პარტნიორები:
    ავტორი:

    2019 წლის "ნიუქამერი" ცნობილია

    2019 წლის "ნიუქამერი" ცნობილია

    21 ივნისს Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე ფესტივალის ჰედლაინერის, Franz Ferdinand-ის დღეს, ჯგუფი Four Dimensional Monster Lobsters დაუკრავს.

    Four Dimensional Monster Lobsters თბილისში, 2019 წლის იანვარში შეიქმნა. ჯგუფის წევრები საკუთარ შემოქმედებას ფსიქოდელიური სინთპოპის ჟანრში აერთიანებენ. ამ ეტაპზე პირველ ალბომზე, Secret Missions-ზე მუშაობენ.

    წლის "ნიუქამერს" შეგიძლიათ მოუსმინოთ ლინკზე

    Tbilisi Newcomers 2019-ის ფინალურ კონცერტში მონაწილეობა 12-მა ჯგუფმა/მუსიკალურმა პროექტმა მიიღო. წლის ნიუქამერის გარდა, ჟიურიმ გამოავლინა მონაწილეები, რომლებიც ფესტივალის სხვადასხვა სცენაზე დაუკრავენ.აკუსტიკური მუსიკისა და ჯაზის სცენაზე, Singer Stage ფესტივალის მსვლელობისას Forest Rain-ის,Explorers’ Vibe-ისა და თორნიკე გაგოშვილის მოსმენას შეძლებთ. ფესტივალის ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სცენაზე, EYESTAGE კი 2 მუსიკალური პროექტი წარდგება - Enforcement და Beqa.

    Tbilisi Newcomers Tbilisi Open Air-ის პროექტია, რომელიც ახალი ბენდების/მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ისახავს მიზნად. 2019 წელს Newcomers-ში მონაწილეობის სურვილი 80-მდე ბენდმა/პროექტმა გამოთქვა. 21 მათგანს შოუქეისში მონაწილეობის საშუალება მიეცა. Tbilisi Newcomers Tbilisi Open Air-ისა და პლატფორმა „სარდაფის“ ორგანიზებით იმართება. პროექტის პარტნიორები არიან თბილისის მერია, ექსკლუზიური პარტნიორია მუსიკალური მაღაზია AVB.

    Tbilisi Open Air21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich,1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. საერთო ჯამში - 70-მდე შემსრულებელი.

    ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

    "დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

    "საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს