მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ "ითარგმნა" და­ვით კა­კა­ბა­ძის ნა­მუ­შევ­რებ­ი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ენა­ზე - GAMMA-ს პრეზენტაცია "თიბისი არტ გალერეაში"
როგორ "ითარგმნა" და­ვით კა­კა­ბა­ძის ნა­მუ­შევ­რებ­ი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ენა­ზე - GAMMA-ს პრეზენტაცია "თიბისი არტ გალერეაში"

თი­ბი­სი არტ გა­ლე­რე­ა­ში, თი­ბი­სი­სა და და­ვით კა­კა­ბა­ძის ფონ­დის ავ­ტო­რო­ბით, მულ­ტი­მე­დია ხე­ლოვ­ნე­ბის პრო­ექ­ტი - “GAMMA” წა­რად­გი­ნეს. გა­მო­ფე­ნა ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის, მეც­ნი­ე­რის, გა­მომ­გო­ნებ­ლი­სა და ქარ­თუ­ლი მო­დერ­ნიზ­მის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დებ­ლის - და­ვით კა­კა­ბა­ძის 130 წლის იუ­ბი­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი რამ­დე­ნი­მე ეტა­პი­ა­ნი, მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ნა­წი­ლია.

ინ­სტა­ლა­ცია ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშ­ში სივ­რცის აღ­ქმა­სა და სი­ნათ­ლის ასახ­ვა­ზე და­ვით კა­კა­ბა­ძის თე­ო­რი­ებს ავი­თა­რებს. კა­კა­ბა­ძის მემ­კვიდ­რე­ო­ბის კვლე­ვი­თა და მისი კო­დი­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი რე­ზულ­ტა­ტი, ახალ და უნი­კა­ლურ შე­დე­გებს იძ­ლე­ვა. “GAMMA” -ს ციფ­რუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა სიბ­ნე­ლი­სა და სი­ნათ­ლის და­კავ­ში­რე­ბით იგე­ბა, რო­მელ­შიც ზღვა­რი ტექ­ნი­კუ­რად წარ­მო­ე­ბულ სი­ნათ­ლე­სა და მომ­ხმა­რე­ბელს შო­რის ქრე­ბა. ამ გზით დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, პროგ­რა­მა და ვი­ზუ­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ერთი სა­ერ­თო სივ­რცის ნა­წი­ლე­ბი ხდე­ბი­ან.

კა­მე­რე­ბი დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის გარ­შე­მო სივ­რცეს აკ­ვირ­დე­ბი­ან და მათ გა­და­ნა­წი­ლე­ბას ანა­ლიზს უკე­თე­ბენ - რაც უფრო უახ­ლოვ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი უბ­ნებს, ან რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იყ­რის თავს მათ გარ­შე­მო, მით უფრო მკვეთ­რი ხდე­ბა მათ­ზე გა­შუ­ქე­ბუ­ლი პრო­ექ­ცი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რდე­ბა დი­ნა­მი­კაც.

“GAMMA” მულ­ტი­მე­დია ჯგუ­ფის - Skylab სივ­რცით -სპე­ცი­ფი­უ­რი აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ინ­სტა­ლა­ცი­აა, რო­მე­ლიც ციფ­რულ მე­დი­ა­ში ადა­მი­ა­ნის და სი­ნათ­ლის ინ­ტე­რაქ­ცი­ას იკ­ვლევს. ჯგუფ­ში ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნე­ბი ნი­კო­ლოზ კა­პა­ნა­ძე, მა­რი­ამ საშა და დი­მიტ­რი შუ­ბი­თი­ძე ერ­თი­ან­დე­ბი­ან.

დი­მიტ­რი შუ­ბი­თი­ძის თქმით, “GAMMA” -ს ინ­სპი­რა­ცია და­ვით კა­კა­ბა­ძის თე­ო­რი­ე­ბი გახ­და. ახალ­გაზ­რდებ­მა მხატ­ვრის ჩა­ნა­წე­რებ­სა და ნა­მუ­შევ­რებ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ენა­ზე გად­მო­თარ­გმნეს და თა­ვი­ან­თი ხედ­ვით გა­ნა­ვი­თა­რეს.

„და­ვით კა­კა­ბა­ძე ჯერ კი­დევ, 20-იან წლებ­ში ფიქ­რობ­და ჰო­ლოგ­რა­მა­სა და 3D გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ჩვენ შეგ­ვეძ­ლო გაგ­ვე­ცო­ცხლე­ბი­ნა და ჩვე­ნი­ვე ხედ­ვა მიგ­ვე­ცა მისი იდე­ე­ბი­სა და ნა­მუ­შევ­რე­ბი­სათ­ვის. გა­მო­ფე­ნა აუ­დიო-ვი­ზუ­ა­ლურ ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლია, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ თა­ვად დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ცვლის და ახ­დენს გავ­ლე­ნას პრო­ცეს­ზე. ინ­ტე­რაქ­ცი­ის დრა­მა­ტურ­გია კვან­ტუ­რი მე­ქა­ნი­კის იდე­ებს ეფუძ­ნე­ბა - დაკ­ვირ­ვე­ბა ცვლის ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დეგს. რაც უფრო უახ­ლოვ­დე­ბი­ან დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი ინ­სტა­ლა­ცი­ის უბ­ნებს, მით უფრო მეტ გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ხმა­ზე და პრო­ექ­ცი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც მათ სტრუქ­ტუ­რებ­ზეა და­ნა­თე­ბუ­ლი.“ - გვი­ამ­ბობს ხე­ლო­ვა­ნი, დი­მიტ­რი შუ­ბი­თი­ძე.

ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რე­ჟი­მის გარ­და, ინ­სტა­ლა­ცი­ას თვით­მარ­თვა­დი მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­აჩ­ნია. რო­დე­საც დარ­ბაზ­ში არა­ვინ იმ­ყო­ფე­ბა ის სიზ­მრის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­დის და სა­კუ­თარ უბ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თობს.

თი­ბი­სი არტ გა­ლე­რე­ა­ში და­ვით კა­კა­ბა­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი კა­ტა­ლო­გის პრე­ზენ­ტა­ცი­აც შედ­გა, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუ­ფის კვლე­ვებ­სა და ახალ ხედ­ვებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. არატ­რა­დი­ცი­უ­ლი კა­ტა­ლო­გის მი­ზა­ნია და­ვით კა­კა­ბა­ძის, რო­გორც მკვლე­ვა­რი­სა და მეც­ნი­ე­რის წარ­მო­ჩე­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მისი შე­მოქ­მე­დე­ბის დღეს­დღე­ო­ბად ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბა.

პრო­ექ­ტის კუ­რა­ტო­რის, ნინა ახვლე­დი­ა­ნის თქმით, - “GAMMA” თი­ბი­სის, და­ვით კა­კა­ბა­ძის ფონ­დი­სა და ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნე­ბის კო­ლა­ბო­რა­ცი­ის შე­დე­გად შედ­გა.

„თი­ბი­სის პრო­ექ­ტე­ბის უნი­კა­ლუ­რი ხედ­ვა გვაძ­ლევს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო მემ­კვიდ­რე­ო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად სრუ­ლი­ად ახალ ფორ­მა­ტებ­ში გა­ცო­ცხლდეს. და­ვით კა­კა­ბა­ძე თა­ვი­სი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბით წინ უს­წრებ­და ზო­გა­დად სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­როს. ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლი და­ვით კა­კა­ბა­ძე­ზე წერ­და, რომ ის ელექტრო­ნუ­ლი შუ­ქით ხა­ტავ­და. კა­კა­ბა­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი იყო, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რუ­ლად იკ­ვლევ­და ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ოპ­ტი­კას, ხე­ლოვ­ნე­ბის შუ­ქის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ეს აუ­ცი­ლებ­ლად და­ფა­სე­ბუ­ლი უნდა იყოს.

ობი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი რე­ა­გი­რე­ბენ ადა­მი­ა­ნის მოძ­რა­ო­ბა­ზე, ხმაც ყველ­გან სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად არის გან­თავ­სე­ბუ­ლი. დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს ეძ­ლე­ვა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გა­მო­ფე­ნის ნა­წი­ლი გახ­დეს, თვი­თონ­ვე გან­სა­ზღვროს მოძ­რა­ო­ბის ტრა­ექ­ტო­რია და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ად­მი­ა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ინ­სტა­ლა­ცი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს.“ - აღ­ნიშ­ნავს ნინა ახვლე­დი­ა­ნი.

და­ვით კა­კა­ბა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში და საფ­რან­გეთ­ში არა­ერ­თი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი იყო. მუ­შა­ობ­და ელექტრო­ტექ­ნი­კურ ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ზე, სტე­რე­ო­კი­ნო აპა­რა­ტის შექ­მნა­სა და კი­ნოს გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დახ­ვე­წა­ზე. ელექტრო­ნულ ნა­თე­ბა­სა და სი­ნათ­ლის სხივს კი ამ ექ­სპე­რი­მენ­ტში წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი ეკა­ვა. მან სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ­მა და­ი­წყო ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის წარ­მო­ე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და ამ კონ­ტექ­სტში აბ­სტრაქ­ტუ­ლი ტი­ლო­ე­ბი, კო­ლა­ჟე­ბი და სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ლა­ი­თარ­ტი შექ­მნა.

პრო­ექ­ტის თე­ო­რი­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, დათო კო­რო­ში­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მსგავ­სი სტი­ლის ინ­სტა­ლა­ცია უნი­კა­ლუ­რია და აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი გა­მო­ფე­ნა არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

„გა­მო­ფე­ნა მთლი­ა­ნად ეყ­რდნო­ბა და­ვით კა­კა­ბა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბის ცალ­კე­უ­ლი ას­პექ­ტე­ბის კვლე­ვას, არ­ტის­ტებს ჰქონ­დათ და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვი­ა­ნი სა­მუ­შაო პრო­ცე­სი, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც ისი­ნი მუ­შა­ობ­დნენ მხატ­ვრის არ­ქი­ვებ­ზე, მათ შო­რის, ისეთ დო­კუ­მენ­ტებ­ზე, რო­მე­ლიც აქამ­დე არ გა­სა­ჯა­რო­ვე­ბუ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად კა­კა­ბა­ძის კონ­ცეფ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, მოხ­და მისი ის­ტო­რი­უ­ლი თარ­გმნა. ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც კა­კა­ბა­ძეს სა­უ­კუ­ნის წინ ჰქონ­და, და­კავ­შირ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და სი­ტუ­ა­ცი­ას­თან, რის შე­დე­გა­დაც შე­იქ­მნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახა­ლი და უნი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი. მხატ­ვრის ჩა­ნა­წე­რებ­ში ვკი­თხუ­ლობთ მის კონ­ცეფ­ცი­ებ­სა და ხედ­ვებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა და რას ნიშ­ნავს გლო­ბა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა. დღე­საც ვცდი­ლობთ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას და­სავ­ლურ სივ­რცე­ში, რომ ქარ­თუ­ლი კონ­ტექ­სტი შე­სა­ტყვი­სი და შე­სა­ბა­მი­სი იყოს გლო­ბა­ლურ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან.“ - ამ­ბობს დათო კო­რო­ში­ნა­ძე.

და­ვით კა­კა­ბა­ძე ქარ­თველ მო­დერ­ნისტ მხატ­ვრებ­ში პირ­ვე­ლი შე­ე­ცა­და აეხ­სნა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცალ­კე­უ­ლი ნი­მუ­შე­ბი და მათ­გან ახა­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­ტერ­ნე­ბი ეწარ­მო­ე­ბი­ნა. ის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბით, ეთ­ნოგ­რა­ფი­ით, რე­ნე­სან­სით, ჩი­ნუ­რი და ია­პო­ნუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბით, კუ­ბიზ­მით, ფუ­ტუ­რიზ­მი­თა და სხვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბით. მისი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ტრა­დი­ცი­ა­სა და ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას ერთ კონ­ტექ­სტში უყ­რი­და თავს. აღ­მო­სავ­ლუ­რი და და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით, მან უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ნი­მუ­შე­ბი შექ­მნა. სწო­რედ ამი­ტომ, კა­კა­ბა­ძის მემ­კვიდ­რე­ო­ბა დღე­საც, გლო­ბა­ლურ კულ­ტუ­რა­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ორი­ენ­ტირს წარ­მო­ად­გენს.

თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ "ითარგმნა" და­ვით კა­კა­ბა­ძის ნა­მუ­შევ­რებ­ი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ენა­ზე - GAMMA-ს პრეზენტაცია "თიბისი არტ გალერეაში"

როგორ "ითარგმნა" და­ვით კა­კა­ბა­ძის ნა­მუ­შევ­რებ­ი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ენა­ზე - GAMMA-ს პრეზენტაცია "თიბისი არტ გალერეაში"

თიბისი არტ გალერეაში, თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ავტორობით, მულტიმედია ხელოვნების პროექტი - “GAMMA” წარადგინეს. გამოფენა ქართველი მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის - დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილის აღსანიშნავი რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია.

ინსტალაცია ხელოვნების ნიმუშში სივრცის აღქმასა და სინათლის ასახვაზე დავით კაკაბაძის თეორიებს ავითარებს. კაკაბაძის მემკვიდრეობის კვლევითა და მისი კოდირებით მიღებული რეზულტატი, ახალ და უნიკალურ შედეგებს იძლევა. “GAMMA” -ს ციფრული არქიტექტურა სიბნელისა და სინათლის დაკავშირებით იგება, რომელშიც ზღვარი ტექნიკურად წარმოებულ სინათლესა და მომხმარებელს შორის ქრება. ამ გზით დამკვირვებლები, პროგრამა და ვიზუალური გამოცდილება ერთი საერთო სივრცის ნაწილები ხდებიან.

კამერები დამთვალიერებლების გარშემო სივრცეს აკვირდებიან და მათ გადანაწილებას ანალიზს უკეთებენ - რაც უფრო უახლოვდებიან ადამიანები უბნებს, ან რაც უფრო მეტი ადამიანი იყრის თავს მათ გარშემო, მით უფრო მკვეთრი ხდება მათზე გაშუქებული პროექციები და შესაბამისად, იზრდება დინამიკაც.

“GAMMA” მულტიმედია ჯგუფის - Skylab სივრცით -სპეციფიური აუდიოვიზუალური ინსტალაციაა, რომელიც ციფრულ მედიაში ადამიანის და სინათლის ინტერაქციას იკვლევს. ჯგუფში ახალგაზრდა ხელოვანები ნიკოლოზ კაპანაძე, მარიამ საშა და დიმიტრი შუბითიძე ერთიანდებიან.

დიმიტრი შუბითიძის თქმით, “GAMMA” -ს ინსპირაცია დავით კაკაბაძის თეორიები გახდა. ახალგაზრდებმა მხატვრის ჩანაწერებსა და ნამუშევრებში არსებული ინფორმაცია თანამედროვე ხელოვნების ენაზე გადმოთარგმნეს და თავიანთი ხედვით განავითარეს.

„დავით კაკაბაძე ჯერ კიდევ, 20-იან წლებში ფიქრობდა ჰოლოგრამასა და 3D გამოსახულებაზე. 21-ე საუკუნეში ჩვენ შეგვეძლო გაგვეცოცხლებინა და ჩვენივე ხედვა მიგვეცა მისი იდეებისა და ნამუშევრებისათვის. გამოფენა აუდიო-ვიზუალურ ინტერაქციულია, რაც გულისხმობს იმას, რომ თავად დამთვალიერებელი ცვლის და ახდენს გავლენას პროცესზე. ინტერაქციის დრამატურგია კვანტური მექანიკის იდეებს ეფუძნება - დაკვირვება ცვლის ექსპერიმენტის შედეგს. რაც უფრო უახლოვდებიან დამთვალიერებლები ინსტალაციის უბნებს, მით უფრო მეტ გავლენას ახდენენ ხმაზე და პროექციებზე, რომლებიც მათ სტრუქტურებზეა დანათებული.“ - გვიამბობს ხელოვანი, დიმიტრი შუბითიძე.

ინტერაქციული რეჟიმის გარდა, ინსტალაციას თვითმართვადი მდგომარეობაც გააჩნია. როდესაც დარბაზში არავინ იმყოფება ის სიზმრის მდგომარეობაში გადადის და საკუთარ უბნებთან ურთიერთობს.

თიბისი არტ გალერეაში დავით კაკაბაძის საიუბილეო პროექტის ფარგლებში გამოცემული კატალოგის პრეზენტაციაც შედგა, რომელიც სამეცნიერო ჯგუფის კვლევებსა და ახალ ხედვებს გააერთიანებს. არატრადიციული კატალოგის მიზანია დავით კაკაბაძის, როგორც მკვლევარისა და მეცნიერის წარმოჩენა და საზოგადოებისათვის მისი შემოქმედების დღესდღეობად ნაკლებად ცნობილი მიმართულებების გაცნობა.

პროექტის კურატორის, ნინა ახვლედიანის თქმით, - “GAMMA” თიბისის, დავით კაკაბაძის ფონდისა და ახალგაზრდა ხელოვანების კოლაბორაციის შედეგად შედგა.

„თიბისის პროექტების უნიკალური ხედვა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საუკუნის წინანდელი სახელოვნებო მემკვიდრეობა ტექნოლოგიურად სრულიად ახალ ფორმატებში გაცოცხლდეს. დავით კაკაბაძე თავისი სამეცნიერო კვლევებით წინ უსწრებდა ზოგადად სახელოვნებო სფეროს. ლადო გუდიაშვილი დავით კაკაბაძეზე წერდა, რომ ის ელექტრონული შუქით ხატავდა. კაკაბაძე პირველი ქართველი ხელოვანი იყო, რომელიც მეცნიერულად იკვლევდა ფიზიოლოგიურ ოპტიკას, ხელოვნების შუქის შესაძლებლობას და ეს აუცილებლად დაფასებული უნდა იყოს.

ობიექტები, რომლებიც საგამოფენო სივრცეში არიან წარმოდგენილი რეაგირებენ ადამიანის მოძრაობაზე, ხმაც ყველგან სხვადასხვანაირად არის განთავსებული. დამთვალიერებელს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გამოფენის ნაწილი გახდეს, თვითონვე განსაზღვროს მოძრაობის ტრაექტორია და შესაბამისად, ყველა ადმიანის გამოცდილება და შთაბეჭდილება აბსოლუტურად ინდივიდუალური იქნება ინსტალაციის დათვალიერების დროს.“ - აღნიშნავს ნინა ახვლედიანი.

დავით კაკაბაძე საქართველოში და საფრანგეთში არაერთი სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტის ინიციატორი იყო. მუშაობდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებზე, სტერეოკინო აპარატის შექმნასა და კინოს გამომსახველობითი საშუალებების დახვეწაზე. ელექტრონულ ნათებასა და სინათლის სხივს კი ამ ექსპერიმენტში წამყვანი ადგილი ეკავა. მან საქართველოში პირველმა დაიწყო ხელოვნების ნიმუშის წარმოებაზე საუბარი და ამ კონტექსტში აბსტრაქტული ტილოები, კოლაჟები და სამგანზომილებიანი ლაითარტი შექმნა.

პროექტის თეორიული ხელმძღვანელი, დათო კოროშინაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი სტილის ინსტალაცია უნიკალურია და აქამდე საქართველოში მსგავსი გამოფენა არ გაკეთებულა.

„გამოფენა მთლიანად ეყრდნობა დავით კაკაბაძის შემოქმედების ცალკეული ასპექტების კვლევას, არტისტებს ჰქონდათ დაახლოებით 2 თვიანი სამუშაო პროცესი, რომლის განმავლობაშიც ისინი მუშაობდნენ მხატვრის არქივებზე, მათ შორის, ისეთ დოკუმენტებზე, რომელიც აქამდე არ გასაჯაროვებულა. შესაბამისად კაკაბაძის კონცეფციების მიხედვით, მოხდა მისი ისტორიული თარგმნა. ის გამოწვევები, რომელიც კაკაბაძეს საუკუნის წინ ჰქონდა, დაკავშირდა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და სიტუაციასთან, რის შედეგადაც შეიქმნა აბსოლუტურად ახალი და უნიკალური პროდუქტი. მხატვრის ჩანაწერებში ვკითხულობთ მის კონცეფციებსა და ხედვებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქართული ხელოვნება და რას ნიშნავს გლობალური ხელოვნება. დღესაც ვცდილობთ სოციალიზაციას დასავლურ სივრცეში, რომ ქართული კონტექსტი შესატყვისი და შესაბამისი იყოს გლობალურ ხელოვნებასთან.“ - ამბობს დათო კოროშინაძე.

დავით კაკაბაძე ქართველ მოდერნისტ მხატვრებში პირველი შეეცადა აეხსნა კულტურული მემკვიდრეობის ცალკეული ნიმუშები და მათგან ახალი შემოქმედებითი პატერნები ეწარმოებინა. ის დაინტერესებული იყო შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებით, ეთნოგრაფიით, რენესანსით, ჩინური და იაპონური ხელოვნებით, კუბიზმით, ფუტურიზმითა და სხვა მიმდინარეობებით. მისი მსოფლმხედველობა ტრადიციასა და ახალ ინფორმაციას ერთ კონტექსტში უყრიდა თავს. აღმოსავლური და დასავლური ღირებულებების გაერთიანებით, მან უნიკალური ქართული ნიმუშები შექმნა. სწორედ ამიტომ, კაკაბაძის მემკვიდრეობა დღესაც, გლობალურ კულტურაში, თანამედროვე ადამიანის ორიენტირს წარმოადგენს.

თეკლე ჯანელიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი