არც შტრასეს აუღია ფული "ალიონასგან" და მეტჯერ არც შეხვედრია", - წერს რუსული მედია.

ავსტრიის ხელისუფლებისთვის სკანდალური აღმოჩნდა ის, რომ ვიცე-კანცლერი მზად იყო, ფულის სანაცვლოდ, რუსებთან ეთანამშრომლა. ჩანაწერში "ალიონა" შტრასეს სთავაზობდა, რუსული ფულით გავლენიანი ავსტრიული ტაბლოიდი Kronen Zeitung-ი ეყიდა და მხარი დაეჭირა "თავისუფლების პარტიითვის". სანაცვლოდ, შტრასე მას სახელმწიფო პროექტს სთავაზობდა, რომლის ფარგლებშიც ისეთი მედიაჰოლდინგი შეიქმნებოდა, როგორიც უნგრეთშია. უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დროს, მის მიმართ ლოიალურად განწყობილმა ბიზნესმენებმა უმსხვილესი საინფორმაციო საშუალებები ან დახურეს ან მოისყიდეს, რის შედეგედაც, მათ პრემიერის კრიტიკა შეწყვიტეს.

"თავისუფლების პარტია" ავსტრიაში, სხვადასხვა მოსაზრებების გამო, პრორუსულად მიიჩნევა. ის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მუდმივად აპროტესტებს. მეტიც, 2016 წელს მან პარტია Единой Россия-სთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რამაც ავსტრიული მედიის ნაწილი გააღიზიანა.