მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"17 ათას ლარამდე თანხა მომპარეს ანგარიშიდან, ბანკი კი ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის" - საბანკო ანგარიშებზე შეტევა გრძელდება
"17 ათას ლარამდე თანხა მომპარეს ანგარიშიდან, ბანკი კი ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის" - საბანკო ანგარიშებზე შეტევა გრძელდება

„ონ­ლა­ინ თაღ­ლი­თებ­მა სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­დან 17 ათას ლა­რამ­დე თან­ხა მომ­პა­რეს ან­გა­რი­ში­დან, ბან­კი კი ყვე­ლა­ნა­ირ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იხ­სნის“ - ამის შე­სა­ხებ „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ ერთ-ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ბოლო ორ თვე­ში კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი მის გარ­და კი­დევ 300-მდე ადა­მი­ა­ნი გახ­და.

გელა გუ­რუ­ლი თა­ვად დაგ­ვი­კავ­შირ­და და დე­ტა­ლუ­რად მოგ­ვიყ­ვა, თუ რო­გორ გახ­და კი­ბერ­თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი. მისი თქმით, თაღ­ლი­თო­ბა „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყალ­ბი გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­და.

„სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამო­მიგ­დო რეკ­ლა­მა, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს“ ჰქონ­და გა­თა­მა­შე­ბა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მსგავ­სი თა­მა­შო­ბე­ბი სხვა ბან­კებ­საც ჰქო­ნი­ათ, ეჭვი არ შემ­პარ­ვია და გა­და­ვე­დი რეკ­ლა­მის ლინკზე. ასე აღ­მოვ­ჩნდი „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ იდენ­ტურ გვერ­დზე. მომ­თხო­ვა ინ­ტერ­ნეტ ბან­კში შეს­ვლა და SMS-იც მო­მი­ვი­და „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ნომ­რი­დან - 4444-დან, რის გა­მოც ეჭვი არ შემ­პარ­ვია, რომ ყალ­ბი გვერ­დი იყო. სწო­რედ ამ სქე­მის შე­დე­გად ჩა­იგ­დეს ხელ­ში ჩემი ინ­ტერ­ნეტ-ბან­კი. შეც­ვა­ლეს ფი­ნან­სუ­რი ნო­მე­რი (მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი) და მთლი­ა­ნი თან­ხა - 16 690 ლარი მოხ­სნეს ან­გა­რი­ში­დან. გარ­და ამი­სა, საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი­დან გა­და­რი­ცხეს 1 023 ლარი, რომ­ლი­თაც „სო­კარ გა­ზის“ სა­ა­ბო­ნენ­ტო გა­და­ი­ხა­დეს, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ეს თან­ხა „სო­კარ­მა“ და­მიბ­რუ­ნა. ხოლო 16 690 ლარი და­კარ­გუ­ლია.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თან­ხა იმა­ვე „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ ფი­ზი­კუ­რი პი­რის ან­გა­რიშ­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი. ბანკთან ჩემი იუ­რი­დი­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ვაგ­ზავ­ნე, ხოლო ორი კვი­რის შემ­დეგ პი­რა­და­დაც და­მი­კავ­შირ­დნენ ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მი­თხრეს, რომ თა­ვად არი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და ამ ეტაპ­ზე თან­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბა არ იგეგ­მე­ბა. ამა­ვე სა­უბ­რი­სას ირი­ბად ით­ქვა, რომ ჩემ გარ­და კი­დევ 300-მდე ადა­მი­ა­ნი იყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი,“- აცხა­დებს გუ­რუ­ლი.

რო­გორც გუ­რუ­ლი ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 19 მარტს ბან­კის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე ისა­ნი-სამ­გო­რის გან­ყო­ფი­ლე­ბამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, 25 მარტს კი ბან­კმა მო­ქა­ლა­ქე­ებს ინ­ტერ­ნეტ-ბან­კით შე­ა­ტყო­ბი­ნა საფრ­თხის შე­სა­ხებ, თუმ­ცა თა­ვად ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ უნა­ხავს. მი­სი­ვე თქმით, ბან­კმა და­უ­დევ­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი კლი­ენ­ტე­ბი მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ-ბან­კით გა­აფრ­თხი­ლა.

„რო­დე­საც ბანკს - სეს­ხის თუ სხვა რამე აქ­ცია აქვს, შე­ტყო­ბი­ნე­ბა პი­რად მე­ილ­ზე მომ­დის და მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ არ ჩათ­ვა­ლა ბან­კმა სა­ჭი­როდ, რომ მსგავ­სი საფრ­თხე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია იგი­ვე სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ე­წო­დე­ბი­ნა. ამას­თან, ჩემი თან­ხის მო­პარ­ვა კვი­რა სა­ღა­მოს, 7 აპ­რილს მოხ­და. და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი სა­ა­თის შემ­დეგ დავ­რე­კე ბან­კში და შე­ვა­ტყო­ბი­ნე ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მი­თხრეს, რომ არა­სა­მუ­შაო დღე იყო და საქ­მის მოკ­ვლე­ვას ორ­შა­ბათს და­ი­წყებ­დნენ. ანუ ბან­კმა ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბა მხო­ლოდ - 15 სა­ა­თის შემ­დეგ და­ი­წყო. ამ შემ­თხვე­ვა­შიც მიჩ­ნდე­ბა კი­თხვა - თუ ბან­კმა მარ­ტში იცო­და საფრ­თხე­ე­ბის/რის­კე­ბის შე­სა­ხებ და კლი­ენ­ტე­ბიც გა­აფრ­თხი­ლა, რა­ტომ არ შექ­მნა სპე­ცი­ლუ­რი, ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი, რათა მსგავს შემ­თხვე­ვებ­ზე დრო­უ­ლად მომ­ხდა­რი­ყო რე­ა­გი­რე­ბა, იქ­ნე­ბო­და ეს თან­ხე­ბის/ან­გა­რი­შე­ბის დაბ­ლოკ­ვა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის მი­მარ­თვა თუ ა.შ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"17 ათას ლარამდე თანხა მომპარეს ანგარიშიდან, ბანკი კი ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის" - საბანკო ანგარიშებზე შეტევა გრძელდება

"17 ათას ლარამდე თანხა მომპარეს ანგარიშიდან, ბანკი კი ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის" - საბანკო ანგარიშებზე შეტევა გრძელდება

„ონლაინ თაღლითებმა საბანკო ანგარიშიდან 17 ათას ლარამდე თანხა მომპარეს ანგარიშიდან, ბანკი კი ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა განუცხადა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო ორ თვეში კიბერდანაშაულის მსხვერპლი მის გარდა კიდევ 300-მდე ადამიანი გახდა.

გელა გურული თავად დაგვიკავშირდა და დეტალურად მოგვიყვა, თუ როგორ გახდა კიბერთავდასხმის მსხვერპლი. მისი თქმით, თაღლითობა „საქართველოს ბანკის“ ყალბი გვერდის საშუალებით მოხდა.

„სოციალურ ქსელში ამომიგდო რეკლამა, რომ „საქართველოს ბანკს“ ჰქონდა გათამაშება. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი თამაშობები სხვა ბანკებსაც ჰქონიათ, ეჭვი არ შემპარვია და გადავედი რეკლამის ლინკზე. ასე აღმოვჩნდი „საქართველოს ბანკის“ იდენტურ გვერდზე. მომთხოვა ინტერნეტ ბანკში შესვლა და SMS-იც მომივიდა „საქართველოს ბანკის“ ნომრიდან - 4444-დან, რის გამოც ეჭვი არ შემპარვია, რომ ყალბი გვერდი იყო. სწორედ ამ სქემის შედეგად ჩაიგდეს ხელში ჩემი ინტერნეტ-ბანკი. შეცვალეს ფინანსური ნომერი (მობილურის ნომერი) და მთლიანი თანხა - 16 690 ლარი მოხსნეს ანგარიშიდან. გარდა ამისა, საკრედიტო ბარათიდან გადარიცხეს 1 023 ლარი, რომლითაც „სოკარ გაზის“ სააბონენტო გადაიხადეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ეს თანხა „სოკარმა“ დამიბრუნა. ხოლო 16 690 ლარი დაკარგულია.

როგორც აღმოჩნდა, თანხა იმავე „საქართველოს ბანკში“ ფიზიკური პირის ანგარიშზეა გადატანილი. ბანკთან ჩემი იურიდიული წარმომადგენელი მივაგზავნე, ხოლო ორი კვირის შემდეგ პირადადაც დამიკავშირდნენ ბანკის წარმომადგენლები და მითხრეს, რომ თავად არიან დაზარალებული და ამ ეტაპზე თანხის ანაზღაურება არ იგეგმება. ამავე საუბრისას ირიბად ითქვა, რომ ჩემ გარდა კიდევ 300-მდე ადამიანი იყო დაზარალებული,“- აცხადებს გურული.

როგორც გურული ჩვენთან საუბრისას აცხადებს, კიბერდანაშაულთან დაკავშირებით, 19 მარტს ბანკის მიმართვის საფუძველზე ისანი-სამგორის განყოფილებამ გამოძიება დაიწყო, 25 მარტს კი ბანკმა მოქალაქეებს ინტერნეტ-ბანკით შეატყობინა საფრთხის შესახებ, თუმცა თავად ეს შეტყობინება არ უნახავს. მისივე თქმით, ბანკმა დაუდევრობა გამოიჩინა, როდესაც საკუთარი კლიენტები მხოლოდ ინტერნეტ-ბანკით გააფრთხილა.

„როდესაც ბანკს - სესხის თუ სხვა რამე აქცია აქვს, შეტყობინება პირად მეილზე მომდის და მაინტერესებს, რატომ არ ჩათვალა ბანკმა საჭიროდ, რომ მსგავსი საფრთხების შესახებ ინფორმაცია იგივე საშუალებით მოეწოდებინა. ამასთან, ჩემი თანხის მოპარვა კვირა საღამოს, 7 აპრილს მოხდა. დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ დავრეკე ბანკში და შევატყობინე ამის შესახებ, მაგრამ მითხრეს, რომ არასამუშაო დღე იყო და საქმის მოკვლევას ორშაბათს დაიწყებდნენ. ანუ ბანკმა ფაქტზე რეაგირება მხოლოდ - 15 საათის შემდეგ დაიწყო. ამ შემთხვევაშიც მიჩნდება კითხვა - თუ ბანკმა მარტში იცოდა საფრთხეების/რისკების შესახებ და კლიენტებიც გააფრთხილა, რატომ არ შექმნა სპეცილური, ოპერატიული ჯგუფი, რათა მსგავს შემთხვევებზე დროულად მომხდარიყო რეაგირება, იქნებოდა ეს თანხების/ანგარიშების დაბლოკვა, სამართალდამცავი ორგანიზაციებისთვის მიმართვა თუ ა.შ. წაიკითხეთ სრულად

3.2988-დან 3.3409-მდე - ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გაუფასურდა

თბილისის სატრანსპორტო ქსელს 13 ახალი მარშუტი ემატება: 5 ავტობუსი და მიკროავტობუსების 8 ხაზი

"მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს" - ლევან დავითაშვილი