საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნდა ვატაროთ თუ არა მოსწავლეები ექსკურსიებზე - "ტურებს გაცილებით დიდი ფუნქცია აქვთ, ვიდრე ქეიფი და დროსტარებაა"
უნდა ვატაროთ თუ არა მოსწავლეები ექსკურსიებზე - "ტურებს გაცილებით დიდი ფუნქცია აქვთ, ვიდრე ქეიფი და დროსტარებაა"

ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ, რო­მელ­საც 16 წლის გო­გო­ნას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, წა­მოჭ­რა სა­კი­თხი, უნდა ვა­ტა­როთ თუ არა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ექ­სკურ­სი­ა­ზე. კი­დევ ერთი მოს­წავ­ლის სი­ცო­ცხლე აღ­მოჩ­ნდა საფრ­თხის ქვეშ. 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკ­რძა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სი­მაღ­ლი­დან გად­მო­ვარ­და და და­ცე­მი­სას სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

რა უნდა ვი­ცო­დეთ ექ­სურ­სი­ებ­ზე და არის თუ არა მას­ზე უა­რის თქმა გა­მო­სა­ვა­ლი, ამ თე­მა­ზე ჩვენს კი­თხვებს პა­სუ­ხობს გე­ოგ­რა­ფი, მოგ­ზა­უ­რი, გიდი, ფე­ის­ბუქ ჯგუფ “მე­გობ­რებ­თან ერ­თად აღ­მო­ა­ჩი­ნე სა­ქარ­თვე­ლოს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თი­ნა­თინ მო­სი­აშ­ვი­ლი.

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან მძი­მე შემ­თხვე­ვაა, რაც მოხ­და და პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ვუ­სა­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რებს და მას­წავ­ლებ­ლებს, რად­გან ეს არის ურ­თუ­ლე­სი გან­საც­დე­ლი და გა­მოც­დი­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვი­საც. მე ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, რას ნიშ­ნავს ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის შემ­დეგ ხში­რად სა­კი­თხი ასე დგე­ბა: უნდა ვა­ტა­როთ, თუ არა მოს­წავ­ლე­ე­ბი ექ­სკურ­სი­ებ­სა და ლაშ­ქრო­ბებ­ზე. ჩემი აზ­რით, ეს ნამ­დვი­ლად არას­წო­რად დას­მუ­ლი კი­თხვაა. თვითმფრი­ნა­ვის კა­ტას­ტრო­ფე­ბი­სა თუ ავ­ტო­შემ­თხვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ დავფრი­ნავთ თვითმფრი­ნა­ვით, ვმგზავ­რობთ ტრან­სპორ­ტით. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ვა­უქ­მოთ სკო­ლა? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა!

ექ­სკურ­სია, ჩემი და არა მხო­ლოდ ჩემი აზ­რით, ისე­თი­ვე ნა­წი­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი­სა, რო­გორც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ხან­და­ხან უფრო მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნიც, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი თემა თუ გაკ­ვე­თი­ლი. ექ­სკურ­სი­ის ფუნ­ქცი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სწო­რედ შე­მეც­ნე­ბი­სა და თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის პრო­ცე­სია და ამ მხრივ ექ­სკურ­სია ძა­ლი­ან ჰგავს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს, გაკ­ვე­თილს ღია ცის ქვეშ. ეს კი გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, გა­ცი­ლებთ სა­ხა­ლი­სო, თუმ­ცა ამა­ვე დროს სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოც. მე რომ მკი­თხოთ, არა­თუ ჩვე­უ­ლებ­რივ კულ­ტუ­რულ-შე­მეც­ნე­ბით ექ­სკურ­სი­ა­ზე, მოს­წავ­ლე სკო­ლას ისე არ უნდა ამ­თავ­რებ­დეს, რამ­დე­ნი­მე­დღი­ან ლაშ­ქრო­ბა­ში რომ არ მო­უ­წი­ოს წას­ვლა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ვმუ­შა­ობ, ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებს ვუ­კი­თხავ და კარ­გად ვიცი, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, სამ­წუ­ხა­როდ, რა მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი მო­დი­ან.

ბუ­ნე­ბა­ში ორი­ენ­ტა­ცია, კარ­ვის გაშ­ლა, სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში კვე­ბა - ეს უნა­რე­ბი და სა­ერ­თოდ მო­ლაშ­ქრე­ო­ბის კულ­ტუ­რა - ჩემი აზ­რით, ახალ­გაზ­რდებ­ში სწო­რედ სკო­ლამ უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს. "მშობ­ლებ­მა ატა­რო­ნო", - წერ­და წე­ღან ერთი მშო­ბე­ლი, მეს­მის, რომ უდი­დეს ტრა­გე­დია მოხ­და, ხდე­ბა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, მაგ­რამ სკო­ლას დიდი როლი აქვს ამ საქ­მე­ში.

ამ შა­ბათ-კვი­რას სუ­დენ­ტებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი ვაშ­ლო­ვა­ნის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ერთი ჯგუ­ფი პან­ტი­შა­რამ­დე და ნა­წი­ლი მიჯ­ნის­ყუ­რემ­დე ჩა­ვე­დით. მიჯ­ნის­ყუ­რეს (სა­ქარ­თვე­ლოს უკი­დუ­რე­სი სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი წერ­ტი­ლია) ვინ ჩი­ვის, ბევ­რი ჩემი სტუ­დენ­ტი ისე მო­დის, რომ მცხე­თა­ში ან კა­ხეთ­ში არ არის ნამ­ყო­ფი.

ექ­სკურ­სი­ებ­სა და სას­კო­ლო ტუ­რებს გა­ცი­ლე­ბით დიდი ფუნ­ქცია და მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვიდ­რე რა­ი­მე ძეგლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა და მერე ქე­ი­ფი და დროს­ტა­რე­ბაა. თუმ­ცა კლა­სის ერ­თად ყოფ­ნას, თა­მაშს, გარ­თო­ბას, და­ახ­ლო­ე­ბის და თუნ­დაც მწვა­დის შეწ­ვა­საც, კი, ბა­ტო­ნო, აქვს თა­ვი­სი ხიბ­ლი, მაგ­რამ ეს არ უნდა იყოს მთა­ვა­რი. სკო­ლამ, მას­წავ­ლე­ბელ­მა, კლა­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა წი­ნას­წარ კარ­გად უნდა გა­ი­აზ­რონ, რა­ტომ მი­დი­ან ტურ­ზე. იხი­ლეთ ვრცლად

ავტორი:

უნდა ვატაროთ თუ არა მოსწავლეები ექსკურსიებზე - "ტურებს გაცილებით დიდი ფუნქცია აქვთ, ვიდრე ქეიფი და დროსტარებაა"

უნდა ვატაროთ თუ არა მოსწავლეები ექსკურსიებზე - "ტურებს გაცილებით დიდი ფუნქცია აქვთ, ვიდრე ქეიფი და დროსტარებაა"

ლაგოდეხის ნაკრძალში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც 16 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, წამოჭრა საკითხი, უნდა ვატაროთ თუ არა სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე. კიდევ ერთი მოსწავლის სიცოცხლე აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ. 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა და დაცემისას სხეულის დაზიანებები მიიღო.

რა უნდა ვიცოდეთ ექსურსიებზე და არის თუ არა მასზე უარის თქმა გამოსავალი, ამ თემაზე ჩვენს კითხვებს პასუხობს გეოგრაფი, მოგზაური, გიდი, ფეისბუქ ჯგუფ “მეგობრებთან ერთად აღმოაჩინე საქართველოს“ დამფუძნებელი თინათინ მოსიაშვილი.

- რასაკვირველია, ძალიან მძიმე შემთხვევაა, რაც მოხდა და პირველ ყოვლისა, ვუსაძიმრებ გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებს და მასწავლებლებს, რადგან ეს არის ურთულესი განსაცდელი და გამოცდილება მასწავლებლებისთვისაც. მე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ეს პასუხისმგებლობა.

ასეთი შემთხვევების შემდეგ ხშირად საკითხი ასე დგება: უნდა ვატაროთ, თუ არა მოსწავლეები ექსკურსიებსა და ლაშქრობებზე. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად არასწორად დასმული კითხვაა. თვითმფრინავის კატასტროფებისა თუ ავტოშემთხვევების მიუხედავად, ჩვენ დავფრინავთ თვითმფრინავით, ვმგზავრობთ ტრანსპორტით. განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მიუხედავად, გავაუქმოთ სკოლა? რასაკვირველია, არა!

ექსკურსია, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ისეთივე ნაწილია საგანმანათლებლო პროცესისა, როგორც საგაკვეთილო პროცესი. შეიძლება ითქვას, ხანდახან უფრო მეტად მნიშვნელოვანიც, ვიდრე რომელიმე კონკრეტული თემა თუ გაკვეთილი. ექსკურსიის ფუნქციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ შემეცნებისა და თვალსაწიერის გაფართოების პროცესია და ამ მხრივ ექსკურსია ძალიან ჰგავს საგაკვეთილო პროცესს, გაკვეთილს ღია ცის ქვეშ. ეს კი გაცილებით საინტერესოა, გაცილებთ სახალისო, თუმცა ამავე დროს საპასუხისმგებლოც. მე რომ მკითხოთ, არათუ ჩვეულებრივ კულტურულ-შემეცნებით ექსკურსიაზე, მოსწავლე სკოლას ისე არ უნდა ამთავრებდეს, რამდენიმედღიან ლაშქრობაში რომ არ მოუწიოს წასვლა.

უნივერსიტეტებში ვმუშაობ, ტურიზმის მიმართულების სტუდენტებს ვუკითხავ და კარგად ვიცი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სამწუხაროდ, რა მოუმზადებელი ახალგაზრდები მოდიან.

ბუნებაში ორიენტაცია, კარვის გაშლა, საველე პირობებში კვება - ეს უნარები და საერთოდ მოლაშქრეობის კულტურა - ჩემი აზრით, ახალგაზრდებში სწორედ სკოლამ უნდა ჩამოაყალიბოს. "მშობლებმა ატარონო", - წერდა წეღან ერთი მშობელი, მესმის, რომ უდიდეს ტრაგედია მოხდა, ხდება ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ სკოლას დიდი როლი აქვს ამ საქმეში.

ამ შაბათ-კვირას სუდენტებთან ერთად ვიყავი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ერთი ჯგუფი პანტიშარამდე და ნაწილი მიჯნისყურემდე ჩავედით. მიჯნისყურეს (საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი წერტილია) ვინ ჩივის, ბევრი ჩემი სტუდენტი ისე მოდის, რომ მცხეთაში ან კახეთში არ არის ნამყოფი.

ექსკურსიებსა და სასკოლო ტურებს გაცილებით დიდი ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე რაიმე ძეგლის მონახულება და მერე ქეიფი და დროსტარებაა. თუმცა კლასის ერთად ყოფნას, თამაშს, გართობას, დაახლოების და თუნდაც მწვადის შეწვასაც, კი, ბატონო, აქვს თავისი ხიბლი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მთავარი. სკოლამ, მასწავლებელმა, კლასის ხელმძღვანელმა წინასწარ კარგად უნდა გაიაზრონ, რატომ მიდიან ტურზე. იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ