ავტორი:

ტყიბულში, გუშინ გარდაცვლილი მეშახტის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში, გუშინ გარდაცვლილი მეშახტის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა.

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწა და ქვანახშირის მასა გუშინ ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა.

ტყიბულის კარიერზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, „საქნახშირმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად, კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ. მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც "საქნახშირმა" რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა, კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ, წერილობითი შეტყობინება განხორციელდა, რათა წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ზომები გაეტარებინათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი