მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარული დეპრესიის 5 ნიშანი - როდის უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს?
ფარული დეპრესიის 5 ნიშანი - როდის უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს?

დეპ­რე­სია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბა, სევ­და და დათ­რგუნ­ვი­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს. ამ დროს გა­ცი­ლე­ბით უფრო მუქ ფე­რებ­ში აღიქ­ვამთ სამ­ყა­როს და გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ არა­ფე­რი კარ­გი არ ხდე­ბა. უა­რეს­დე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბაც. უძ­ლურ­დე­ბი და ყვე­ლაფ­რის ხა­ლისს კარ­გავ. აღარ გი­ხა­რია ის, რაც ადრე გი­ხა­რო­და. კარ­გავ კრე­ა­ტი­უ­ლო­ბას და პრო­დუქ­ტი­უ­ლი აღარ ხარ. ექ­სტრე­მა­ლურ ფორ­მებ­ში სუ­ი­ცი­დის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბაც ჩნდე­ბა, რად­გან ვფიქ­რობთ, რომ ყვე­ლა­ფერ­მა აზრი და­კარ­გა.

დეპ­რე­სი­ის სხვა­დას­ხვა ფორ­მე­ბი არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს მისი მძი­მე და იოლი ფორ­მე­ბი. არ­სე­ბობს ფა­რუ­ლი დეპ­რე­სი­აც. ამ დროს შე­საძ­ლოა ვერც აც­ნო­ბი­ე­რებ­დეთ, რომ დეპ­რე­სია გაქვთ, შე­საძ­ლოა ვერც გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი გამ­ჩნევ­დნენ რამე გან­სა­კუთ­რე­ბულს, არა­და ყუ­რა­დღე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­აქ­ცი­ოთ. დეპ­რე­სია ად­ვი­ლად იკურ­ნე­ბა, ოღონდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ჩა­რე­ვით. იგი მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ მე­ო­თხე ადა­მი­ანს ემარ­თე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად.

აქ 5 ნი­შა­ნია, რომ­ლი­თაც შე­გი­ლი­ათ მიხ­ვდეთ სა­ჭი­რო­ებთ თუ არა ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ას:

1. არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქცე­ვე­ბი

დეპ­რე­სია მე­ლან­ქო­ლი­ას­თან, აპა­თი­ას­თან, უი­მე­დო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა იგი აგ­რე­სი­ი­თა და ად­ვი­ლად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბით გა­მოვ­ლინ­დეს (გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კა­ცებ­ში), ან კი­დევ ზედ­მე­ტი მხი­ა­რუ­ლო­ბით, სი­ტყვა­უხ­ვო­ბით, ბევ­რი ლა­პა­რა­კით… მოკ­ლედ, სა­პი­რის­პი­რო გან­წყო­ბე­ბის ხში­რი ცვლით, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქცე­ვე­ბით. თუკი თქვე­ნი ტემ­პე­რა­მენ­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ არის ამ­გვა­რი ქცე­ვა, შე­საძ­ლოა დეპ­რე­სი­აც გჭირ­დეთ.

2. სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კეტ­ვა

დეპ­რე­სი­ას ახა­სი­ა­თებს ყვე­ლაფ­რი­სად­მი ინ­ტე­რე­სის და­კარ­გვა. თუკი ისეთ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე ამ­ბობთ უარს, რომ­ლე­ბიც ადრე გიყ­ვარ­დათ და გი­ხა­რო­დათ, რა­ღაც წეს­რიგ­ში ვერ არის. ერთ დროს თუ სო­ცი­ა­ლუ­რი პე­პე­ლა იყა­ვით და ახლა სა­კუ­თარ ნა­ჭუჭ­ში გა­მო­ი­კე­თეთ და არა­ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი არ გაქვთ, თუ არ და­გა­ძა­ლეს, თუკი შეკ­რე­ბებ­ზე თავს ბედ­ნი­ე­რად ვე­ღარ გრძნობთ, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბენ, ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გაფრ­თხობთ და ძვე­ლე­ბი მოგ­წყინ­დათ, ყვე­ლა­ფერს გირ­ჩევ­ნი­ათ ძილი და დი­ლით ად­გო­მა და სახ­ლი­დან გას­ვლა აღარ გი­ხა­რი­ათ, სჯობს ფსი­ქო­თე­რა­პევტთან ვი­ზი­ტი და­გეგ­მოთ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ფარული დეპრესიის 5 ნიშანი - როდის უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს?

ფარული დეპრესიის 5 ნიშანი - როდის უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს?

დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნვილობა ახასიათებს. ამ დროს გაცილებით უფრო მუქ ფერებში აღიქვამთ სამყაროს და გეჩვენება, რომ არაფერი კარგი არ ხდება. უარესდება თვითშეფასებაც. უძლურდები და ყველაფრის ხალისს კარგავ. აღარ გიხარია ის, რაც ადრე გიხაროდა. კარგავ კრეატიულობას და პროდუქტიული აღარ ხარ. ექსტრემალურ ფორმებში სუიციდისკენ მიდრეკილებაც ჩნდება, რადგან ვფიქრობთ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა.

დეპრესიის სხვადასხვა ფორმები არსებობს. არსებობს მისი მძიმე და იოლი ფორმები. არსებობს ფარული დეპრესიაც. ამ დროს შესაძლოა ვერც აცნობიერებდეთ, რომ დეპრესია გაქვთ, შესაძლოა ვერც გარშემომყოფები გამჩნევდნენ რამე განსაკუთრებულს, არადა ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. დეპრესია ადვილად იკურნება, ოღონდ პროფესიონალების ჩარევით. იგი მსოფლიოში ყოველ მეოთხე ადამიანს ემართება პერიოდულად.

აქ 5 ნიშანია, რომლითაც შეგილიათ მიხვდეთ საჭიროებთ თუ არა ექიმის კონსულტაციას:

1. არაადეკვატური ქცევები

დეპრესია მელანქოლიასთან, აპათიასთან, უიმედობასთან ასოცირდება, თუმცა შესაძლოა იგი აგრესიითა და ადვილად გაღიზიანებადობით გამოვლინდეს (განსაკუთრებით მამაკაცებში), ან კიდევ ზედმეტი მხიარულობით, სიტყვაუხვობით, ბევრი ლაპარაკით… მოკლედ, საპირისპირო განწყობების ხშირი ცვლით, არაადეკვატური ქცევებით. თუკი თქვენი ტემპერამენტისთვის დამახასიათებელი არ არის ამგვარი ქცევა, შესაძლოა დეპრესიაც გჭირდეთ.

2. საკუთარ თავში ჩაკეტვა

დეპრესიას ახასიათებს ყველაფრისადმი ინტერესის დაკარგვა. თუკი ისეთ აქტივობებზე ამბობთ უარს, რომლებიც ადრე გიყვარდათ და გიხაროდათ, რაღაც წესრიგში ვერ არის. ერთ დროს თუ სოციალური პეპელა იყავით და ახლა საკუთარ ნაჭუჭში გამოიკეთეთ და არავისთან ურთიერთობის სურვილი არ გაქვთ, თუ არ დაგაძალეს, თუკი შეკრებებზე თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობთ, ადამიანები გაღიზიანებენ, ახალი ნაცნობობა გაფრთხობთ და ძველები მოგწყინდათ, ყველაფერს გირჩევნიათ ძილი და დილით ადგომა და სახლიდან გასვლა აღარ გიხარიათ, სჯობს ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი დაგეგმოთ. წაიკითხეთ სრულად