პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული ფული საქართველოში - რომელ სფეროებშია "ეკონომიკური ექსპანსია"
რუსული ფული საქართველოში - რომელ სფეროებშია "ეკონომიკური ექსპანსია"

ენერ­გე­ტი­კა, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი, წი­ა­ღი­სე­უ­ლი, ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, სა­ბან­კო სექ­ტო­რი, ტრან­სპორ­ტი, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი - ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ სფე­რო­ე­ბის, სა­დაც რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ დიდ წილს ფლობს.

რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს რუ­სულ ფულს სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს­ში და არის თუ არა სა­ხი­ფა­თო ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის დო­მი­ნი­რე­ბა ისეთ სფე­რო­ებ­ში, რო­მე­ლიც სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა ქვეყ­ნის­თვის? - ამა­ზე ერ­თგვა­რო­ვა­ნი პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს.

ეკო­ნო­მის­ტე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლის შე­მო­დი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ყუ­რა­დღე­ბო და საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, ხოლო მე­ო­რე ნა­წი­ლის აზ­რით, "რუ­სულ ფულს სუნი არა აქვს" და ის სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში თა­ვი­სუფ­ლად უნდა შე­მო­დი­ო­დეს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ღია ტი­პის მცი­რე ეკო­ნო­მი­კაა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ო­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

"ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა" ასო­ცი­ა­ცი­ამ ცოტა ხნის წინ წარ­მო­ად­გი­ნა კვლე­ვა, სა­დაც ნათ­ლად ჩანს რუ­სუ­ლი ფუ­ლის ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს­ში. მკვლე­ვა­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სრუ­ლი და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა კვლე­ვა­ში მოყ­ვა­ნი­ლია ყვე­ლა ის მსხვი­ლი კომ­პა­ნია, რომ­ლე­ბიც დღეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მოქ­მე­დებს და ამ კომ­პა­ნი­ებ­ში 50 %-იან წილს ან მეტს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ან რუ­სუ­ლი კერ­ძო და სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბი ფლო­ბენ.

ენერ­გე­ტი­კა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან წილს ფლობს რუ­სუ­ლი მსხვი­ლი კომ­პა­ნია "ინ­ტერ რაო", რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­აა. "ინ­ტერ რაოს" ეკუთ­ვნის თბი­ლის­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დის­ტრი­ბუ­ტო­რის, სს "თე­ლა­სის" 75%. "ინ­ტერ რაოს" ასე­ვე ეკუთ­ვნის თბო­სად­გუ­რი შპს "მტკვა­რი ენერ­გე­ტი­კა", რომ­ლის მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და რე­ა­ლი­ზა­ცი­აა. ასე­ვე "ინ­ტერ რაოს" სა­კუთ­რე­ბაა ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი "ხრა­მ­ჰე­სი 1" და ხრა­მ­ჰე­სი 2".

რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ფლობს შპს "ენერ­გი­ა­საც", რო­მელ­საც ეკუთ­ვნის "და­რი­ა­ლი­ჰე­სი", "ლარ­სი­ჰე­სი", "შილ­და­ჰე­სი". რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­კუთ­რე­ბა­შია "ავა­ნი­ჰე­სი", "ალ­გე­თი­ჰე­სი", "სკურ­დი­დი­ჰე­სი". კომ­პა­ნია "ენერ­გია" 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძნ­და და მისი 70% რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე მევ­ლუდ ბლი­ა­ძეს ეკუთ­ვნის, 30% კი შპს "ფერს". შპს "ენერ­გია" სს "და­რი­ა­ლი ენერ­ჯის" აქ­ცი­ო­ნე­რია.კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლია ასე­ვე მა­ღა­ლი ძაბ­ვის გა­დამ­ცე­მი ქსე­ლე­ბის სეგ­მენ­ტშიც. ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი მხა­რე ერ­თობ­ლი­ვად ფლო­ბენ "საქ­რუ­სე­ნერ­გოს", რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­სა­დე­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის მფლო­ბე­ლია.

ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი

ნავ­თო­ბკომ­პა­ნია "ლუ­კო­ილ ჯორ­ჯია", რო­მელ­საც ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის სა­კუ­თა­რი ქსე­ლი აქვს, რუ­სუ­ლი სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ლუ­კო­ი­ლის" შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა და სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე 2002 წლი­დან ოპე­რი­რებს. კომ­პა­ნი­ის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია ჰო­ლან­დი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი 1998 წელს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია "ლუ­კო­ილ ევ­რო­პა ჰოლ­დინგს ბი.ვი.", კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე გოგშარ მაჰ­მუ­დო­ვი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­აა "გალ­ფი" - "პეტ­რო­კას ენერ­ჯი ლი­მი­ტე­დი", რო­მელ­საც საწ­ვა­ვი იმ­პორ­ტით შე­მო­აქვს ევ­რო­პი­დან თა­ვის­თვი­საც და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის სხვა ქსელ­საც აწ­ვდის. კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლია.

მისი კუთ­ვნი­ლი "პეტ­რო­კას ენერ­ჯი ლი­მი­ტე­დის" 49%-ს რუ­სუ­ლი "როს­ნეფ­ტი" ფლობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ქსე­ლის გარ­და, კომ­პა­ნია ნავ­თო­ბი­სა და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ვაჭ­რო­ბი­თა და გა­და­ზიდ­ვე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ასე­ვე აქვს ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და ყა­ზა­ხეთ­ში, ფოთ­ში კი ორი ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლი.

"როს­ნეფ­ტის" 69,50%-ს რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია "როს­ნეფტ­გა­ზი" ფლობს, რომ­ლის 100%-იანი მე­სა­კუთ­რე რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოა, ამი­ტომ "როს­ნეფტ­სა" და "პეტ­რო­კას ენერ­ჯი ლი­მი­ტედს" შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­შინ­ვე მოჰ­ყვა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის კრი­ტი­კა. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია "როს­ნეფტს" რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ე­ბიც შე­ე­ხო. ამას გარ­და, კომ­პა­ნია ოპე­რი­რებს აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც, რომ­ლი­თაც არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონს "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ".

მად­ნე­უ­ლი

RMG Gold-ი და RMG Copper-ი ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნე­ბის მომ­პო­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბია, რო­მელ­თა ერ­თა­დერ­თი მფლო­ბე­ლი ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში, ნი­დერ­ლან­დებ­ში, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი Rich Metals Group-ია. მისი მფლო­ბე­ლე­ბი რუსი მი­ლი­არ­დე­რე­ბი - დმიტ­რი ტრო­იც­კი და დმიტ­რი კორ­ჟი­ე­ვი არი­ან, ხოლო სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რია ირი­ნა ნი­კი­ფო­რო­ვა წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

რუსული ფული საქართველოში - რომელ სფეროებშია "ეკონომიკური ექსპანსია"

რუსული ფული საქართველოში - რომელ სფეროებშია "ეკონომიკური ექსპანსია"

ენერგეტიკა, ნავთობპროდუქტები, წიაღისეული, ტელეკომუნიკაციები, საბანკო სექტორი, ტრანსპორტი, კვების პროდუქტები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სფეროების, სადაც რუსული კაპიტალი საქართველოს ბაზარზე საკმაოდ დიდ წილს ფლობს.

რა ინტერესები აქვს რუსულ ფულს საქართველოს ბიზნესში და არის თუ არა სახიფათო ოკუპანტი ქვეყნის დომინირება ისეთ სფეროებში, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის? - ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს.

ეკონომისტების, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსული კაპიტალის შემოდინება საქართველოში საყურადღებო და საფრთხის შემცველია, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, "რუსულ ფულს სუნი არა აქვს" და ის საქართველოს ეკონომიკაში თავისუფლად უნდა შემოდიოდეს, რადგან საქართველო ღია ტიპის მცირე ეკონომიკაა და ინვესტიციების თავისუფლად მოძრაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა" ასოციაციამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა კვლევა, სადაც ნათლად ჩანს რუსული ფულის ადგილი საქართველოს ბიზნესში. მკვლევარების განმარტებით, სრული და დეტალური ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია, თუმცა კვლევაში მოყვანილია ყველა ის მსხვილი კომპანია, რომლებიც დღეს ქართულ ბაზარზე მოქმედებს და ამ კომპანიებში 50 %-იან წილს ან მეტს რუსეთის მოქალაქეები ან რუსული კერძო და სახელმწიფო კომპანიები ფლობენ.

ენერგეტიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან წილს ფლობს რუსული მსხვილი კომპანია "ინტერ რაო", რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანიაა. "ინტერ რაოს" ეკუთვნის თბილისში ელექტროენერგიის დისტრიბუტორის, სს "თელასის" 75%. "ინტერ რაოს" ასევე ეკუთვნის თბოსადგური შპს "მტკვარი ენერგეტიკა", რომლის მთავარი საქმიანობა ელექტროენერგიის გამომუშავება და რეალიზაციაა. ასევე "ინტერ რაოს" საკუთრებაა ჰიდროელექტროსადგურები "ხრამჰესი 1" და ხრამჰესი 2".

რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს "ენერგიასაც", რომელსაც ეკუთვნის "დარიალიჰესი", "ლარსიჰესი", "შილდაჰესი". რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია "ავანიჰესი", "ალგეთიჰესი", "სკურდიდიჰესი". კომპანია "ენერგია" 2010 წელს საქართველოში დაფუძნდა და მისი 70% რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30% კი შპს "ფერს". შპს "ენერგია" სს "დარიალი ენერჯის" აქციონერია.კვლევის მიხედვით, რუსული კაპიტალია ასევე მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების სეგმენტშიც. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ "საქრუსენერგოს", რომელიც ქვეყანაში მაღალი ძაბვის ელექტროსადენების მნიშვნელოვანი ნაწილის მფლობელია.

ნავთობპროდუქტები

ნავთობკომპანია "ლუკოილ ჯორჯია", რომელსაც ავტოგასამართი სადგურების საკუთარი ქსელი აქვს, რუსული სააქციო საზოგადოება "ლუკოილის" შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ჰოლანდიაში არსებული 1998 წელს რეგისტრირებული კომპანია "ლუკოილ ევროპა ჰოლდინგს ბი.ვი.", კომპანიის დირექტორია აზერბაიჯანის მოქალაქე გოგშარ მაჰმუდოვი.

საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა "გალფი" - "პეტროკას ენერჯი ლიმიტედი", რომელსაც საწვავი იმპორტით შემოაქვს ევროპიდან თავისთვისაც და საქართველოში მოქმედ ავტოგასამართი სადგურების სხვა ქსელსაც აწვდის. კომპანიის მფლობელი ქართული წარმოშობის რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია.

მისი კუთვნილი "პეტროკას ენერჯი ლიმიტედის" 49%-ს რუსული "როსნეფტი" ფლობს. საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ქსელის გარდა, კომპანია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობითა და გადაზიდვებით არის დაკავებული, ასევე აქვს ავტოგასამართი სადგურები სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, ფოთში კი ორი ნავთობტერმინალი.

"როსნეფტის" 69,50%-ს რუსული კომპანია "როსნეფტგაზი" ფლობს, რომლის 100%-იანი მესაკუთრე რუსეთის სახელმწიფოა, ამიტომ "როსნეფტსა" და "პეტროკას ენერჯი ლიმიტედს" შორის ხელშეკრულებას საქართველოში მაშინვე მოჰყვა საზოგადოებისა თუ პოლიტიკოსების კრიტიკა. ნიშანდობლივია, რომ რუსულ სახელმწიფო კომპანია "როსნეფტს" რუსეთისთვის დაწესებული დასავლეთის სანქციებიც შეეხო. ამას გარდა, კომპანია ოპერირებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, რომლითაც არღვევს საქართველოს კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".

მადნეული

RMG Gold-ი და RMG Copper-ი ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიებია, რომელთა ერთადერთი მფლობელი ოფშორულ ზონაში, ნიდერლანდებში, რეგისტრირებული Rich Metals Group-ია. მისი მფლობელები რუსი მილიარდერები - დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟიევი არიან, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ირინა ნიკიფოროვა წაიკითხეთ სრულად

18- წლამდე ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალ იწყება - დეტალური ინფორმაცია

მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან - რა ფასში იბარებენ წელს თხილს?

193 300 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბანკის 3 თანამშრომელი დააკავეს - როგორ ატყუებდნენ ბანკს ბრალდებულები