ბრიტანელებმა მკაცრი მეცნიერული მეთოდებით დაადგინეს, რა გაჩნდა პირველად - კვერცხი, თუ ქათამი.
შეფილდისა და უორიკის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტების სამეცნიერო კოლექტივმა ძლიერი სუპერკომპიუტერის დახმარებით, ქათმის კვერცხის წარმოშობის პროცესის გენეტიკურ დონეზე მოდელირება შეძლო.
აღმოჩნდა, რომ ნაჭუჭის ფორმირებაში მთავარ როლს ОС-17 ასრულებს. ამ პროტეინის გარეშე, რომელიც ქათმის ორგანიზმშია, კვერცხის წარმოქმნა შეუძლებელია.
შედეგად მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პირველად ქათამი გაჩნდა, შემდეგ კი კვერცხი, იტყობინება ИТАР-ТАСС.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.