მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრეატიული იდეების საერთაშორისო ფესტივალში სტარტაპმა Areal გაიმარჯვა
კრეატიული იდეების საერთაშორისო ფესტივალში სტარტაპმა Areal გაიმარჯვა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის დას­კვნი­თი ეტა­პი გა­ი­მარ­თა. Idea Fest თბი­ლი­სის კრე­ა­ტი­ულ ცენ­ტრში ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მის "შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლის’’ დას­კვნი­თი ეტა­პია.

კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტი­ო­რე­ბი არი­ან ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი, Henley Business School-თან არ­სე­ბუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრი. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, კრე­ა­ტი­ულ ინ­დუსტრი­ა­ში მოღ­ვა­წე 10 სტარ­ტა­პი სა­კუ­თა­რი ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბით ჟი­უ­რის წი­ნა­შე წარ­სდგა და Big Idea Challenge- ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და 25,000 ფუნ­ტის ოდე­ნო­ბის ჯილ­დოს­თვის იბ­რძო­ლეს.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 5 წევ­რის­გან შემ­დგარ­მა ჟი­უ­რიმ გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­მელ­საც 1 000 ევ­როს ოდე­ნო­ბის პრი­ზი გა­და­ე­ცა. ის, ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს Big Idea Challenge-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში.

კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ციფ­რუ­ლი გი­დის აპ­ლი­კა­ცია Areal გახ­და. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­რის მე­რაბ ლა­ლი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მან Areal 2 წლის წინ შექ­მნა და მას შემ­დეგ მუდ­მი­ვად იდე­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ობს.

„დღეს „არე­ა­ლი“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს თბი­ლი­სის ორ მუ­ზე­უმ­ში და მისი ინ­ტეგ­რა­ცია კი­დევ ორ მუ­ზე­უმ­ში იგეგ­მე­ბა. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მი­დის აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში ინ­ტერ­გარ­ცი­ა­ზეც და შე­სა­ბა­მი­სად, მალე ჩვე­ნი ბრენ­დი სა­ზღვრებს გა­რე­თაც გავა. მი­ღე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით აპ­ლი­კა­ცი­ის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბას და დახ­ვე­წას შევ­ძლებთ,“ - აღ­ნიშ­ნავს მე­რაბ ლა­ლი­აშ­ვი­ლი.

გა­ფარ­თო­ე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ციფ­რუ­ლი გი­დის აპ­ლი­კა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად ჟი­უ­რის წი­ნა­შე კონ­კურ­სან­ტებ­მა წა­რად­გი­ნეს იდე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სფე­როს დახ­მა­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. მათ შო­რის იყო სტარ­ტა­პი, რო­მე­ლიც შშმ პი­რებს კო­ნუ­მი­კა­ცა­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტერგრა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბო­და; ქუ­ჩის მხატ­ვრე­ბის და­სახ­მა­რე­ბე­ლი სტარ­ტა­პი; სტარ­ტა­პი რო­მე­ლიც უნი­კა­ლურ მუ­სი­კა­ლურ ღვი­ნოს ქმნის, ბავ­შვე­ბის­თვის უნი­კა­ლუ­რი საპ­ნე­ბის შემ­ქმნე­ლი სტარ­ტა­პი და სხვე­ბი.

ჟი­უ­რის წევ­რებს საკ­მა­ოდ და­ძა­ბულ რე­ჟიმ­ში მო­უ­წით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რად­გან, რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავ­დნენ, ყვე­ლა იდეა ძა­ლი­ან კარ­გი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იყო. ჟი­უ­რის წევ­რე­ბი იყ­ვნენ: GeoLab-ის დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მის პრო­ექ­ტმე­ნე­ჯე­რი გი­ორ­გი ნო­ნი­კაშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის მე­რი­ის ბიზ­ნეს აქ­სე­ლე­რა­ტო­რის spark-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი სან­დრო კან­დე­ლა­კი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანი ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ან­დრო რუ­რუა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მის მმარ­თვე­ლი მიშა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

„დღე­ვან­დელ­მა დღემ ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა. მო­ნა­წი­ლე­ებს სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი ჰქონ­დათ და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს იდე­ე­ბი გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იბა­დე­ბა იდე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს სა­კე­თილ­დღე­ოდ შეც­ვლის. თბი­ლი­სი­სის მე­რი­ის ბიზ­ნეს აქ­სე­ლე­რა­ტო­რი „სპარ­კი“ კი ამ ბიზ­ნეს იდე­ებს გლო­ბა­ლურ სტარ­ტაპ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე გა­უ­წევს ნო­მი­ნი­რე­ბას. მათ მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ უფრო მარ­ტი­ვად შეძ­ლონ გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე გას­ვლა და იქ მო­ი­პო­ვონ და­ფი­ნან­სე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სი­სის ბიზ­ნეს აქ­სე­ლე­რა­ტო­რის „სპარ­კის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა სან­დრო კან­დე­ლაკ­მა.

სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სტარ­ტა­პი­დე­ე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მათი დახ­მა­რე­ბა მენ­ტო­რე­ბის თუ და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში დახ­მა­რე­ბით ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ შექ­მნი­ლი თბი­ლი­სის კრე­ა­ტი­უ­ლი ცენ­ტრი შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს კრე­ა­ტი­ულ ინ­დუსტრი­ებ­ში მო­მუ­შა­ვე პი­რებს, შექ­მნან სტარ­ტა­პე­ბი, მო­ი­ძი­ონ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ ბიზ­ნეს ინ­გლი­სუ­რის ცოდ­ნა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ გა­მარ­თულ ვორ­ქშო­პებ­ში, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში და მო­ახ­დი­ნონ სა­კუ­თა­რი სტარ­ტა­პე­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცია მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე.

„დღეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი იდე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა კრე­ა­ტი­უ­ლი ინ­დუსტრი­ი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ნა­ზა­ვია, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მი­ღე­ბულ თან­ხას სა­კუ­თა­რი სტარ­ტა­პის გან­ვი­თა­რე­ბას მო­ახ­მარს. მას ჰენ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვი­დეო ფი­ჩინ­გე­ბის კონ­კურ­სშიც ექ­ნე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მსოფ­ლიო მას­შტა­ბით სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის ფარ­გლებ­ში ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­კურ­სია,“ - გა­ნა­ცხა­და ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­კან­მა ნინო ენუ­ქი­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

კრეატიული იდეების საერთაშორისო ფესტივალში სტარტაპმა Areal გაიმარჯვა

კრეატიული იდეების საერთაშორისო ფესტივალში სტარტაპმა Areal გაიმარჯვა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კრეატიული იდეების საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. Idea Fest თბილისის კრეატიულ ცენტრში ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინიცირებული პროგრამის "შემოქმედებითი ნაპერწკალის’’ დასკვნითი ეტაპია.

კრეატიული იდეების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატიორები არიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, Henley Business School-თან არსებული მეწარმეობის ცენტრი. ფესტივალის ფარგლებში, კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწე 10 სტარტაპი საკუთარი ინოვაციური იდეებით ჟიურის წინაშე წარსდგა და Big Idea Challenge- ში მონაწილეობისა და 25,000 ფუნტის ოდენობის ჯილდოსთვის იბრძოლეს.

გამარჯვებული 5 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელსაც 1 000 ევროს ოდენობის პრიზი გადაეცა. ის, ასევე, მონაწილეობას მიიღებს Big Idea Challenge-ის საერთაშორისო კონკურსში, დიდ ბრიტანეთში.

კონკურსის გამარჯვებული გაფართოებულ რეალობაზე დაფუძნებული ციფრული გიდის აპლიკაცია Areal გახდა. გამარჯვებული სტარტაპერის მერაბ ლალიაშვილის განმარტებით, მან Areal 2 წლის წინ შექმნა და მას შემდეგ მუდმივად იდეის განვითარებაზე მუშაობს.

„დღეს „არეალი“ ფუნქციონირებს თბილისის ორ მუზეუმში და მისი ინტეგრაცია კიდევ ორ მუზეუმში იგეგმება. მოლაპარაკებები მიდის აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ეროვნულ მუზეუმში ინტერგარციაზეც და შესაბამისად, მალე ჩვენი ბრენდი საზღვრებს გარეთაც გავა. მიღებული დაფინანსებით აპლიკაციის კიდევ უფრო განვითარებას და დახვეწას შევძლებთ,“ - აღნიშნავს მერაბ ლალიაშვილი.

გაფართოებულ რეალობაზე დაფუძნებული ციფრული გიდის აპლიკაციის პარალელურად ჟიურის წინაშე კონკურსანტებმა წარადგინეს იდეები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს დახმარებას ისახავდა მიზნად. მათ შორის იყო სტარტაპი, რომელიც შშმ პირებს კონუმიკაცაისა და საზოგადოებაში ინტერგრაციაში ეხმარებოდა; ქუჩის მხატვრების დასახმარებელი სტარტაპი; სტარტაპი რომელიც უნიკალურ მუსიკალურ ღვინოს ქმნის, ბავშვებისთვის უნიკალური საპნების შემქმნელი სტარტაპი და სხვები.

ჟიურის წევრებს საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში მოუწით გადაწყვეტილების მიღება, რადგან, როგორც თავად აღნიშნავდნენ, ყველა იდეა ძალიან კარგი და საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი იყო. ჟიურის წევრები იყვნენ: GeoLab-ის დისტანციური სწავლების პროგრამის პროექტმენეჯერი გიორგი ნონიკაშვილი, თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორის spark-ის ხელმძღვანელი სანდრო კანდელაკი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანი ვერულაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ანდრო რურუა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმის მმართველი მიშა გაფრინდაშვილი.

„დღევანდელმა დღემ ძალიან კარგად ჩაიარა. მონაწილეებს საინტერესო იდეები ჰქონდათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იდეები გლობალურ ბაზარზე ორიენტირებულია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იბადება იდეები, რომლებიც მსოფლიოს საკეთილდღეოდ შეცვლის. თბილისისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ კი ამ ბიზნეს იდეებს გლობალურ სტარტაპ დაჯილდოებაზე გაუწევს ნომინირებას. მათ მივცემთ საშუალებას, რომ უფრო მარტივად შეძლონ გლობალურ ბაზარზე გასვლა და იქ მოიპოვონ დაფინანსება,“ - განაცხადა თბილისისის ბიზნეს აქსელერატორის „სპარკის“ ხელმძღვანელმა სანდრო კანდელაკმა.

სტუდენტებისთვის სტარტაპიდეების პრაქტიკაში განხორციელება და მათი დახმარება მენტორების თუ დაფინანსების მოპოვებაში დახმარებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მთავარი მიზანია. უნივერსიტეტის მიერ შექმნილი თბილისის კრეატიული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორქშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე.

„დღეს წარმოდგენილი იდეების უმეტესობა კრეატიული ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების ნაზავია, რაც ძალიან კარგია. გამარჯვებული მიღებულ თანხას საკუთარი სტარტაპის განვითარებას მოახმარს. მას ჰენლის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ვიდეო ფიჩინგების კონკურსშიც ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მსოფლიო მასშტაბით სამეწარმეო ეკოსისტემის ფარგლებში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსია,“ - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანმა ნინო ენუქიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი