სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული მარკების ისტორია - რას და რატომ ასახავდნენ მათზე სხვადასხვა დროს
ქართული მარკების ისტორია - რას და რატომ ასახავდნენ მათზე სხვადასხვა დროს

1919 წლის 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლის­თა­ვი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტით აღ­ნიშ­ნა - მი­მოქ­ცე­ვა­ში გა­მო­ვი­და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ფოს­ტო მარ­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხრა ნო­მი­ნა­ლის­გან შედ­გე­ბო­და და ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბო­და ფე­რით და ვი­ზუ­ა­ლით.

სა­ფოს­ტო მარ­კებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის გერ­ბი, თეთ­რი წმინ­და გი­ორ­გი და ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც ფი­ლა­ტე­ლის­ტურ კა­ტა­ლო­გებ­ში თა­მარ მე­ფის სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბა.

ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი - მაია პა­ტა­რი­ძე გვიყ­ვე­ბა, რომ 1919 წლის 26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა რეს­პუბ­ლი­კამ გარ­და მარ­კის გა­მო­ცე­მი­სა, მისი და­არ­სე­ბი­დან ერთი წლის­თავ­ზე, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რა - სა­ხალ­ხო მსვლე­ლო­ბა, ვა­კის მო­ე­დან­ზე სპორ­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „შე­ვარ­დე­ნის“ აღ­ლუ­მი, რა­საც მთავ­რო­ბა სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით და­ეს­წრო.

რო­გორც ის­ტო­რი­კო­სი გვე­უბ­ნე­ბა, უც­ნო­ბია პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მარ­კის ავ­ტო­რი, თუმ­ცა არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ის დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძეს ეკუთ­ვნის. შე­საძ­ლოა, მარ­თლაც მას ეკუთ­ვნო­და, რად­გან გარ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვრო­ბი­სა, მას ბევ­რჯერ მი­უ­ღია ჰე­რალ­დი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა ეს ფაქ­ტი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

იყო მარ­კის დიდი - მა­ნე­თი­ა­ნი და ორ­მა­ნე­თი­ა­ნი ნო­მი­ნა­ლე­ბიც. პა­ტა­რა ნო­მი­ნა­ლე­ბი ღერ­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით - კა­პი­კი­ა­ნი და 2-კა­პი­კი­ა­ნი 40-კა­პი­კი­ა­ნი. დიდ ნო­მი­ნალ­ზე ქალი გახ­ლდათ აღ­ბეჭ­დი­ლი, მჯდო­მა­რე პო­ზა­ში. ცალ ხელ­ში შუბი ეჭი­რა, ცალ­ში - ფარი, რა­ზეც პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ღერ­ბი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი.

„ვერ გე­ტყვით, ჰგავ­და დე­დო­ფალ თა­მარს თუ არა, მაგ­რამ ფი­ლა­ტე­ლის­ტურ სამ­ყა­რო­ში მას თა­მარს უწო­დებ­დნენ. რო­გორც ჩანს, ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას­თან კავ­შირ­ში იყო და ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს, მის­თვის თა­მა­რი და­ერ­ქმი­ათ.

რაც მთა­ვა­რია, მარ­კა უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში მო­იჭ­რა - სამ­ხრე­თით ქვე­ყა­ნას მუს­ლი­მუ­რი აჯან­ყე­ბე­ბი ჰქონ­და, ჩრდი­ლო­ე­თით დე­ნი­კი­ნის მო­ხა­ლი­სე რაზ­მე­ბი უტევ­დნენ, შიგ­ნით ბოლ­შვი­კე­ბი გა­დატ­რი­ა­ლე­ბას აპი­რებ­დნენ. იყო ფი­ნან­სუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე და ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, ქვე­ყა­ნამ შეძ­ლო, და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ არ­სე­ბობ­და!

1920 წელს მარ­კა ვე­ღარ მოჭ­რეს. ერ­თა­დერ­თი, რაც გა­კეთ­და, სა­ხალ­ხო გვარ­დი­ის დღე­სას­წა­უ­ლი აღ­ნიშ­ნეს და მარ­კებს შავი ანა­ბეჭ­დი და­უს­ვეს, სა­დაც და­ა­წე­რეს, რომ სა­ხალ­ხო გვარ­დი­ის დღე­სას­წა­ულს ეძღვნე­ბო­და. 1921 წელს მარ­კა კი არა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი სა­ერ­თოდ დავ­კარ­გეთ... ცხა­დია, ვე­ღარც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მარ­კე­ბი ვე­ღარ გა­მო­ვი­დო­და“, - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მაია.

1922 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე საბ­ჭო­თა მარ­კე­ბი გავ­რცელ­და, რო­მელ­ზეც ეწე­რა: „სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კა“. ის ქალ­ბა­ტო­ნი კი, რო­მელ­საც თა­მარ მე­ფეს უწო­დებ­დნენ, უეც­რად ჩიხ­ტი­კო­პი­ან ქა­ლად გა­და­იქ­ცა - ერთ ხელ­ში ფარი ეჭი­რა, რო­მელ­ზეც ნამ­გა­ლი, ურო და მთე­ლი საბ­ჭო­უ­რი სიმ­ბო­ლი­კა და­ი­ტა­ნეს. იყო ასე­ვე მა­მა­კა­ცი, ურო­თი ხელ­ში.

ამ დრო­ი­დან საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე გა­მო­დი­ო­და მარ­კე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სი­უ­ჟე­ტე­ბით და ქარ­თვე­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, მაგ­რამ არც ერთ მათ­გან­ზე არ იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი „სა­ქარ­თვე­ლო“, ყვე­ლა მათ­გან­ზე იყო წარ­წე­რა „სსრკ-ს ფოს­ტა“.

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ეროვ­ნუ­ლი მარ­კე­ბის გა­მო­ცე­მა და 1993 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტამ თით­ქმის 70 წლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად გა­მოს­ცა ეროვ­ნუ­ლი სა­ფოს­ტო მარ­კე­ბის სე­რია - "სა­ქარ­თვე­ლო გა­ე­როს წევ­რი", რო­მე­ლიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას მი­ე­ძღვნა.

სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა ქარ­თუ­ლი მარ­კე­ბის უახ­ლე­სი ის­ტო­რია.

შემ­დგომ წლებ­ში მარ­კე­ბი ქარ­თუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბით გა­მო­ი­ცე­მო­და, მაგ­რამ მას­ზე სსრკ ეწე­რა. შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თუ­ლი სი­უ­ჟე­ტი, მწე­რა­ლი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, მაგ­რამ ცენ­ზუ­რას გა­დი­ო­და, მას­ზე მოს­კო­ვი, პო­ლიტ­ბი­უ­რო სა­გან­გე­ბოდ მუ­შა­ობ­და - მკაც­რად არ­ჩევ­დნენ, რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­სა­ხუ­ლი.

"90-იან წლებ­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და­იბ­რუ­ნა, მარ­კის მოჭ­რაც მო­ა­ხერ­ხა და 1993 წელს იმ მარ­კის დი­ზა­ი­ნე­რი პა­ა­ტა ნაც­ვლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. მას­ზე სამ­ფე­რი დრო­შაა გა­მო­სა­ხუ­ლი, რაც მთა­ვა­რია, ახა­ლი ქარ­თუ­ლი მარ­კა 72 წლის შემ­დეგ გა­მო­ვი­და და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­რო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­იჭ­რა.

იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩვენ­თან, ალ­ბათ, მი­ლი­ო­ნო­ბით ტი­რა­ჟით მარ­კა გა­მო­ვი­და. თე­მა­ტი­კა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო ყო­ველ­თვის. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, აკა­კი წე­რე­თე­ლი მარ­კებ­ზე ხვდე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მას­ზე ვერ მოხ­ვდე­ბოდ­ნენ - ცის­ფერ­ყან­წე­ლე­ბი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას უკავ­ში­რე­ბოდ­ნენ.

ახლა კი უკვე თა­ვი­სუფ­ლე­ბაა - სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი მარ­კაც. მას­ზე ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია ასა­ხუ­ლი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მარ­კე­ბი ქარ­თუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბით უცხო­ეთ­შიც გა­მო­დის.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი იყო, რო­დე­საც ბრა­ზი­ლი­ამ სა­ქარ­თვე­ლო-ბრა­ზი­ლი­ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის 25 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მარ­კა მოჭ­რა, რა­საც და­ა­წე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო-ბრა­ზი­ლი­ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა 25 წლი­საა. მას­ზე ასე­ვე ქვევ­რი გა­ნა­თავ­სა, რო­მე­ლიც ბორ­დო­ში იყო გა­მო­ფე­ნი­ლი და და­ა­წე­რა - „სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლოა“.

ასე რომ, მარ­კა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­ტო­რი­ულ ხა­სი­ათს იძენ­და, რად­გა­ნაც მას­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია იყ­რი­და თავს. ქარ­თუ­ლი მარ­კის 100 წლის იუ­ბი­ლეს­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა არ­ქივ­მა დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­დას­ცა ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ირ­კვე­ვა, რომ 1920 წლის სა­ღერ­ბო მარ­კე­ბი, ნო­ტა­რი­უ­ლი და­მოწ­მე­ბის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და.

26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა წარ­მო­ად­გენს ინ­ტე­რაქ­ცი­ულ ინ­სტა­ლა­ცი­ას - „სა­ფოს­ტო მარ­კე­ბით მო­თხრო­ბი­ლი ის­ტო­რია“, სა­დაც დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ უსას­ყიდ­ლოდ გა­აგ­ზავ­ნონ სა­ფოს­ტო ბა­რა­თე­ბი და მი­უ­ლო­ცონ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე, ბავ­შვებს კი შე­ეძ­ლე­ბათ გა­ა­ფე­რა­დონ მარ­კე­ბი ფე­რა­დი სტი­კე­რე­ბით.

ექ­სპო­ზი­ცი­ა­ზე გა­ეც­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის გა­მორ­ჩე­ულ სა­ფოს­ტო მარ­კებს და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ა­ში და­ცულ პირ­ველ ეროვ­ნულ და საბ­ჭო­ურ მარ­კებს, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი­დან ექ­სპო­ნი­რე­ბულ სხვა­დას­ხვა დო­კუ­მენტს და კო­რეს­პონ­დენ­ცი­ას, რო­მელ­ზეც გან­თავ­სე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი მარ­კე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ქართული მარკების ისტორია - რას და რატომ ასახავდნენ მათზე სხვადასხვა დროს

ქართული მარკების ისტორია - რას და რატომ ასახავდნენ მათზე სხვადასხვა დროს

1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამოუკიდებლობის წლისთავი მნიშვნელოვანი ფაქტით აღნიშნა - მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული საფოსტო მარკები, რომლებიც ცხრა ნომინალისგან შედგებოდა და ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ფერით და ვიზუალით.

საფოსტო მარკებზე გამოსახული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, თეთრი წმინდა გიორგი და ქართველი ქალი, რომელიც ფილატელისტურ კატალოგებში თამარ მეფის სახელით მოიხსენიება.

ისტორიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი - მაია პატარიძე გვიყვება, რომ 1919 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ გარდა მარკის გამოცემისა, მისი დაარსებიდან ერთი წლისთავზე, მოკრძალებული ღონისძიებები ჩაატარა - სახალხო მსვლელობა, ვაკის მოედანზე სპორტული ორგანიზაცია „შევარდენის“ აღლუმი, რასაც მთავრობა სრული შემადგენლობით დაესწრო.

როგორც ისტორიკოსი გვეუბნება, უცნობია პირველი ქართული მარკის ავტორი, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის დიმიტრი შევარდნაძეს ეკუთვნის. შესაძლოა, მართლაც მას ეკუთვნოდა, რადგან გარდა არაჩვეულებრივი მხატვრობისა, მას ბევრჯერ მიუღია ჰერალდიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, თუმცა ეს ფაქტი დადასტურებული არ არის.

იყო მარკის დიდი - მანეთიანი და ორმანეთიანი ნომინალებიც. პატარა ნომინალები ღერბის გამოსახულებით - კაპიკიანი და 2-კაპიკიანი 40-კაპიკიანი. დიდ ნომინალზე ქალი გახლდათ აღბეჭდილი, მჯდომარე პოზაში. ცალ ხელში შუბი ეჭირა, ცალში - ფარი, რაზეც პირველი რესპუბლიკის ღერბი იყო გამოსახული.

„ვერ გეტყვით, ჰგავდა დედოფალ თამარს თუ არა, მაგრამ ფილატელისტურ სამყაროში მას თამარს უწოდებდნენ. როგორც ჩანს, ეს თავისუფლებასთან და სახელმწიფოებრიობასთან კავშირში იყო და ამიტომ გადაწყვიტეს, მისთვის თამარი დაერქმიათ.

რაც მთავარია, მარკა უმძიმეს ვითარებაში მოიჭრა - სამხრეთით ქვეყანას მუსლიმური აჯანყებები ჰქონდა, ჩრდილოეთით დენიკინის მოხალისე რაზმები უტევდნენ, შიგნით ბოლშვიკები გადატრიალებას აპირებდნენ. იყო ფინანსური სიდუხჭირე და ასეთ ვითარებაში, ქვეყანამ შეძლო, დაემტკიცებინა, რომ არსებობდა!

1920 წელს მარკა ვეღარ მოჭრეს. ერთადერთი, რაც გაკეთდა, სახალხო გვარდიის დღესასწაული აღნიშნეს და მარკებს შავი ანაბეჭდი დაუსვეს, სადაც დააწერეს, რომ სახალხო გვარდიის დღესასწაულს ეძღვნებოდა. 1921 წელს მარკა კი არა, სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი საერთოდ დავკარგეთ... ცხადია, ვეღარც დამოუკიდებელი რესპუბლიკის მარკები ვეღარ გამოვიდოდა“, - გვიყვება ქალბატონი მაია.

1922 წელს საქართველოში უკვე საბჭოთა მარკები გავრცელდა, რომელზეც ეწერა: „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“. ის ქალბატონი კი, რომელსაც თამარ მეფეს უწოდებდნენ, უეცრად ჩიხტიკოპიან ქალად გადაიქცა - ერთ ხელში ფარი ეჭირა, რომელზეც ნამგალი, ურო და მთელი საბჭოური სიმბოლიკა დაიტანეს. იყო ასევე მამაკაცი, უროთი ხელში.

ამ დროიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოდიოდა მარკები საქართველოს სიუჟეტებით და ქართველი მოღვაწეების გამოსახულებით, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ იყო მოხსენიებული „საქართველო“, ყველა მათგანზე იყო წარწერა „სსრკ-ს ფოსტა“.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კვლავ აქტუალური გახდა ეროვნული მარკების გამოცემა და 1993 წელს საქართველოს ფოსტამ თითქმის 70 წლის შემდეგ, პირველად გამოსცა ეროვნული საფოსტო მარკების სერია - "საქართველო გაეროს წევრი", რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას მიეძღვნა.

სწორედ აქედან იწყება ქართული მარკების უახლესი ისტორია.

შემდგომ წლებში მარკები ქართული სიუჟეტებით გამოიცემოდა, მაგრამ მასზე სსრკ ეწერა. შეიძლებოდა ყოფილიყო ქართული სიუჟეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მაგრამ ცენზურას გადიოდა, მასზე მოსკოვი, პოლიტბიურო საგანგებოდ მუშაობდა - მკაცრად არჩევდნენ, რა უნდა ყოფილიყო გამოსახული.

"90-იან წლებში, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, მარკის მოჭრაც მოახერხა და 1993 წელს იმ მარკის დიზაინერი პაატა ნაცვლიშვილი გახლდათ. მასზე სამფერი დროშაა გამოსახული, რაც მთავარია, ახალი ქართული მარკა 72 წლის შემდეგ გამოვიდა და საქართველოს გაეროში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოიჭრა.

იქიდან მოყოლებული, ჩვენთან, ალბათ, მილიონობით ტირაჟით მარკა გამოვიდა. თემატიკა მრავალფეროვანი იყო ყოველთვის. კომუნისტების დროს ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი მარკებზე ხვდებოდნენ, მაგრამ მასზე ვერ მოხვდებოდნენ - ცისფერყანწელები, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რეპრესირებულები და ადამიანები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას უკავშირებოდნენ.

ახლა კი უკვე თავისუფლებაა - საინტერესო და მრავალფეროვანია ქართული მარკაც. მასზე ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ღონისძიებებია ასახული. ძალიან საინტერესო მარკები ქართული სიუჟეტებით უცხოეთშიც გამოდის.

მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, როდესაც ბრაზილიამ საქართველო-ბრაზილიის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის აღსანიშნავად, მარკა მოჭრა, რასაც დააწერა, რომ საქართველო-ბრაზილიის დიპლომატიური ურთიერთობა 25 წლისაა. მასზე ასევე ქვევრი განათავსა, რომელიც ბორდოში იყო გამოფენილი და დააწერა - „საქართველო ღვინის სამშობლოა“.

ასე რომ, მარკა წლების განმავლობაში ისტორიულ ხასიათს იძენდა, რადგანაც მასზე საინტერესო ინფორმაცია იყრიდა თავს. ქართული მარკის 100 წლის იუბილესთვის, საქართველოს ეროვნულმა არქივმა დოკუმენტაცია გადასცა ეროვნულ მუზეუმს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 1920 წლის საღერბო მარკები, ნოტარიული დამოწმების ფუნქციას ასრულებდა.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ინტერაქციულ ინსტალაციას - „საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია“, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ უსასყიდლოდ გააგზავნონ საფოსტო ბარათები და მიულოცონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ბავშვებს კი შეეძლებათ გააფერადონ მარკები ფერადი სტიკერებით.

ექსპოზიციაზე გაეცნობით საქართველოს ფოსტის გამორჩეულ საფოსტო მარკებს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცულ პირველ ეროვნულ და საბჭოურ მარკებს, ასევე საქართველოს ეროვნული არქივიდან ექსპონირებულ სხვადასხვა დოკუმენტს და კორესპონდენციას, რომელზეც განთავსებულია პირველი ეროვნული მარკები.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს