ავტორი:

"როგორც დედა ამბობს, ბავშვი მძინარე დატოვა..." - რას ყვებიან თვითმხილველები დიდ დიღომში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

"როგორც დედა ამბობს, ბავშვი მძინარე დატოვა..." - რას ყვებიან თვითმხილველები დიდ დიღომში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ თვითმხილველები ახალ დეტალებს ყვებიან. მეზობლების ინფორმაციით, მერვე სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვი და მისი დედა მათ კორპუსში საცხოვრებლად დაახლოებით 4-5 თვის წინ გადმოვიდნენ და მარტო ცხოვრობდნენ.

თვითმხილველები უბედური შემთხვევის მომენტსაც იხსენებენ:

"თითქოს, რაღაც აფეთქდა ისეთი ხმა იყო, ხმაზე ჩემი თანამშრომელი გამოვიდა, რომ გამოვიხედეთ არაფერი იყო... მერე კივილის ხმაზე გამოვედით და ვნახეთ ბავშვი იყო ძირს გადმოვარდნილი. დედას უკვე ხელში ეჭირა ბავშვი და კიოდა.

VIDEO: "დედას ხელში ეჭირა ბავშვი და კიოდა... მან დაინახა პირველმა" - სად იმყოფებოდა გარდაცვლილი ბავშვის დედა ტრაგედიის დროს

დედა იყო მარტო, არც გამვლელი და გამომვლელი... ინგლისურად ყვიროდა - სასწრაფოს გამოუძახეთო, სასწრაფო მალე მოვიდა, მაგრამ უკვე გადაცვლილი იყო...", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა თამარ შენგელიამ. სწორედ მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

"ჩემი კარის მეზობლები არიან. 4 თვეა ალბათ აქ ცხოვრობენ, ხშირად მხვდებოდნენ რომ გამოვდიოდი სახლიდან. დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა. როგორც დედა ამბობს, ბავშვი მძინარე დატოვა... ტანზეც ღამის ტანსაცმელი ეცვა, მხოლოდ ბოდე, როცა გადმოვარდა. როგორც თვითონ თქვა, 30 წუთი დატოვა მარტო და მაღაზიაში იყო. მაღაზიიდან გამოვიდა, პური და პროდუქტები ეჭირა და ეს დახვდა..." - ამბობს პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრები.

დიდ დიღომში მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან 3 წლის ბავშვი დაახლოებით 13:00 საათზე გადმოვარდა. სამართალდამცველებმა ბავშვის დედა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია