მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა
9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა

გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო. მას სა­სა­მარ­თლომ უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლე­ვან დარ­ბა­ი­ძემ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი, რო­გორც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე სექ­სუ­ა­ლი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა­ში.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სა­ბო­ლოო სი­ტყვით ისარ­გებ­ლა თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა ნე­ბი­ე­რი­ძემ. მან სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში უდა­ნა­შა­უ­ლოა და ის და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში უნდა სცნონ დამ­ნა­შა­ვედ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 33 წლის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და­ა­კა­ვეს.

იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას.

ნე­ბი­ე­რი­ძეს ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და სსკ-ის 109-ე მუხ­ლით, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მას სასამართლომ უვადო თავისუფლება აღკვეთა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაგო ნებიერიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ასევე სექსუალი ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ნებიერიძემ. მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ დანაშაულში უდანაშაულოა და ის დანაშაულის შეუტყობინებლობაში უნდა სცნონ დამნაშავედ.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

ჰაკერები, ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით, მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდნენ - დაკავებულია 4 პირი