ავტორი:

დავით გარეჯზე ბაქოში იმსჯელეს - "სამუშაოები წარმოებს აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე"

დავით გარეჯზე ბაქოში იმსჯელეს - "სამუშაოები წარმოებს აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე"

კომისიის სხდომაზე დავაყენეთ საკითხი, რომ მნიშვნელოვანია არ გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც შექმნის აღქმას, რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს კვო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოებს აზერბაიჯანული მხარე საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახორციელებდა, თუმცა ამის მიუხედავად, აღნიშნული სამუშაოები ამ დროისათვის შეწყვეტილია.

"23-24 მაისს გაიმართა კომისიის შეხვედრები ბაქოში. ორივე მხრიდან წარმოდგენილია რამდენიმე უწყება, რომელიც უშუალოდ არის საზღვრის საკითხებში ჩართული. კომისია რამდენიმე წელია არ შეკრებილა. 2 კვირის წინ, საქართველოს მხრიდან მოხდა კომისიის განახლება. განხილული იყო ყველა სადაო მონაკვეთი. დაახლოებით, 2/3 შეთანხმებულია. დარჩენილია გადაწყვეტილების მიღება - 1/3 -ზე. აქ საუბარია, დაახლოებით, 14-მდე მონაკვეთზე, მათ შორის არის დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაც. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საექსპერტო ჯგუფებმა ადგილზე კიდევ ერთხელ შეისწავლონ ვითარება, რომლის შემდგომაც კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბება არსებული შედეგების განსახილველად. ეს შესაძლოა 1 თვის განმავლობაში მოხდეს“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მისივე ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე მონაკვეთთან დაკავშირებითაც გაიმართა მსჯელობა.

„მოგეხსენებათ, სასაზღვრო ზოლზე კონტროლი ხორციელდება როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ქედს მიღმა გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენ სრულყოფილი ინფორმაცია მოვითხოვეთ ამასთან დაკავშირებით. დავაყენეთ საკითხი, რომ დელიმიტაციის ამოცანებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არ გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც აღქმას შექმნის, რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს კვო. ის სამუშაოები წარმოებს აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე,"- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე რატომ მიმდინარეობდა სამუშაოები კომისიის სხდომებისა და მოლაპარაკებების პარალელურად, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ახლა ეს სამუშაოები შეწყვეტილია.

კითხვაზე, რომ არ ატეხილიყო ხმაური მედიისა და სასულიერო პირების მხრიდან, მაინც შეწყდებოდა თუ არა ეს სამუშაოები, დარსალიამ უპასუხა, რომ ამის თაობაზე ჟურნალისტებმა აზერბაიჯანულ მხარეს უნდა ჰკითხონ.

"ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს როგორც ჩვენს უწყებებთან, ასევე აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან და მუშაობა მიმდინარეობს ურთიერთინტერესების გათვალისწინებით. პასუხი ცალსახაა, დღეს ეს სამუშაოები შეწყვეტილია. რის გამო შეწყვიტეს, ეს უკვე შეგიძლიათ, აზერბაიჯანულ მხარეს ჰკითხოთ. ასევე, შეგიძლიათ ჰკითხოთ, ვისი თხოვნა თუ მოთხოვნა გაითვალისწინეს," - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი