ავტორი:

ბათუმელი სტუდენტისა და ლექტორის საქმე - შსს-მ გამოძიება უფრო მძიმე მუხლით გადააკვალიფიცირა

ბათუმელი სტუდენტისა და ლექტორის საქმე - შსს-მ გამოძიება უფრო მძიმე მუხლით გადააკვალიფიცირა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება გადააკვალიფიცირა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 139-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას გულისხმობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავადპირველად, გამოძიებას "სისხლის სამართლოს კოდექსის" 150-ე მუხლით აწარმოებდა, რაც იძულებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატს და ბსუ-ს ლექტორს ომარ მახარაძეს მისივე სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ომარ მახარაძე სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს