ავტორი:

"მომავალ 23 აპრილს გამორჩეულ მკითხველზე ნინის სახელობის სტიპენდიას გავცემთ" - რას წერს გიორგი კეკელიძე გარდაცვლილ ჟურნალისტზე

"მომავალ 23 აპრილს გამორჩეულ მკითხველზე ნინის სახელობის სტიპენდიას გავცემთ" - რას წერს გიორგი კეკელიძე გარდაცვლილ ჟურნალისტზე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გარდაცვლილ ჟურნალისტთან, ნინი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მომავალი წლიდან "აჩუქე წიგნის" აქციის ფარგლებში, გამორჩეულ მკითხველს ნინის სახელობის სტიპენდია გადაეცემა.

"რა საზარელი დღეა, სრულიად საზარელი. ლაგოდეხის ტრაგედიის მერე, მეორე საშინელი ამბავი შევიტყვე – ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა – სულ ხუთი დღის წინ გააჩინა პირველი შვილი და აი, ასე – გულის უკმარისობით გარდაიცვალა. როცა "აჩუქე წიგნის" აქცია დავიწყეთ, ნინი ბიბლუსს წარმოადგენდა და თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით. ძალიან ელოდა პატარას, მომავალ 23 აპრილს ერთად ჩავატარებთო, ხუმრობდა. არ ვიცი, მართლა ვეღარ ვხვდები რა დავწერო, ვერც სიტყვის გამხატვრულების აზრს ვხედავ და ვერც ბევრი წერის. ეს ჩვენი ფოტოა იმ დიდი და მნიშვნელოვანი დღიდან, სააგენტოებს უდევთ, წავაწყდი და გადმოვიტანე. ერთი რაც ვიცი, მომავალ 23 აპრილს აუცილებლად გავცემთ ნინის სახელობის სტიპენდიას ერთ გამორჩეულ მკითხველზე და ასე იქნება ყოველ წელს, რომ მისი სახელი მაინც შემორჩეს და მისმა შვილმა, დედის გაცნობა რომ ვერ მოასწრო, ასე მაინც იამაყოს" - წერს გიორგი კეკელიძე.

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე დღეს დილით, გულის უკმარისობის დიაგნოზით, "ჯოენის კლინიკაში" გარდაიცვალა. დაგეგმილი საკეისრო კვეთა ჟურნალისტს 21 მაისს "იმედის კლინიკაში" ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მშობიარობიდან ორი დღის განმავლობაში დედა და შვილი თავს კარგად გრძნობდნენ. როგორც ნინი ჯაფარიძის მეგობარი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, ნინის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მისი გარდაცვალება თანდაყოლილმა გულის მანკმა გამოიწვია. ნინი ჯაფარიძე წლების განმავლობაში "ბიბლუსის" მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი