ავტორი:

150 დღე საპენსიო რეფორმიდან და შეხვედრა სტუდენტებთან

150 დღე საპენსიო რეფორმიდან და შეხვედრა სტუდენტებთან

ლევან სურგულაძე დღეს პარლამენტში ასამდე სტუდენტს შეხვდა. საპენსიო სააგენტოს დირექტორმა მათ პრეზენტაცია წარუდგინა და მუშაობის 5 თვის შედეგები გააცნო.

ლევან სურგულაძე ახალგაზრდებს რეფორმის მოკლე და გრძელვადიან სიკეთეებზე, დაგროვებით საპენსიო სქემაზე, საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციულ სტრუქტურასა და საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაზე ესაუბრა.

"დაგროვებითი საპენსიო სქემა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს და თითოეული მოქალაქე თავად უზრუნველყოფს საპენსიო ასაკს. ეს რეფორმა საქართველოში შექმნის კაპიტალის ბაზარს, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და განვითარდება საქართველოს ეკონომიკა“ - განმარტა ლევან სურგულაძემ.

პარლამენტში გამართულ დისკუსიას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრო. აკაკი ზოიძემ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა რომ რეფორმის მსვლელობისას სტუდენტების ინფორმირებულობა და ჩართულობა არსებითად მნიშვნელოვანია.

პარლამენტის კინოდარბაზში ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები შეიკრიბნენ. მათი შეკითხვები საპენსიო დანაზოგების დაცულობას, საპენსიო სააგენტოს მუშაობასა და დაგორვებით სქემას შეეხო. ახალგაზრდები დაგროვებით საპენსიო სქემაში დასაქმებისთანავე ჩაერთვებიან.

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი