სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რეკრუტებმა და წვევამდელებმა ფიცი საზეიმოდ დადეს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რეკრუტებმა და წვევამდელებმა ფიცი საზეიმოდ დადეს

ღვთი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე ფიცი სა­ზე­ი­მოდ სა­წყი­სი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტრის რეკ­რუ­ტებ­მა და­დეს. თბი­ლი­სის გარ­და (288 რეკ­რუ­ტი), ფი­ცის და­დე­ბა 5 ლო­კა­ცი­ა­ზე მოხ­და (175 რეკ­რუ­ტი და წვე­ვამ­დე­ლი) - ზუგ­დიდ­ში - და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში, რა­ჭა­ში - მრა­ვალ­ძა­ლის მო­ნას­ტერ­ში, ქარ­თლში - კლდე­ში ნაკ­ვეთ უძ­ვე­ლეს ქა­ლაქ უფ­ლის­ცი­ხე­ში, დუ­შეთ­ში - ანა­ნუ­რის ცი­ხის კომ­პლექსზე და ყვა­რელ­ში - გრე­მის მო­ნას­ტერ­ში (ჯამ­ში 463 რეკ­რუ­ტი და წვე­ვამ­დე­ლი).

ცე­რე­მო­ნი­ა­ში ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სამ­ხედ­რო საჩ­ვე­ნე­ბელ ორ­კესტრთან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის იმ ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­მა, რომ­ლებ­მაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ეს, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მია სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის აღ­მო­სავ­ლე­თის სარ­დლო­ბის I ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე-12 ბა­ტა­ლი­ო­ნის ნა­ტოს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბის (NRF) სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სარ­დლო­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მზად­ყოფ­ნის პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე და­სავ­ლე­თის სარ­დლო­ბის მე-3 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 31-ე მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წვრთნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბის სარ­დლო­ბის გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სერ­ჟან­ტთა აკა­დე­მია სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის და­სავ­ლე­თის სარ­დლო­ბის მე-2 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 22-ე ბა­ტა­ლი­ო­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს აშშ-ის ევ­რო­პის სარ­დლო­ბის 1 ქვე­ი­თი დი­ვი­ზი­ის 1 ბრი­გა­დი­სა და სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბის ინ­სტრუქ­ტორ­თა პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა.

ფიცი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის უმაღ­ლეს­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ჩა­ი­ბა­რა.

ცე­რე­მო­ნი­ა­ლის ნა­წი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის აღ­მარ­თვა, რო­მე­ლიც მო­ე­დან­ზე ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სა­რი­ტუ­ა­ლო ასე­უ­ლის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­მა შე­მო­ი­ტა­ნეს.

შეს­რულ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნი. წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გეს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას.

ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ მოხ­და ხმო­ვა­ნი ჩარ­თვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან. ხუ­თი­ვე რე­გი­ო­ნი­დან ფი­ცის მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე ცალ-ცალ­კე ჩა­ა­ბა­რეს პა­ტა­კი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­ურს შემ­დე­გი თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით - ზუგ­დი­დი, მრა­ვალ­ძა­ლი, უფ­ლის­ცი­ხე, ანა­ნუ­რი, გრე­მი, თბი­ლი­სი.

ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ სი­ტყვით გა­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე­სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ლე­ვან იზო­რია.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თულ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ეთ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე პირ­ვე­ლი ქვე­ი­თი ბრი­გა­დის, მე-5 სა­არ­ტი­ლე­რიო ბრი­გა­დის, წვრთნე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სარ­დლო­ბის, ლო­ჯის­ტი­კის სარ­დლო­ბის, ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სარ­დლო­ბი­სა და სსსტც „დელ­ტას“ შე­ი­ა­რა­ღე­ბაა გა­მო­ფე­ნი­ლი: ჯავ­შან­მან­ქა­ნა WOLF; ჯავ­შან­მან­ქა­ნა „დიდ­გო­რი დის­ტან­ცი­უ­რი“; ჯავ­შან­მან­ქა­ნა „დიდ­გო­რი მე­ო­მა­რი“; ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა „ლა­ზი­კა“; ზალ­პუ­რი რე­აქ­ტი­უ­ლი სის­ტე­მა რს-122; სა­მე­დი­ცი­ნო-სა­ე­ვა­კუ­ა­ციო ჯავ­შან­მან­ქა­ნა „მე­დე­ვა­კი“; სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა „სპა­ი­დე­რი“; თვით­მა­ვა­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მა „დანა“; ზალ­პუ­რი ცე­ცხლის რე­აქ­ტი­უ­ლი სის­ტე­მა ლარ-160; ჯავ­შან­მან­ქა­ნა „კობ­რა“; ჯავ­შან­მან­ქა­ნა „MaxPro“.

თბი­ლი­სის გარ­და, სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა სა­ქარ­თვე­ლოს 12 ქა­ლაქ­შია გა­მო­ფე­ნი­ლი: თე­ლა­ვი, მარ­ნე­უ­ლი, რუს­თა­ვი, მცხე­თა, გორი, ახალ­ქა­ლა­ქი, ქუ­თა­ი­სი, ამ­ბრო­ლა­უ­რი, ოზურ­გე­თი, ფოთი, სე­ნა­კი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რეკრუტებმა და წვევამდელებმა ფიცი საზეიმოდ დადეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რეკრუტებმა და წვევამდელებმა ფიცი საზეიმოდ დადეს

ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცი საზეიმოდ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა დადეს. თბილისის გარდა (288 რეკრუტი), ფიცის დადება 5 ლოკაციაზე მოხდა (175 რეკრუტი და წვევამდელი) - ზუგდიდში - დადიანების სასახლეში, რაჭაში - მრავალძალის მონასტერში, ქართლში - კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში - ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში - გრემის მონასტერში (ჯამში 463 რეკრუტი და წვევამდელი).

ცერემონიაში ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მონაწილე დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ევროპის სარდლობის 1 ქვეითი დივიზიის 1 ბრიგადისა და საზღვაო ქვეითების ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობა.

ფიცი საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა ჩაიბარა.

ცერემონიალის ნაწილია საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა, რომელიც მოედანზე ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შემოიტანეს.

შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ფიცის დადების შემდეგ მოხდა ხმოვანი ჩართვა რეგიონებიდან. ხუთივე რეგიონიდან ფიცის მიღების თაობაზე ცალ-ცალკე ჩააბარეს პატაკი თავდაცვის ძალების მეთაურს შემდეგი თანამიმდევრობით - ზუგდიდი, მრავალძალი, უფლისციხე, ანანური, გრემი, თბილისი.

ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოდიან საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძესაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესაქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია.

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილია ქართულ შეიარაღებაში არსებული საქართველოსა და უცხოეთში წარმოებული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.

თავისუფლების მოედანზე პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-5 საარტილერიო ბრიგადის, წვრთნებისა და განათლების სარდლობის, ლოჯისტიკის სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობისა და სსსტც „დელტას“ შეიარაღებაა გამოფენილი: ჯავშანმანქანა WOLF; ჯავშანმანქანა „დიდგორი დისტანციური“; ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“; ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“; ზალპური რეაქტიული სისტემა რს-122; სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „მედევაკი“; საჰაერო თავდაცვის სისტემა „სპაიდერი“; თვითმავალი საარტილერიო სისტემა „დანა“; ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ლარ-160; ჯავშანმანქანა „კობრა“; ჯავშანმანქანა „MaxPro“.

თბილისის გარდა, სამხედრო ტექნიკა საქართველოს 12 ქალაქშია გამოფენილი: თელავი, მარნეული, რუსთავი, მცხეთა, გორი, ახალქალაქი, ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ფოთი, სენაკი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი