საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარიზში გამოცემული უნიკალური რუკა, სადაც დავით გარეჯის მონასტრები პირველად არის დაფიქსირებული
პარიზში გამოცემული უნიკალური რუკა, სადაც დავით გარეჯის მონასტრები პირველად არის დაფიქსირებული

ძვე­ლი რუ­კე­ბის ექ­სპერ­ტი და რუ­კე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე AMBEBI.GE-ს უძ­ვე­ლეს რუ­კას აწ­ვდის, რო­მელ­ზეც და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი პირ­ვე­ლად არის აღ­ნიშ­ნუ­ლი. აი, რას გვი­ამ­ბობს სპე­ცი­ა­ლის­ტი რუ­კის შე­სა­ხებ:

გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე:

- ეს ერ­თა­დერ­თი ძვე­ლი რუ­კაა, სა­დაც კარ­გად ჩანს გა­რე­ჯის მო­ნას­ტრე­ბი. და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტე­რი პირ­ვე­ლად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გი­ი­ომ დე­ლი­ლი­სა (Guillaume Delisle) და სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ერ­თობ­ლივ რუ­კა­ზე, რო­მე­ლიც 1723 წელს პა­რიზ­ში გა­მო­ი­ცა. რუ­კა­ზე და­ტა­ნი­ლია და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტრე­ბი და სა­ზღვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ მო­სა­ზღვრე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან - შირ­ვან­თან და გან­ჯას­თან. იმ დროს ეს სპარ­სე­თის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი, ფე­ო­და­ლუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი გახ­ლდათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი რუკა ყვე­ლა­ზე ძვე­ლია, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია და­ვით გა­რე­ჯა და მთლი­ა­ნად ჩვენს სა­ზღვრებ­შია ყა­რა­ი­ას ველი, გა­რე­ჯის ქედი, მტკვრის და იო­რის შე­სარ­თა­ვი.

გი­ი­ომ დე­ლილ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა სპარ­სე­თის შა­ჰის კარ­ზე საფ­რან­გე­თის სამი ელ­ჩის - კრუ­ზი­უ­სის, ზუ­რა­ბე­კი­სა და ფაბ­რი­ცი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით შე­ავ­სო და რუ­კას ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია და კას­პი­ის­პი­რე­თი და­უ­მა­ტა.

რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, რუკა ფრან­გმა კარ­ტოგ­რაფ­მა გი­ი­ომ დე­ლილ­მა 1723 წელს პა­რიზ­ში გა­მოს­ცა. კას­პი­ის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ქვეყ­ნე­ბის რუკა რომ სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის კარ­ტოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლებს ეფუძ­ნე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლია რუ­კის სა­თა­ურ­ში: "შედ­გე­ნი­ლია მე­ფის გან­კარ­გუ­ლე­ბით ქარ­თვე­ლი თა­ვა­დის სულ­ხან-სა­ბას (Soskam-Sabbas) ხელ­ნა­წე­რი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, აგ­რეთ­ვე სპარ­სე­თის სა­ელ­ჩოს ელ­ჩე­ბის - კრუ­ზი­უ­სის, ზუ­რა­ბე­კი­სა და ფაბ­რი­ცი­უ­სის მიერ".

ეს რუკა შემ­დგომ ამ­სტერ­დამ­შიც გა­მოს­ცა ჟუ­ა­ნეს კო­ვენ­სი­სას და კორ­ნე­ლის მორ­ტი­ეს კარ­ტოგ­რა­ფი­ულ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ.

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ან­მა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ით ევ­რო­პა­ში 1713-1716 წლებ­ში იმოგ­ზა­უ­რა. 1714 წელს ლუ­დო­ვი­კო XIV-ს შეხ­ვდა და ვახ­ტანგ VI-ის წე­რი­ლი გა­დას­ცა, აგ­რეთ­ვე ალ­ბათ რუ­კაც, რო­მე­ლიც შემ­დგომ დე­ლილ­მა შევ­სე­ბუ­ლი სა­ხით გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სამი ელ­ჩის ცნო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. დე­ლი­ლის ეს რუკა აღ­წე­რი­ლი აქვთ გრი­გოლ ზარ­და­ლიშ­ვილს, ირაკ­ლი მა­თუ­რელ­სა და გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძეს.

ნა­ბეჭ­დი რუ­კის ერთი ეგ­ზემპლა­რი ინა­ხე­ბა ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტში, ასე­ვე კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში. ეჭვს არ იწ­ვევს, რომ რუ­კის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი (სა­ქარ­თვე­ლო) ნამ­დვი­ლად სულ­ხან-სა­ბას ეკუთ­ვნის: ქარ­თლის ის ნა­წი­ლი, სა­დაც ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის მა­მუ­ლე­ბი მდე­ბა­რე­ობ­და, რუ­კა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ზუს­ტით არის და­ტა­ნი­ლი, აგ­რეთ­ვე და­ტა­ნი­ლია ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლეც. და­სავ­ლე­თი და აღ­მო­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა ზემო იმე­რეთ­ზე გა­დის. ქო­ბუ­ლე­თი წარ­მო­ჩე­ნი­ლია, რო­გორც მთა­ვა­რი ნავ­სა­ყუ­დე­ლი.

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის შემ­დეგ, ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის შრო­მებ­მა, რომ­ლე­ბიც უმალ­ვე გავ­რცელ­და ევ­რო­პა­ში, ერ­თბა­შად გა­ზარ­და ევ­რო­პელ კარ­ტოგ­რაფ­თა წარ­მოდ­გე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სა და კავ­კა­სი­ა­ზე, რა­მაც თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ევ­რო­პუ­ლი კარ­ტოგ­რა­ფი­ის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

პარიზში გამოცემული უნიკალური რუკა, სადაც დავით გარეჯის მონასტრები პირველად არის დაფიქსირებული

პარიზში გამოცემული უნიკალური რუკა, სადაც დავით გარეჯის მონასტრები პირველად არის დაფიქსირებული

ძველი რუკების ექსპერტი და რუკების საერთაშორისო საზოგადოების წევრი, გიორგი ლობჟანიძე AMBEBI.GE-ს უძველეს რუკას აწვდის, რომელზეც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი პირველად არის აღნიშნული. აი, რას გვიამბობს სპეციალისტი რუკის შესახებ:

გიორგი ლობჟანიძე:

- ეს ერთადერთი ძველი რუკაა, სადაც კარგად ჩანს გარეჯის მონასტრები. დავით გარეჯის მონასტერი პირველად დაფიქსირებულია გიიომ დელილისა (Guillaume Delisle) და სულხან-საბა ორბელიანის ერთობლივ რუკაზე, რომელიც 1723 წელს პარიზში გამოიცა. რუკაზე დატანილია დავით გარეჯის მონასტრები და საზღვარი საქართველოს მაშინდელ მოსაზღვრე სახელმწიფოებთან - შირვანთან და განჯასთან. იმ დროს ეს სპარსეთის დაქვემდებარებაში მყოფი, ფეოდალური წარმონაქმნები გახლდათ. აღნიშნული რუკა ყველაზე ძველია, სადაც აღნიშნულია დავით გარეჯა და მთლიანად ჩვენს საზღვრებშია ყარაიას ველი, გარეჯის ქედი, მტკვრის და იორის შესართავი.

გიიომ დელილმა მოგვიანებით სულხან-საბა ორბელიანის მიერ გადაცემული მასალა სპარსეთის შაჰის კარზე საფრანგეთის სამი ელჩის - კრუზიუსის, ზურაბეკისა და ფაბრიციუსის ინფორმაციებით შეავსო და რუკას ჩრდილოეთ კავკასია და კასპიისპირეთი დაუმატა.

როგორც მოგახსენეთ, რუკა ფრანგმა კარტოგრაფმა გიიომ დელილმა 1723 წელს პარიზში გამოსცა. კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების რუკა რომ სულხან-საბა ორბელიანის კარტოგრაფიულ მასალებს ეფუძნება, აღნიშნულია რუკის სათაურში: "შედგენილია მეფის განკარგულებით ქართველი თავადის სულხან-საბას (Soskam-Sabbas) ხელნაწერი მასალების მიხედვით, აგრეთვე სპარსეთის საელჩოს ელჩების - კრუზიუსის, ზურაბეკისა და ფაბრიციუსის მიერ".

ეს რუკა შემდგომ ამსტერდამშიც გამოსცა ჟუანეს კოვენსისას და კორნელის მორტიეს კარტოგრაფიულმა გამომცემლობამ.

სულხან-საბა ორბელიანმა დიპლომატიური მისიით ევროპაში 1713-1716 წლებში იმოგზაურა. 1714 წელს ლუდოვიკო XIV-ს შეხვდა და ვახტანგ VI-ის წერილი გადასცა, აგრეთვე ალბათ რუკაც, რომელიც შემდგომ დელილმა შევსებული სახით გამოაქვეყნა, სამი ელჩის ცნობების გათვალისწინებით. დელილის ეს რუკა აღწერილი აქვთ გრიგოლ ზარდალიშვილს, ირაკლი მათურელსა და გიორგი ლობჟანიძეს.

ნაბეჭდი რუკის ერთი ეგზემპლარი ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში, ასევე კერძო კოლექციებში. ეჭვს არ იწვევს, რომ რუკის ცენტრალური ნაწილი (საქართველო) ნამდვილად სულხან-საბას ეკუთვნის: ქართლის ის ნაწილი, სადაც ორბელიანების მამულები მდებარეობდა, რუკაზე განსაკუთრებული სიზუსტით არის დატანილი, აგრეთვე დატანილია ორბელიანების სასახლეც. დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს დამაკავშირებელი გზა ზემო იმერეთზე გადის. ქობულეთი წარმოჩენილია, როგორც მთავარი ნავსაყუდელი.

სულხან-საბა ორბელიანის შემდეგ, ვახუშტი ბაგრატიონის შრომებმა, რომლებიც უმალვე გავრცელდა ევროპაში, ერთბაშად გაზარდა ევროპელ კარტოგრაფთა წარმოდგენა საქართველოსა და კავკასიაზე, რამაც თავისი წვლილი შეიტანა ევროპული კარტოგრაფიის განვითარების საქმეში.

"ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი... ვაპროტესტებთ შეზღუდვებს" - ზურა  ჯაფარიძემ ბარი "ჯაფარასთან" გახსნა

"დღეს რომ შემოსულიყო წმინდა ნინო, მცხეთამდე ვერც მოაღწევდა, გზად გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ..." - ლაშა ბუღაძე

ბინები თბილისსა და ლონდონში, აგარაკები, წილები ათობით კომპანიაში - როგორ გამოიყურება მამუკა ხაზარაძის შთამბეჭდავი ქონებრივი დეკლარაცია?