პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება „საქპატენტი“ საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხის გააქტიურებას
როგორ ეხმაურება „საქპატენტი“ საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხის გააქტიურებას

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში ვი­თა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ი­ძა­ბა. რუ­სუ­ლი მხა­რის მიერ ინ­ტე­ლექ­ტის ოკუ­პა­ცი­ის მცდე­ლო­ბის ბოლო გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყოს ის, რომ რუ­სე­თის მიერ შექ­მნი­ლი სა­ეჭ­ვო ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბამ­ფლო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია, აქ­ტი­უ­რად უკავ­შირ­დე­ბა სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბით მო­სარ­გებ­ლე­ებს (კაფე-ბა­რებს, რეს­ტორ­ნებს, სა­ვაჭ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს და ა.შ.) და მო­ი­თხოვს მათ­გან მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის ლი­ცენ­ზი­ის გა­ფორ­მე­ბას.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, მათ არ გა­აჩ­ნი­ათ აღ­ნიშ­ნუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და ეს მო­თხოვ­ნა არის უკა­ნო­ნო. სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სა­ჯა­რო შეს­რუ­ლე­ბა­ზე ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის და ჰო­ნო­რა­რის შეგ­რო­ვე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით სარ­გებ­ლობს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია, რო­მელ­საც კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სი. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა ვერ­ცერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია ვერ მო­ი­თხოვს ლი­ცენ­ზი­ის გა­ფორ­მე­ბას და ჰო­ნო­რა­რის გა­დახ­დას.

„შეც­დო­მის და შემ­დგო­მი გა­უ­გებ­რო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, გთხოვთ თავი შე­ი­კა­ვოთ ამ სა­ეჭ­ვო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან და გვაც­ნო­ბოთ ყვე­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ, რად­გან მათ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა არ გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებთ ჩვენს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან და ჩა­ით­ვლე­ბა კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვად. ამას­თან, მათი მხრი­დან თქვენს მი­მართ წა­მოჭ­რილ ყვე­ლა პრე­ტენ­ზი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია,“ - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუ­სუ­ლი მხა­რის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ამ და სხვა მცდე­ლო­ბებს, რომ გავ­ლე­ნა მო­ი­პო­ვოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი „საქპა­ტენ­ტი“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით გა­მო­ეხ­მა­უ­რა. წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ას აქვს უფ­ლე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი წე­სით მარ­თოს სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბი, ამას­თან კა­ნო­ნით და­უშ­ვე­ბე­ლია იგი­ვე ფუნ­ქცი­ე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნა. საქპა­ტენ­ტი წარ­მო­ად­გენს სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის გან­მსა­ზღვრელ ორ­გა­ნოს.

უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ წე­რილს, რო­მელ­საც ხელს აწერს „საქპა­ტენ­ტის“ თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გე­ნა­დი ლე­ბა­ნი­ძე:

„თქვე­ნი 2019 წლის წლის #01/100-4705 წე­რი­ლის პა­სუ­ხად გაც­ნო­ბებთ, რომ ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მმარ­თველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დე­ბუ­ლე­ბებს გან­სა­ზღვრავს „სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის X თავი. აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ვის 63-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბის თა­ნახ­მად:

„1. მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებ­თა ავ­ტო­რე­ბის, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის, ფო­ნოგ­რა­მის, ვი­დე­ოგ­რა­მი­სა და მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის და­მამ­ზა­დებ­ლე­ბის, აგ­რეთ­ვე სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის სხვა მფლო­ბე­ლე­ბის ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის მარ­თვას სა­ქარ­თვე­ლო­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ურ­თი­ერ­თწარ­მო­მად­გენ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე და­დეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი უმ­რავ­ლე­სი ქვეყ­ნე­ბის ანა­ლო­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან.

2. ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია იქ­მნე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით, უშუ­ა­ლოდ სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის მიერ. იგი არ არის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რი და მას­ზე არ ვრცელ­დე­ბა „შე­მოქ­მედ მუ­შაკ­თა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი. ორ­გა­ნი­ზა­ცია იქ­მნე­ბა არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რი­ვი ფორ­მით. თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წეს­დე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა ამ კა­ნო­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სხვა მო­თხოვ­ნებს, სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს შე­სა­ბა­მი­სი მა­რე­გის­ტრი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მისი რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ და გას­ცემს რე­ესტრი­დან ამო­ნა­წერს. ორ­გა­ნი­ზა­ცია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის მარ­თვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მხო­ლოდ სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს შე­სა­ბა­მი­სი მა­რე­გის­ტრი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნოს მიერ მისი რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ.“

გარ­და ამი­სა, ამა­ვე მუხ­ლის მე-6 პუნ­ქტის თა­ნახ­მად, „დაშ­ვე­ბუ­ლია შექ­მნა ცალ­კე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა უფ­ლე­ბე­ბის ან უფ­ლე­ბა­თა მფლო­ბე­ლე­ბის სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის მი­ხედ­ვით ანდა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მარ­თა­ვენ უფ­ლე­ბა­თა ერთი კა­ტე­გო­რი­ის მფლო­ბელ­თა სხვა­დას­ხვა უფ­ლე­ბას.“

ამას­თან, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვით შექ­მნი­ლი მხო­ლოდ ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცია -სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია“, რო­მე­ლიც ფა­რავს სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის მფლო­ბელ­თა ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ას და რო­მელ­საც გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს ურ­თი­ერ­თწარ­მო­მად­გენ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს უმ­რავ­ლე­სი ქვეყ­ნე­ბის ანა­ლო­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, და­უშ­ვე­ბე­ლია სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მმარ­თვე­ლი სხვა ანა­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნა და უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის ფუნ­ქცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.“

ავტორი:

როგორ ეხმაურება „საქპატენტი“ საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხის გააქტიურებას

როგორ ეხმაურება „საქპატენტი“ საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხის გააქტიურებას

საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში ბოლო პერიოდში ვითარება განსაკუთრებულად დაიძაბა. რუსული მხარის მიერ ინტელექტის ოკუპაციის მცდელობის ბოლო გამოვლინება იყოს ის, რომ რუსეთის მიერ შექმნილი საეჭვო ორგანიზაცია, საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია, აქტიურად უკავშირდება საავტორო და მომიჯნავე უფლებებით მოსარგებლეებს (კაფე-ბარებს, რესტორნებს, სავაჭრო დაწესებულებებს და ა.შ.) და მოითხოვს მათგან მუსიკალური ნაწარმოებების გამოყენებისთვის ლიცენზიის გაფორმებას.

როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში აცხადებენ, მათ არ გააჩნიათ აღნიშნულის უფლებამოსილება და ეს მოთხოვნა არის უკანონო. საქართველოში მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებაზე ნებართვის გაცემის და ჰონორარის შეგროვების უფლებამოსილებით სარგებლობს მხოლოდ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელსაც კანონით მინიჭებული აქვს კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სტატუსი. შესაბამისად, სხვა ვერცერთი ორგანიზაცია ვერ მოითხოვს ლიცენზიის გაფორმებას და ჰონორარის გადახდას.

„შეცდომის და შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ თავი შეიკავოთ ამ საეჭვო ორგანიზაციასთან ურთიერთობისგან და გვაცნობოთ ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ, რადგან მათთან ხელშეკრულების გაფორმება არ გაგათავისუფლებთ ჩვენს წინაშე არსებული ჰონორარის გადახდის ვალდებულებისგან და ჩაითვლება კანონის დარღვევად. ამასთან, მათი მხრიდან თქვენს მიმართ წამოჭრილ ყველა პრეტენზიაზე პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი ორგანიზაცია,“ - ნათქვამია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის განცხადებაში.

რუსული მხარის მიერ განხორციელებულ ამ და სხვა მცდელობებს, რომ გავლენა მოიპოვოს საქართველოში საავტორო უფლებებზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ ოფიციალური წერილით გამოეხმაურა. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოში მხოლოდ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას აქვს უფლება კოლექტიური წესით მართოს საავტორო და მომიჯნავე უფლებები, ამასთან კანონით დაუშვებელია იგივე ფუნქციების ანალოგიური ორგანიზაციის შექმნა. საქპატენტი წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს.

უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელსაც ხელს აწერს „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ლებანიძე:

„თქვენი 2019 წლის წლის #01/100-4705 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ დებულებებს განსაზღვრავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის X თავი. აღნიშნული თავის 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:

„1. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.

2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია იქმნება ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ. იგი არ არის შემოქმედებითი კავშირი და მასზე არ ვრცელდება „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ორგანიზაცია იქმნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. თუ ორგანიზაციის წესდება შეესაბამება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მისი რეგისტრაციის შესახებ და გასცემს რეესტრიდან ამონაწერს. ორგანიზაცია უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების მართვა განახორციელოს მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მისი რეგისტრაციის შემდეგ.“

გარდა ამისა, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „დაშვებულია შექმნა ცალკეული ორგანიზაციებისა უფლებების ან უფლებათა მფლობელების სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით ანდა ორგანიზაციებისა, რომლებიც მართავენ უფლებათა ერთი კატეგორიის მფლობელთა სხვადასხვა უფლებას.“

ამასთან, დღეის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედებს აღნიშნული კანონის მოთხოვნების დაცვით შექმნილი მხოლოდ ერთი ორგანიზაცია -საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“, რომელიც ფარავს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ყველა კატეგორიას და რომელსაც გაფორმებული აქვს ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე ხელშეკრულებები მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, დაუშვებელია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი სხვა ანალოგიური ორგანიზაციის შექმნა და უფლებების კოლექტიური მართვის ფუნქციების განხორციელება.“

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი