კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბევრი ქართველი უცხოეთში ციხეშია ქურდობისათვის... დიასპორის საქმიანობა ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე - პატრიარქი ემიგრანტებზე
ბევრი ქართველი უცხოეთში ციხეშია ქურდობისათვის... დიასპორის საქმიანობა ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე - პატრიარქი ემიგრანტებზე

მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი დღეს ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა ქურ­დო­ბი­სათ­ვის ან სხვა უარ­ყო­ფი­თი საქ­მის­თვის. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ეს უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი აღ­მო­ი­ფხვრას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ დი­ას­პო­რის ფო­რუმ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

„ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის მოღ­ვა­წე­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ისი­ნი ბევ­რს აკე­თე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ჩვენ მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ მრა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რი, მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და იმე­დია, რომ ეს მათი მოღ­ვა­წე­ო­ბა იქ­ნე­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მაგ­რამ მე არ შე­მიძ­ლია არ ვთქვა, რომ არის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბიც. მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი დღეს ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა ქურ­დო­ბი­სათ­ვის ან სხვა უარ­ყო­ფი­თი საქ­მის­თვის. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ეს უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი აღ­მო­ი­ფხვრას. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ დი­ას­პო­რის მოქ­მე­დე­ბა, საქ­მი­ა­ნო­ბა, ბევ­რად იმოქ­მე­დებს სა­ვი­ზო რე­ჟიმ­ზე. სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ი­ოლ­დე­ბა, თუ ჩვე­ნი ქარ­თვე­ლე­ბი კარ­გად მო­იქ­ცე­ვი­ან. მე იმე­დი მაქვს, რომ ეს ასე იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

პატ­რი­არ­ქმა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­და, რომ ქარ­თველ ხალ­ხს სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლა გა­უ­ად­ვი­ლოს.

„გუ­ლი­თა­დად მი­ვე­სალ­მე­ბი უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ჩვენს ქარ­თვე­ლებს. მინ­და ვთქვა, რომ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ეკ­ლე­სი­ებს, ტაძ­რებს, რო­მე­ლიც ჩვენ გავ­ხსე­ნით უცხო­ეთ­ში. ყო­ველ ეკ­ლე­სი­ას­თან შექ­მნი­ლია საკ­ვი­რაო სკო­ლა, სა­დაც ას­წავ­ლი­ან ქარ­თულ ენას, ლი­ტე­რა­ტუ­რას, ის­ტო­რი­ას, სა­დაც ას­წავ­ლი­ან ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს. მე მინ­და ვთხო­ვო ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ გა­უ­ად­ვი­ლოთ ჩა­მოს­ვლა ქარ­თველ ადა­მი­ა­ნებს სამ­შობ­ლო­ში. ყვე­ლას გი­ლო­ცავთ. და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით შინ და გა­რეთ,“ - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ბევრი ქართველი უცხოეთში ციხეშია ქურდობისათვის... დიასპორის საქმიანობა ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე - პატრიარქი ემიგრანტებზე

ბევრი ქართველი უცხოეთში ციხეშია ქურდობისათვის... დიასპორის საქმიანობა ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე - პატრიარქი ემიგრანტებზე

მრავალი ქართველი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება ქურდობისათვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქართული დიასპორის მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მრავალი მეცნიერი, მრავალი ადამიანი ემსახურება საქართველოს და იმედია, რომ ეს მათი მოღვაწეობა იქნება მეტად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მაგრამ მე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ არის უარყოფითი მხარეებიც. მრავალი ქართველი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება ქურდობისათვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას. უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე. სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება“, - განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ქართველ ხალხს სამშობლოში ჩამოსვლა გაუადვილოს.

„გულითადად მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს ქართველებს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეკლესიებს, ტაძრებს, რომელიც ჩვენ გავხსენით უცხოეთში. ყოველ ეკლესიასთან შექმნილია საკვირაო სკოლა, სადაც ასწავლიან ქართულ ენას, ლიტერატურას, ისტორიას, სადაც ასწავლიან ქართულ ტრადიციებს. მე მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ გაუადვილოთ ჩამოსვლა ქართველ ადამიანებს სამშობლოში. ყველას გილოცავთ. დალოცვილი იყავით შინ და გარეთ,“ - განაცხადა პატრიარქმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ