კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭიათურაში სკოლები და ბაღები გაიფიცნენ და მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ - რას სთავაზობს "ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცულებს
ჭიათურაში სკოლები და ბაღები გაიფიცნენ და მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ - რას სთავაზობს "ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცულებს

ჭი­ა­თუ­რა­ში სკო­ლე­ბის და ბა­ღე­ბის ნა­წი­ლი გა­ი­ფი­ცა. გა­ფი­ცუ­ლე­ბი მა­ღა­რო­ე­ლებს სო­ლო­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ. რო­გორც ერთ-ერთი მა­ღა­რო­ე­ლი გელა ბაძ­გა­რა­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" აცხა­დებს, გა­ფი­ცუ­ლი პე­და­გო­გე­ბი მათ შე­უ­ერ­თდნენ.

„გა­ი­ფიც­ნენ სკო­ლე­ბი და ბა­ღე­ბი, ისი­ნი შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ და სო­ლი­და­რო­ბას გვი­ცხა­დე­ბენ. იზი­ა­რე­ბენ ჩვენს მო­თხოვ­ნებს და მო­ი­თხო­ვენ მძი­მე­წო­ნი­ან­მა მან­ქა­ნებ­მა ქა­ლაქ­ში არ ია­რონ. ჩვენ გა­ფიც­ვას ვაგ­რძე­ლებთ, ვიდ­რე მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გელა ბაძ­გა­რა­ძემ.

მისი თქმით, ბოლო შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ შეხ­მი­ა­ნე­ბი­ან. მა­ღა­რო­ე­ლე­ბი „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს გუ­შინ შეხ­ვდნენ, შეხ­ვედ­რა უშე­დე­გოდ დას­რულ­და.

დღეს "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზ­მა" გა­ფი­ცულ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გავ­რცე­ლა.

ხელ­მძღვა­ნელ­მა პი­რებ­მა გა­ფი­ცულ თა­ნამ­შრომ­ლებს შეხ­ვედ­რა­ზე რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა შეს­თა­ვა­ზეს. შე­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბებს შო­რის შე­სუ­ლი იყო ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბის სა­კი­თხიც. თუმ­ცა, რო­გორც კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მა­ღა­რო­ე­ლე­ბი შე­თა­ვა­ზე­ბას არ და­თან­ხმდნენ.

„1. 2019 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან, რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია-რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ხელ­ფა­სის 25%-იანი, ეტა­პობ­რი­ვი ზრდა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად: 2019 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან - 15%-იანი ზრდა, ხოლო 2020 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან - 10%-იანი ზრდა;

2. ხელ­ფა­სის მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კომ­პა­ნი­ას თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ჰქონ­და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბაც: წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან - ხელ­ფა­სის 10 %-იანი ზრდა რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია-რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხარ­ჯზე; ასე­ვე, 26 მა­ი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში მათ მიერ აღე­ბუ­ლი სა­ბან­კო სეს­ხე­ბის და­ფარ­ვა;

სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბი გავ­რცელ­დე­ბა 1000 ლა­რამ­დე ხელ­ფა­სის მქო­ნე პი­რებ­ზე.

3. კონ­ტრაქ­ტო­რი კვე­ბი­თი კომ­პა­ნი­ის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა, რაც და­საქ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­სა და ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პი­რო­ბა გახ­დე­ბა;

4. სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ას­თან პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა და და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა;

5. ჭი­ა­თუ­რა­ში მძი­მე­წო­ნი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბის სრუ­ლად შე­ზღუდ­ვა;

6. 3 თვის ვა­და­ში კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ ნა­წარ­მო­ე­ბი მან­გა­ნუ­მის მად­ნის გა­და­სა­ზი­დი სარ­კი­ნიგ­ზო ტერ­მი­ნა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა;

7. ჭი­ა­თუ­რა­ში, სა­ნა­ტო­რი­უ­მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მშე­ნე­ბა­რე პარ­კი­სა და ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა-კე­თილ­მო­წყო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა;

8. ჭი­ა­თუ­რის მე­რი­ის­თვის და­სუფ­თა­ვე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა და გა­და­ცე­მა;

9. კა­რი­ე­რე­ბის შე­სას­ვლე­ლებ­ში სა­კა­რი­ე­რო მან­ქა­ნე­ბის გა­რე­ცხვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­რე­ცხა­ო­ე­ბის მო­წყო­ბა;

10. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პროფ­კავ­ში­რე­ბის მიერ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არის ის მაქ­სი­მუ­მი, რის შე­თა­ვა­ზე­ბაც დღეს „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზს“ შე­უძ­ლია, რათა ჭი­ა­თუ­რა­ში უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა და გან­მუხ­ტვა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს, რაც ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია რო­გორც კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე - რი­გი­თი ჭი­ა­თუ­რე­ლე­ბის­თვის.

სამ­წუ­ხა­როა, რომ „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ შე­თა­ვა­ზე­ბებს და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არ და­თან­ხმდნენ“, - ნათ­ქვა­მია ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის გან­ცხა­დე­ბა­ში.

„ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“ კვლავ მო­უ­წო­დებს თა­ნამ­შრომ­ლებს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­ი­აზ­რონ ის მძი­მე პრო­ცე­სე­ბი, რაც დღეს ჭი­ა­თუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და, კომ­პა­ნი­ას­თან ერ­თად, კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძონ მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რაც, რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მია გან­მუხ­ტავს სი­ტუ­ა­ცი­ას და ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა.

კომ­პა­ნია მი­იჩ­ნევს, რომ მისი მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია და იმე­დოვ­ნებს, რომ, სწო­რად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ფი­ცუ­ლი მა­ღა­რო­ე­ლე­ბი სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­და­ხე­და­ვენ.

ჭი­ა­თუ­რა­ში მა­ღა­რო­ე­ლე­ბი 16 მა­ისს გა­ი­ფიც­ნენ. რამ­დე­ნი­მე მა­ღა­რო­ე­ლი შიმ­ში­ლობს, ერთი მათ­გა­ნი გუ­შინ შე­უძ­ლოდ გახ­და, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან კვლავ კა­რავ­ში მი­ვი­და. მა­ღა­რო­ე­ლე­ბი ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდას და სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ჭიათურაში სკოლები და ბაღები გაიფიცნენ და მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ - რას სთავაზობს "ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცულებს

ჭიათურაში სკოლები და ბაღები გაიფიცნენ და მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ - რას სთავაზობს "ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცულებს

ჭიათურაში სკოლების და ბაღების ნაწილი გაიფიცა. გაფიცულები მაღაროელებს სოლოდარობას უცხადებენ. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი გელა ბაძგარაძე "ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, გაფიცული პედაგოგები მათ შეუერთდნენ.

„გაიფიცნენ სკოლები და ბაღები, ისინი შემოგვიერთდნენ და სოლიდარობას გვიცხადებენ. იზიარებენ ჩვენს მოთხოვნებს და მოითხოვენ მძიმეწონიანმა მანქანებმა ქალაქში არ იარონ. ჩვენ გაფიცვას ვაგრძელებთ, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა გელა ბაძგარაძემ.

მისი თქმით, ბოლო შეხვედრის შემდეგ მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ შეხმიანებიან. მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს გუშინ შეხვდნენ, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

დღეს "ჯორჯიან მანგანეზმა" გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განცხადება გავრცელა.

ხელმძღვანელმა პირებმა გაფიცულ თანამშრომლებს შეხვედრაზე რამდენიმე წინადადება შესთავაზეს. შეთავაზებულ წინადადებებს შორის შესული იყო ხელფასების მატების საკითხიც. თუმცა, როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მაღაროელები შეთავაზებას არ დათანხმდნენ.

„1. 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის დაწყებისთანავე, ხელფასის 25%-იანი, ეტაპობრივი ზრდა, უფრო კონკრეტულად: 2019 წლის 1-ელი ივლისიდან - 15%-იანი ზრდა, ხოლო 2020 წლის 1-ელი ივლისიდან - 10%-იანი ზრდა;

2. ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიას თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ჰქონდა ალტერნატიული წინადადებაც: წლის 1-ელი ივლისიდან - ხელფასის 10 %-იანი ზრდა რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის ხარჯზე; ასევე, 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა;

სახელფასო დანამატები გავრცელდება 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე.

3. კონტრაქტორი კვებითი კომპანიის ახლით ჩანაცვლება, რაც დასაქმებული თანამშრომლების კვების რაციონისა და ხარისხის გაუმჯობესების პირობა გახდება;

4. სადაზღვევო კომპანიასთან პრობლემური საკითხების დარეგულირება და დასაქმებული პირების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

5. ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის სრულად შეზღუდვა;

6. 3 თვის ვადაში კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაწარმოები მანგანუმის მადნის გადასაზიდი სარკინიგზო ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფა;

7. ჭიათურაში, სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე პარკისა და ატრაქციონების პარკის მშენებლობის დაფინანსება-კეთილმოწყობაში მონაწილეობა;

8. ჭიათურის მერიისთვის დასუფთავების სპეციალური ტექნიკის შეძენა და გადაცემა;

9. კარიერების შესასვლელებში საკარიერო მანქანების გარეცხვის უზრუნველსაყოფად სპეციალური სამრეცხაოების მოწყობა;

10. ზემოაღნიშნული პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება დასაქმებულების მიერ შეთავაზებული პროფკავშირების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ის მაქსიმუმი, რის შეთავაზებაც დღეს „ჯორჯიან მანგანეზს“ შეუძლია, რათა ჭიათურაში უკიდურესად დაძაბული ვითარების დარეგულირება და განმუხტვა შესაძლებელი გახდეს, რაც ამ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია როგორც კომპანიის თანამშრომლებისთვის, ასევე - რიგითი ჭიათურელებისთვის.

სამწუხაროა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებებს დასაქმებულები არ დათანხმდნენ“, - ნათქვამია ჯორჯიან მანგანეზის განცხადებაში.

„ჯორჯიან მანგანეზი“ კვლავ მოუწოდებს თანამშრომლებს, პასუხისმგებლობით გაიაზრონ ის მძიმე პროცესები, რაც დღეს ჭიათურაში მიმდინარეობს და, კომპანიასთან ერთად, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება, რაც, როგორც განცხადებაშია ნათქვამია განმუხტავს სიტუაციას და ურთიერთსასარგებლო შედეგით დასრულდება.

კომპანია მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან გაკეთებული შეთავაზებები რაციონალურია და იმედოვნებს, რომ, სწორად გაანალიზების შემთხვევაში, გაფიცული მაღაროელები საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავენ.

ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს, ერთი მათგანი გუშინ შეუძლოდ გახდა, თუმცა საავადმყოფოდან კვლავ კარავში მივიდა. მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო