პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვმა უცებ "რუგზაკი მოიხსნა" და გადახტა წყალში," - რას ჰყვებიან ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის თვითმხილველები
"ბავშვმა უცებ "რუგზაკი მოიხსნა" და გადახტა წყალში," - რას ჰყვებიან ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის თვითმხილველები

26 მა­ისს, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში, სა­დაც ექ­სკურ­სი­ა­ზე - ნი­ნოს­ხე­ვის ჩანჩქერ­ზე მყო­ფი 16 წლის გო­გო­ნა წყალ­მა წა­ი­ღო. გვი­ან ღა­მემ­დე რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მაშ­ვე­ლე­ბი და­კარ­გულ მო­ზარდს ეძებ­დნენ. დი­ლი­დან ისევ გა­ნახ­ლდა სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, თბი­ლი­სი­დან და­მა­ტე­ბით ჩა­ვიდ­ნენ მყვინ­თა­ვე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა, მაშ­ვე­ლებ­მა ცხე­და­რი ახ­ლა­ხან იპო­ვეს.

ნა­ხეთ ვი­დეო: დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა, რა მოხ­და ლა­გო­დეხ­ში, სა­დაც 16 წლის გო­გო­ნა დი­ნე­ბამ წა­ი­ღო - რა უთხრეს თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა მომ­ხდა­რის შემ­დეგ უფ­რო­სებს

რო­გორც გა­ირ­კვა და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნა კერ­ძო სკო­ლა "ალ­ბი­ო­ნის" მე­თერ­მე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ის და მისი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში ექ­სკურ­სი­ა­ზე წა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც მოხ­და ეს ტრა­გე­დია. ექ­სკურ­სი­ა­ზე მყო­ფი ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ლა­გო­დე­ხის პო­ლი­ცი­ამ წუ­ხელ­ვე და­კი­თხა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. ამ დრომ­დე კა­ხეთ­ში რჩე­ბი­ან გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და პე­და­გო­გე­ბი. ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი ბავ­შვე­ბი მომ­ხდა­რით შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ.

ჩვენ გა­ვე­სა­უბ­რეთ სკო­ლა ალ­ბი­ო­ნის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს, ქალ­ბა­ტონ მა­რი­კა ილუ­რი­ძეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გა­ნიც­დის მომ­ხდარს:

- ჩვე­ნი სკო­ლის მე­თერ­თმე­ტე (მე­ო­რე )კლა­სის ექ­სკურ­სია იყო და ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და. წუ­ხელ­ვე წა­ვე­დით კა­ხეთ­ში ყვე­ლა­ნი, დი­რექ­ტო­რი, სხვა პე­და­გო­გე­ბი, გა­მომ­ძი­ე­ბელ­საც ვე­ლა­პა­რა­კეთ. უკვე და­კი­თხეს ბავ­შვე­ბი, ვინც უშუ­ა­ლოდ ამას უყუ­რა, ის პე­და­გო­გე­ბიც, ვინც ახ­ლდა ბავ­შვებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბავ­შვმა უცებ "რუგ­ზა­კი მო­იხ­სნა", თქვა, უნდა ვი­ბა­ნა­ვოო და გა­დახ­ტა წყალ­ში. სულ წა­მებ­ში ბავ­შვი უკვე გა­უ­ჩი­ნარ­და. ეს არ იყო ჩანჩქერ­თან, ცოტა ქვე­მოთ იყო, სა­დაც თურ­მე უფრო და­გუ­ბე­ბუ­ლი წყა­ლია. ბავ­შვე­ბი ამ­ბო­ბენ, და­ვი­ნა­ხეთ მისი ორი ხე­ლის გას­მა წყალ­ში და მერე გაქ­რაო. ამის შემ­დეგ მა­ში­ნათ­ვე და­რე­კეს 112-ში ბავ­შვებ­მა და პე­და­გოგ­მა, მაშ­ვე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, ის ად­გი­ლი არის თურ­მე ძა­ლი­ან ღრმა და ვერ იპო­ვეს. მერე უცებ სე­ტყვა და წვი­მა წა­მო­ვი­და, რთუ­ლი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ეძებ­დნენ გვი­ა­ნო­ბამ­დე, მაგ­რამ რომ და­ღამ­და ხილ­ვა­დო­ბა გა­უ­ა­რეს­და და ძებ­ნა ვერ გა­აგ­რძე­ლეს. ძებ­ნა ამ დი­ლით გა­ნა­ახ­ლეს. პო­ლი­ცი­ამ წუ­ხელ, 3 სა­ათ­ზე გვი­თხრა, რომ თბი­ლის­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს მყვინ­თა­ვე­ბი.

- წყალ­ში რომ შე­ვი­და ბავ­შვი იმ დრო­საც წვიმ­და?

- არა, წვი­მა მერე და­ი­წყო. კარ­გი ამინ­დი იყო, უცებ გა­დახ­ტა ბავ­შვი სა­ბა­ნა­ოდ. ვი­ღა­ცე­ე­ბი იყ­ვნენ იქ ქვე­ვით და ბა­ნა­ობ­დნე­ნო, იქ პა­ტა­რა წყა­ლი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ეს სა­დაც ჩახ­ტა, იქ დიდი ყო­ფი­ლა წყა­ლი. დე­და­მის­მა თქვა, ცურ­ვა კარ­გად იცო­დაო, ეტყო­ბა ამი­ტომ გა­თა­მამ­და. სახ­ლშიც უთ­ქვამს დი­ლით, უნდა ვი­ბა­ნა­ვოო. ორი ხე­ლის მოს­მაც და­ი­ნა­ხეს ბავ­შვებ­მა, მერე უკვე არა­ვინ არა­ფე­რი იცის, იქ ქვის ლო­დია და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ამ­ბობს იმ ქვის ლო­დის ქვეშ გა­უ­ჩი­ნარ­დე­ბო­დაო. სიღ­რმე ძა­ლი­ან დიდი აქვს და იქ შე­იძ­ლე­ბო­და ჩა­ეთ­რია ბავ­შვი წყალს. ისე­თი ად­გი­ლია, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­რე­შე მაშ­ვე­ლე­ბიც ვერ ჩა­ვიდ­ნენ. ჩვენ არ ვკარ­გავ­დით იმედს და ვკი­თხეთ შე­იძ­ლე­ბო­და ბავ­შვი წყალს სხვა მხა­რეს გა­მო­ე­რი­ყა, მაგ­რამ გვი­თხრეს ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი­აო... ენით ვერ აღვწერ, იმა­საც რა­საც გან­ვიც­დით. ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვი იყო - ნი­ჭი­ე­რი, კონ­ტაქ­ტუ­რი, ცელ­ქი. იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

"ბავშვმა უცებ "რუგზაკი მოიხსნა" და გადახტა წყალში," - რას ჰყვებიან ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის თვითმხილველები

"ბავშვმა უცებ "რუგზაკი მოიხსნა" და გადახტა წყალში," - რას ჰყვებიან ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის თვითმხილველები

26 მაისს, უბედური შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის ნაკრძალში, სადაც ექსკურსიაზე - ნინოსხევის ჩანჩქერზე მყოფი 16 წლის გოგონა წყალმა წაიღო. გვიან ღამემდე რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველები დაკარგულ მოზარდს ეძებდნენ. დილიდან ისევ განახლდა სამაშველო სამუშაოები, თბილისიდან დამატებით ჩავიდნენ მყვინთავებიც, სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა ცხედარი ახლახან იპოვეს.

ნახეთ ვიდეო: დირექტორის მოადგილე დეტალურად ჰყვება, რა მოხდა ლაგოდეხში, სადაც 16 წლის გოგონა დინებამ წაიღო - რა უთხრეს თანაკლასელებმა მომხდარის შემდეგ უფროსებს

როგორც გაირკვა დაკარგული გოგონა კერძო სკოლა "ალბიონის" მეთერმეტე კლასის მოსწავლეა. ის და მისი თანაკლასელები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე წავიდნენ, რა დროსაც მოხდა ეს ტრაგედია. ექსკურსიაზე მყოფი ფაქტის თვითმხილველი მოსწავლეები და მასწავლებლები ლაგოდეხის პოლიციამ წუხელვე დაკითხა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დრომდე კახეთში რჩებიან გოგონას ოჯახის წევრები და პედაგოგები. ფაქტის თვითმხილველი ბავშვები მომხდარით შოკირებულები არიან და მომხდარზე საუბარი უჭირთ.

ჩვენ გავესაუბრეთ სკოლა ალბიონის დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ მარიკა ილურიძეს, რომელიც ძალიან განიცდის მომხდარს:

- ჩვენი სკოლის მეთერთმეტე (მეორე )კლასის ექსკურსია იყო და ეს საშინელი ამბავი მოხდა. წუხელვე წავედით კახეთში ყველანი, დირექტორი, სხვა პედაგოგები, გამომძიებელსაც ველაპარაკეთ. უკვე დაკითხეს ბავშვები, ვინც უშუალოდ ამას უყურა, ის პედაგოგებიც, ვინც ახლდა ბავშვებს. როგორც ამბობენ, ბავშვმა უცებ "რუგზაკი მოიხსნა", თქვა, უნდა ვიბანავოო და გადახტა წყალში. სულ წამებში ბავშვი უკვე გაუჩინარდა. ეს არ იყო ჩანჩქერთან, ცოტა ქვემოთ იყო, სადაც თურმე უფრო დაგუბებული წყალია. ბავშვები ამბობენ, დავინახეთ მისი ორი ხელის გასმა წყალში და მერე გაქრაო. ამის შემდეგ მაშინათვე დარეკეს 112-ში ბავშვებმა და პედაგოგმა, მაშველები მოვიდნენ, ის ადგილი არის თურმე ძალიან ღრმა და ვერ იპოვეს. მერე უცებ სეტყვა და წვიმა წამოვიდა, რთული პირობების მიუხედავად ეძებდნენ გვიანობამდე, მაგრამ რომ დაღამდა ხილვადობა გაუარესდა და ძებნა ვერ გააგრძელეს. ძებნა ამ დილით განაახლეს. პოლიციამ წუხელ, 3 საათზე გვითხრა, რომ თბილისდან ჩამოიყვანეს მყვინთავები.

- წყალში რომ შევიდა ბავშვი იმ დროსაც წვიმდა?

- არა, წვიმა მერე დაიწყო. კარგი ამინდი იყო, უცებ გადახტა ბავშვი საბანაოდ. ვიღაცეები იყვნენ იქ ქვევით და ბანაობდნენო, იქ პატარა წყალი ყოფილა, მაგრამ ეს სადაც ჩახტა, იქ დიდი ყოფილა წყალი. დედამისმა თქვა, ცურვა კარგად იცოდაო, ეტყობა ამიტომ გათამამდა. სახლშიც უთქვამს დილით, უნდა ვიბანავოო. ორი ხელის მოსმაც დაინახეს ბავშვებმა, მერე უკვე არავინ არაფერი იცის, იქ ქვის ლოდია და გამომძიებელი ამბობს იმ ქვის ლოდის ქვეშ გაუჩინარდებოდაო. სიღრმე ძალიან დიდი აქვს და იქ შეიძლებოდა ჩაეთრია ბავშვი წყალს. ისეთი ადგილია, აღჭურვილობის გარეშე მაშველებიც ვერ ჩავიდნენ. ჩვენ არ ვკარგავდით იმედს და ვკითხეთ შეიძლებოდა ბავშვი წყალს სხვა მხარეს გამოერიყა, მაგრამ გვითხრეს ეს შეუძლებელიაო... ენით ვერ აღვწერ, იმასაც რასაც განვიცდით. ძალიან კარგი ბავშვი იყო - ნიჭიერი, კონტაქტური, ცელქი. იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ