ავტორი:

ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, პოლიტიკურ თანამდებობას ტოვებს

ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, პოლიტიკურ თანამდებობას ტოვებს

ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგებს ტოვებს. აღნიშნული განცხადებით ომარ მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა. საკრებულო ომარ მახარაძის განცხადებას ავრცელებს.

„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“, - აცხადებს ომარ მახარაძე.

ბათუმის საკრებულოს ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

"გოგონას კორპუსთან დახვდა და კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა..." - პროკურატურა ვახო ჭუმბურიძის შვილის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულის ექსტრადირება 4 წლის შემდეგ განხორციელდა