ავტორი:

დადგება თუ არა სოფელ აღაიანში მოკლული ჩვილის მამის პასუხისმგებლობის საკითხი - შსს-ს კომენტარი

დადგება თუ არა სოფელ აღაიანში მოკლული ჩვილის მამის პასუხისმგებლობის საკითხი - შსს-ს კომენტარი

შესაძლოა, სოფელ აღაიანში 7 თვის მოკლული ჩვილის მამის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. თოლორაიას თქმით, არასრულწლოვანი დედა დაორსულების დროს იყო 15 წლის, ხოლო 15 წლის პირთან სქესობრივი კავშირი დანაშაულია.

„აღნიშნული საქმის ფარგლებში ხდება მტკიცებულებების მოპოვება და გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების მომენტში ნამდვილად იყო 15 წლის და 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი დანაშაულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით და ამის შემდგომ დადგება დღის წესრიგში შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

კითხვაზე, აღიძვრება თუ არა მამის წინააღმდეგ სისხლის სასამართლოს საქმე, შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა უპასუხა, რომ „შესაძლოა აღიძრას“.

შეგახსენებთ, 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის გოგონას გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს