საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ ხალისიანი იყო, მისგან ვსწავლობდი ცხოვრების სიყვარულს" - ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობიდან რამდენიმე დღეში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა
"სულ ხალისიანი იყო, მისგან ვსწავლობდი ცხოვრების სიყვარულს" - ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობიდან რამდენიმე დღეში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა

ჟურ­ნა­ლის­ტი ნინი ჯა­ფა­რი­ძე დღეს დი­ლით, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დი­აგ­ნო­ზით, "ჯო­ე­ნის კლი­ნი­კა­ში" გარ­და­იც­ვა­ლა. და­გეგ­მი­ლი სა­კე­სი­რო კვე­თა ჟურ­ნა­ლისტს 21 მა­ისს "იმე­დის კლი­ნი­კა­ში" ჩა­უ­ტარ­და. ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა და მშო­ბი­ა­რო­ბი­დან ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დედა და შვი­ლი თავს კარ­გად გრძნობ­დნენ. რო­გორც ნინი ჯა­ფა­რი­ძის მე­გო­ბა­რი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, ნი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­ძიმ­და და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა თან­და­ყო­ლილ­მა გუ­ლის მან­კმა გა­მო­იწ­ვია.

"იმე­დის კლი­ნი­კა­ში" ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა ოპე­რა­ცი­ამ. გაჩ­ნდა პა­ტა­რა ბარ­ბა­რე, სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი და დე­დაც კარ­გად გრძნობ­და თავს ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­ძიმ­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა და­ე­წყო და გა­და­იყ­ვა­ნეს ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. იქ ორი დღე ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე ჰყავ­დათ. გუ­შინ კი "ჯო­ე­ნის კლი­ნი­კა­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს. ნი­ნის ჰქონ­და თან­და­ყო­ლი­ლი გუ­ლის მან­კი და ამან და­ამ­ძი­მა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. ყვე­ლა­ნა­რი მკურ­ნა­ლო­ბა სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­უ­ტარ­და. ბარ­ბა­რე სახ­ლშია უკვე და თავს კარ­გად გრძნობს. ნი­ნის­თვის ეს პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა იყო", - აცხა­დებს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

ნინი ჯა­ფა­რი­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ბიბ­ლუ­სის" მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და.

"არ ვიცი რო­გორ გა­მოვ­ხა­ტო ეს სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი, რაც ამ ამ­ბავ­მა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს მოგ­ვა­ყე­ნა, ვერ ვი­ჯე­რებთ, რომ ნინი აღარ გვყავს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც "ბიბ­ლუ­სის" ხა­ლი­სი იყო, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და. არ შე­იძ­ლე­ბო­და, ნინი არ გყვა­რე­ბო­და ისე­თი კე­თი­ლი, ჭკვი­ა­ნი და სი­ცო­ცხლით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. ხან­და­ხან დღის ბო­ლოს ენერ­გია გა­მოც­ლი­ლი მას რომ შევ­ხე­დავ­დი, სულ ხა­ლი­სი­ა­ნი და თვა­ლებ­მო­ციმ­ცი­მე იყო, მის­გან ვსწავ­ლობ­დი ცხოვ­რე­ბის ასეთ სიყ­ვა­რულს, ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლია ყვე­ლას­თვის მისი და­კარ­გვა.

"ბიბ­ლუს­მა" მისი სა­ხით და­კარ­გა უდი­დე­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრო­მე­ლი და ძა­ლი­ან დიდი ხა­ლი­სი, რო­მელ­საც არ ვიცი ოდეს­მე რამე თუ შეგ­ვიც­ვლის. მთე­ლი სამ­სა­ხუ­რის სა­ხე­ლით სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ მის ოჯახს, ნინი მუდ­მი­ვად დარ­ჩე­ბა "ბიბ­ლუ­სის" ის­ტო­რი­ას, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა ჩვენ­თან უკე­თე­სო­ბის­კენ, სა­მუ­და­მოდ წას­ვლით კი მუდ­მი­ვი სევ­და დაგ­ვი­ტო­ვა თო­თო­ე­ულ ჩვენ­განს", - აცხდებს "ბიბ­ლუ­სის" კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი თიკო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი.

"პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი" სამ­ძი­მარს უცხა­დებს ნინი ჯა­ფა­რი­ძის ოჯახს და თა­ნამ­შრომ­ლებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სულ ხალისიანი იყო, მისგან ვსწავლობდი ცხოვრების სიყვარულს" - ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობიდან რამდენიმე დღეში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა

"სულ ხალისიანი იყო, მისგან ვსწავლობდი ცხოვრების სიყვარულს" - ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობიდან რამდენიმე დღეში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე დღეს დილით, გულის უკმარისობის დიაგნოზით, "ჯოენის კლინიკაში" გარდაიცვალა. დაგეგმილი საკესირო კვეთა ჟურნალისტს 21 მაისს "იმედის კლინიკაში" ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მშობიარობიდან ორი დღის განმავლობაში დედა და შვილი თავს კარგად გრძნობდნენ. როგორც ნინი ჯაფარიძის მეგობარი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, ნინის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მისი გარდაცვალება თანდაყოლილმა გულის მანკმა გამოიწვია.

"იმედის კლინიკაში" ძალიან კარგად ჩაიარა ოპერაციამ. გაჩნდა პატარა ბარბარე, სრულიად ჯანმრთელი და დედაც კარგად გრძნობდა თავს ორი დღის განმავლობაში. შემდეგ მოულოდნელად დამძიმდა მისი მდგომარეობა, გულის უკმარისობა დაეწყო და გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. იქ ორი დღე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ. გუშინ კი "ჯოენის კლინიკაში" გადაიყვანეს. ნინის ჰქონდა თანდაყოლილი გულის მანკი და ამან დაამძიმა მისი მდგომარეობა. ყველანარი მკურნალობა სრულყოფილად ჩაუტარდა. ბარბარე სახლშია უკვე და თავს კარგად გრძნობს. ნინისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო", - აცხადებს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის ახლობელი.

ნინი ჯაფარიძე წლების განმავლობაში "ბიბლუსის" მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობდა.

"არ ვიცი როგორ გამოვხატო ეს საშინელი ტკივილი, რაც ამ ამბავმა თითოეულ ჩვენგანს მოგვაყენა, ვერ ვიჯერებთ, რომ ნინი აღარ გვყავს. ადამიანი, რომელიც "ბიბლუსის" ხალისი იყო, ადამიანი, რომელიც ყველა თანამშრომელს განსაკუთრებულად უყვარდა. არ შეიძლებოდა, ნინი არ გყვარებოდა ისეთი კეთილი, ჭკვიანი და სიცოცხლით აღსავსე ადამიანი იყო. ხანდახან დღის ბოლოს ენერგია გამოცლილი მას რომ შევხედავდი, სულ ხალისიანი და თვალებმოციმციმე იყო, მისგან ვსწავლობდი ცხოვრების ასეთ სიყვარულს, ძალიან დიდი ტკივილია ყველასთვის მისი დაკარგვა.

"ბიბლუსმა" მისი სახით დაკარგა უდიდესი გულშემატკივარი, საუკეთესო თანამშრომელი და ძალიან დიდი ხალისი, რომელსაც არ ვიცი ოდესმე რამე თუ შეგვიცვლის. მთელი სამსახურის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ნინი მუდმივად დარჩება "ბიბლუსის" ისტორიას, როგორც საუკეთესო თანამშრომელი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩვენთან უკეთესობისკენ, სამუდამოდ წასვლით კი მუდმივი სევდა დაგვიტოვა თოთოეულ ჩვენგანს", - აცხდებს "ბიბლუსის" კომერციული დირექტორი თიკო ფეიქრიშვილი.

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" სამძიმარს უცხადებს ნინი ჯაფარიძის ოჯახს და თანამშრომლებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ