10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა გგონია რომ კაფე-ბარის WiFi-ს იჭერ, შესაძლოა ჰაკერის ქსელში მოხვდე" - რა უნდა იცოდეთ, რომ "ფეისბუქიდან" ფული არ დაკარგოთ
"როცა გგონია რომ კაფე-ბარის WiFi-ს იჭერ, შესაძლოა ჰაკერის ქსელში მოხვდე" - რა უნდა იცოდეთ, რომ "ფეისბუქიდან" ფული არ დაკარგოთ

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან გახ­შირ­და ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმე­ბით სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან თან­ხის მო­პარ­ვა.

ანი სირ­ბი­ლა­ძე და გოგა ბი­ბი­ლუ­რი იმ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან, ვინც უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით „ფე­ის­ბუ­ქის“ და კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კის ყვე­ლა მი­თი­თე­ბა შე­ას­რუ­ლეს, ან­გა­რი­შებ­ზე ორ­მა­გი ვე­რი­ფი­კა­ცი­ის სის­ტე­მა და­ა­ყე­ნეს, ე.წ ძლი­ე­რი პა­რო­ლე­ბიც მო­ი­ფიქ­რეს, თუმ­ცა ჰა­კე­რულ თავ­დას­ხმას და სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან სო­ლი­დუ­რი თან­ხის მო­პარ­ვას ვერ გა­და­ურჩნენ.

ერთ შემ­თხვე­ვა­ში ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმა აშშ-დან გან­ხორ­ცი­ელ­და, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში ფულს ტა­ი­ლან­დუ­რი და­სუფ­თა­ვე­ბის პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნია იპა­რავ­და. კონ­კრე­ტუ­ლად, რა შე­ემ­თხვათ "ფე­ის­ბუ­ქის" ბიზ­ნეს-ან­გა­რი­შე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს და რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ "ფე­ის­ბუ­ქი­დან" ფული არ და­კარ­გოთ, AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტე­ბი თა­ვად გი­ამ­ბო­ბენ.

გოგა ბი­ბი­ლუ­რი "ფე­ის­ბუქ­ზე" ბიზ­ნეს-ან­გა­რიშს მარ­თავს და პოს­ტე­ბის რეკ­ლა­მა­ში ხში­რად იხ­დის ფულს. რო­გორც AMBEBI.GE-ს უამ­ბო, ბოლო პე­რი­ოდ­ში ან­გა­რი­ში რამ­დენ­ჯერ­მე "გა­უ­ტე­ხეს“ და თან­ხაც მი­ით­ვი­სეს.

"ფე­ის­ბუქ­ში" დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნო­ტი­ფი­კა­ცია მომ­დი­ო­და. რომ გა­და­ვა­მოწ­მე, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ გა­უქ­მე­ბუ­ლი რეკ­ლა­მე­ბი იყო. ამის შემ­დეგ, სა­რეკ­ლა­მო ან­გა­რი­შე­ბი გა­და­ვა­მოწ­მე.

აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში 3 000 დო­ლა­რის რეკ­ლა­მე­ბის გა­ხარ­ჯვა მო­ას­წრეს. სა­ბო­ლო­ოდ, ვნა­ხე რომ აშშ-ს მი­სა­მარ­თი­დან იყო ვი­ღაც შე­მო­სუ­ლი. ჩემი ბიზ­ნეს-ან­გა­რი­შის დაც­ვა რამ­დე­ნი­მე­ჯერ ვცა­დე, „ფე­ის­ბუ­ქი“ ყვე­ლა მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში გავ­თი­შე, გან­ვა­ახ­ლე პა­რო­ლი, შევ­ცვა­ლე ელ-ფოს­ტის მი­სა­მარ­თი, თუმ­ცა ჰა­კე­რე­ბი ან­გა­რიშ­ზე შეს­ვლას მა­ინც ახერ­ხებ­დნენ. ყვე­ლა­ზე გა­საკ­ვი­რი კი ის იყო, რომ ორი ე.წ factor authentication (ორ­მა­გი ავ­ტო­რი­ზა­ცია) მე­ყე­ნა, თუმ­ცა ჩემს ან­გა­რიშ­ზე შეს­ვლას მა­ინც უპ­რობ­ლე­მოდ ახერ­ხებ­დნენ. ჰა­კე­რებ­თან 2-სა­ა­თი­ა­ნი ჭი­დი­ლის შემ­დეგ, მათ­გან თა­ვის დაღ­წე­ვა მო­ვა­ხერ­ხე" - გან­მარ­ტავს გოგა.

გოგა ბი­ბი­ლურ­მა „ფე­ის­ბუქს“ მი­მარ­თა. ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, კომ­პა­ნი­ამ ბიზ­ნეს-ან­გა­რი­შის მფლო­ბელს თან­ხა მე­ო­რე დღეს­ვე გა­უგ­ზავ­ნა, თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

„ან­გა­რი­შის გა­ტე­ხა თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე გაგ­რძელ­და. იმ დღეს, როცა „ფე­ის­ბუქ­მა“ თან­ხა და­მიბ­რუ­ნა, ჰა­კე­რებ­მა ორ­ჯერ შეძ­ლეს ჩემს ან­გა­რიშ­ზე შე­მოს­ვლა. ჰქონ­დათ რეკ­ლა­მის გაშ­ვე­ბის მცდე­ლო­ბაც, თუმ­ცა „ფე­ის­ბუ­ქის“ მხრი­დან ყვე­ლა სა­რეკ­ლა­მო ან­გა­რი­ში უკვე დაბ­ლო­კი­ლი იყო, მეც თავ­დაც­ვის მიზ­ნით, ად­მი­ნის­ტრა­ტო­რო­ბა გა­ვა­უქ­მე.

„ფე­ის­ბუქს“ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მით ისევ მივ­მარ­თე, თუმ­ცა მი­თხრეს, რომ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რად­გან და­მა­ტე­ბი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მო­ცე­მა არ შე­ეძ­ლოთ

კი­დევ ერთხელ გან­ვა­ახ­ლე პა­რო­ლე­ბი, რო­გორც ელ-ფოს­ტებ­ზე, ასე­ვე „ფე­ის­ბუქ­ზე“. გარ­და ამი­სა, გან­ვა­ახ­ლე 2 factor authentication app, რად­გან ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არც მე­სი­ჯის და არც ელ-ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით არ მომ­დი­ო­და. ჩავ­თვა­ლე, რომ ჰა­კე­რებ­მა რო­გორ­ღაც სწო­რედ ამ Api Key-ზე მო­ი­პო­ვეს წვდო­მა, ამი­ტომ ყვე­ლა მო­წყო­ბი­ლო­ბა „და­ვა­რე­სე­ტე“და მა­სა­ლე­ბი გა­მო­უ­ყე­ნე­ბელ მყარ დის­კებ­ზე გა­და­ვი­ტა­ნე, რად­გან შე­ტე­ვის ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტად "ფი­შინგსაც" მო­ვი­აზ­რებ­დი.

სა­ბო­ლო­ოდ, ამ ზო­მებ­მაც არ მიშ­ვე­ლა და მე­ო­რე დღეს, სა­ღა­მოს ჰა­კე­რე­ბი კი­დევ ოთხჯერ შე­მო­ვიდ­ნენ ან­გა­რიშ­ზე. მათ­გან თავ­დაც­ვა რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე, თუმ­ცა რო­გორც მივ­ხვდი, ამ მცდე­ლო­ბებს აზრი არ ჰქონ­და. ამა­ვე დღეს, ყვე­ლა სა­რეკ­ლა­მო ან­გა­რი­ში­დან ამოვ­შა­ლე ჩემი "ექა­უნ­თი", რად­გან ვერც „ფე­ის­ბუ­ქი“ მეხ­მა­რე­ბო­და. ამის შემ­დეგ ჩემი ან­გა­რი­შის გა­ტეხ­ვის მცდე­ლო­ბა აღარ ყო­ფი­ლა“, - გვე­უბ­ნე­ბა ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ანი სირ­ბი­ლა­ძის ის­ტო­რი­ას, რო­გორც ის AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, მე­გობ­რის დე­დას „ფე­ის­ბუ­ქის“ ბიზ­ნეს-გვერ­დის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ბიზ­ნეს-გვერ­დის­თვის რეკ­ლა­მა­ში თან­ხას არა მე­გობ­რის დედა, არა­მედ ტა­ი­ლან­დუ­რი საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კომ­პა­ნია ხარ­ჯავ­და.

„ჩემი მე­გობ­რის დე­დას, მხატ­ვარ მეგი გვე­ნე­ტა­ძეს თა­ვი­სი სამ­ხატ­ვრო სტუ­დია აქვს, მოს­წავ­ლე­ე­ბი ჰყავს და „ფე­ის­ბუქ­ში“ პოს­ტებს ას­პონ­სო­რებს ხოლ­მე. აღ­ნიშ­ნულ რეკ­ლა­მა­ში თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 100 დო­ლარს ხარ­ჯავს. და­ახ­ლო­ე­ბით, 2-3 თვის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სა­კუ­თარ პოს­ტებს ვე­ღარ ას­პონ­სო­რებ­და. და­ინ­ტე­რეს­და, პრობ­ლე­მა რა­ტომ შე­ექ­მნა, მე მომ­მარ­თა და რო­დე­საც შე­ვა­მოწ­მე, აღ­მოჩ­და, რომ ერთ-ერთ ტა­ი­ლან­დურ კომ­პა­ნი­ას მეგი გვე­ნე­ტა­ძე თა­ვი­სი გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რად ჰყავ­და და­მა­ტე­ბუ­ლი და სა­კუ­თა­რი პოს­ტე­ბის და­სას­პონ­სო­რებ­ლად მის ბა­რათს იყე­ნებ­და.

რო­დე­საც სა­ბო­ლო­ოდ შე­ვა­მოწ­მე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა, მისი ოდე­ნო­ბა 250 დო­ლა­რი აღ­მოჩ­ნდა. ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუქს“ მივ­წე­რე. პა­სუ­ხი 3-4 დღე­ში დაგ­ვიბ­რუ­ნეს. ნა­ხეს, რომ მარ­თლე­ბი ვი­ყა­ვით, ტა­ი­ლან­დუ­რი კომ­პა­ნი­ის გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რო­ბი­დან წაგ­ვშა­ლეს და „ფე­ის­ბუქ­მა“ ფული დაგ­ვიბ­რუ­ნა" - გან­მარ­ტავს სირ­ბი­ლა­ძე.

„ფე­ის­ბუქ­მა“ მათ ურ­ჩი­ათ, რომ ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, შე­ეც­ვა­ლათ ბა­რა­თი, რო­მელ­საც პოს­ტე­ბის და­სას­პონ­სო­რებ­ლად იყე­ნებ­დნენ. ასეც მო­იქ­ცნენ, თუმ­ცა ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი გაგ­რძელ­და.

„ბა­რა­თი შევ­ცვა­ლეთ, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით, თვე­ნა­ხე­ვარ­ში იგი­ვე გან­მე­ორ­და. აღ­ნიშ­ნულ უცხო­ურ გვერდს ისევ ად­მი­ნად ვყავ­დით და­მა­ტე­ბუ­ლე­ბი და ისევ იმ კომ­პა­ნი­ას ჰქონ­და თან­ხა ჩა­მოჭ­რი­ლი. „ფე­ის­ბუქს“ მივ­წე­რე, კომ­პენ­სა­ცი­ას ვი­თხოვ, რად­გან ერთხელ რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მოხ­და, ის გვერ­დი არ გა­ა­სა­ჩივ­რეთ და მუ­შა­ო­ბა­ში ხელი გვეშ­ლე­ბა-მეთ­ქი. ამ მე­სი­ჯის შემ­დეგ მო­პა­რუ­ლი თან­ხაც დაგ­ვიბ­რუ­ნეს და 150 დო­ლა­რით ზედ­მე­ტი გა­დაგ­ვი­ხა­დეს, თუმ­ცა ის გვერ­დი ისევ არ და­უბ­ლო­კავთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ ბიზ­ნეს-გვერ­დი ახ­ლაც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს“, - აღ­ნიშ­ნა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა.

რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი მსგავ­სი ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის­გან? - ამ კი­თხვით AMBEBI.GE-მ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერტსა და „უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერტთა კავ­კა­სი­ის აკა­დე­მი­ის“ ხელ­მძღვა­ნელს ლაშა პა­ტა­რა­ი­ას მი­მარ­თა.

პა­ტა­რა­ია ჩვენს მკი­თხველს რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას აძ­ლევს იმის­თვის, რომ ჰა­კე­რებ­მა ან­გა­რი­ში­დან თან­ხის მო­პარ­ვა ვერ შეძ­ლონ და ამავდრო­უ­ლად, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­აც და­იც­ვათ.

  • თუ გაქვთ ისე­თი გვერ­დი, რო­მე­ლიც არის შე­მო­სავ­ლის­თვის, შო­უ­ბიზ­ნესს, გა­ყიდ­ვებ­სა თუ პო­ლი­ტი­კურ პი­არს ემ­სა­ხუ­რე­ბა, პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­ა­კე­თოთ - არ მარ­თოთ გვერ­დი პი­რა­დი “ფე­ის­ბუქ“ ან­გა­რი­შით!

ჩვე­ნი პი­რა­დი ან­გა­რი­შით ინ­ტერ­ნეტ­სივცრ­ცე­ში ბევრ აქ­ტი­ვო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას გავ­ცემთ, ამი­ტომ არ არის მარ­თე­ბუ­ლი, ასე­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბი ჩვე­ნი პი­რა­დი ან­გა­რი­შე­ბით ვმარ­თოთ, თუ ძა­ლი­ან გარ­კვე­უ­ლე­ბი არ ვართ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში.

უმ­ჯო­ბე­სია, გახ­სნათ „ფე­ის­ბუ­ქის“ ცალ­კე პრო­ფი­ლი, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა არა­ფერ­თან კავ­შირ­ში გარ­და იმ გვერ­დი­სა, რო­მე­ლიც უნდა იმარ­თოს და მას­ზე იქ­ნე­ბა მიბ­მუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გა­დახ­დის მე­თო­დი, მათ შო­რის პლას­ტი­კუ­რი სა­ბან­კო ბა­რა­თი.

ამა­ვე გვერ­დზე „ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბად არ უნდა მი­ა­ბათ ფი­ზი­კუ­რი, კერ­ძო პი­რე­ბი (ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა, მათ­თვის რო­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა­აა: რე­დაქ­ტო­რი, ანა­ლი­ტი­კო­სი). გვერ­დის მე­სა­კუთ­რე და ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი არ უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს აქ­ტი­უ­რი პრო­ფი­ლი" - აღ­ნიშ­ნა მან.

  • 10-დან 7 ვებგ­ვერ­დი, „ფე­ის­ბუ­ქის“ პრო­ფი­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ახ­დენს. თქვენ შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვი­დეთ მა­გა­ლი­თად, ჰა­კე­რე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ გვერ­დზე და ამით „ფე­ის­ბუ­ქის“ პრო­ფი­ლის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი ხელ­ში ჩა­უგ­დოთ, კონ­კრე­ტუ­ლად კი - USER ID

არ­სე­ბობს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სხვა მე­თო­დე­ბი, რო­მელ­საც დე­ვე­ლო­პე­რე­ბი იყე­ნე­ბენ. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც რა­ი­მე გვერ­დზე შე­დი­ხართ, ალ­ბათ შეგ­ვხვედ­რი­ათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ ვე­რი­ფი­კა­ცია შე­გიძ­ლი­ათ, „ფე­ის­ბუ­ქის“ მეშ­ვე­ო­ბით გა­ი­ა­როთ და კონ­კრე­ტულ გვერ­დზე კო­მენ­ტა­რი ამის შემ­დეგ და­ტო­ვოთ.

უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ არ ავ­ყვეთ ცდუ­ნე­ბას და „ფე­ის­ბუ­ქით“ არ­ცერთ ვებგ­ვერ­დზე არ გა­ვი­ა­როთ ავ­ტო­რი­ზა­ცია, თუნ­დაც კო­მენ­ტა­რის ერთჯე­რა­დად და­ტო­ვე­ბის მიზ­ნი­თაც. ძა­ლი­ან ბევ­რი ვებგ­ვერ­დი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, არ შე­ვიყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი, მე­ი­ლი და ვე­რი­ფი­კა­ცია „ფე­ის­ბუ­ქით“ გა­ვი­ა­როთ - ეს არის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა. ან­გა­რი­შე­ბის უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ ამ გზით ტყდე­ბა!

  • იქო­ნი­ეთ არა ე.წ სა­ხელ­ფა­სო, არა­მედ სხვა სა­ბან­კო ბა­რა­თი

"ფე­ის­ბუ­ქის“ გარ­და ბევ­რი სხვა ბიზ­ნეს ინ­სტრუ­მენ­ტი და პლატ­ფორ­მაა, რო­მელ­საც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იყე­ნე­ბენ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა შე­ტე­ვის ამო­ცა­ნა კო­მერ­ცი­უ­ლი მო­გე­ბის მი­ღე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ, მთა­ვა­რი აქ­ტი­ვი, რაც მომ­ხმა­რე­ბელს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, სა­ბან­კო ან­გა­რი­შია.

რჩე­ვე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მაქვს: იქო­ნი­ეთ არა ე.წ სა­ხელ­ფა­სო, არა­მედ სხვა სა­ბან­კო ბა­რა­თი. ეს ბა­რა­თი არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ კო­მერ­ცი­ულ ობი­ექ­ტებ­ში ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სას, თან­ხა მას­ზე მა­შინ უნდა გა­და­რი­ცხოთ, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნეს აქ­ტი­ვო­ბის­თვის ტრან­ზაქ­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებთ.

იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ჰა­კე­რე­ბი თქვენს „ფე­ის­ბუ­ქის“ ან­გა­რიშს გა­ტე­ხენ, ბა­რა­თი უბ­რა­ლოდ, თან­ხის გარ­კვე­უ­ლი ნიშ­ნუ­ლით და­იბ­ლო­კე­ბა.

  • და­უც­ვე­ლი WiFi-ით ავ­ტო­მა­ტუ­რად იწ­ვევთ ადა­მი­ანს, რომ თქვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ით­ვი­სოს

თუ კა­ფე­ში, სას­ტუმ­რო­ში, აე­რო­პორ­ტში, ქუ­ჩა­ში, ღია და და­უც­ვე­ლი WiFi-ს ქსე­ლით სარ­გებ­ლობთ, ავ­ტო­მა­ტუ­რად იწ­ვევთ ადა­მი­ანს, რომ თქვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ით­ვი­სოს. რე­ა­ლუ­რად, თქვენ არ იცით, იმ ქსე­ლის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი ვინ არის და სა­ერ­თოდ, იმ ქსელ­ში ხართ თუ არა ჩარ­თუ­ლი, რო­მელ­თან მი­ერ­თე­ბა­საც ცდი­ლობთ.

„მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც კა­ფე­ში სხედ­ხართ, შე­გიძ­ლი­ათ, შე­უ­ერ­თდეთ იმ ობი­ექ­ტის WiFi-ს. შე­იძ­ლე­ბა, იქ იყოს კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი ერთი სმარ­ტფო­ნით, რო­მე­ლიც კა­ფე­ში არ­სე­ბუ­ლი ქსე­ლის დუბ­ლი­რე­ბას გა­ა­კე­თებს, ამ ქსელს დრო­ე­ბით გა­თი­შავს და როცა გგო­ნია, რომ შე­დი­ხარ ბა­რის WiFi-ზე, შეხ­ვალ ანო­ნი­მუ­რი ჰა­კე­რის ქსელ­ში.

შე­დე­გად, არა­მარ­ტო „ფე­ის­ბუ­ქი“, არა­მედ მთე­ლი ჩვე­ნი ქსე­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც თქვე­ნი კომ­პი­უ­ტე­რი ეძებს და უკავ­შირ­დე­ბა, გა­ივ­ლის ჰა­კე­რის ტე­ლე­ფონს ან კომ­პი­უ­ტერს, ის ამ ყვე­ლა­ფერს ჩა­ი­წერს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­შიფ­რავს. ამო­ი­ღებს თქვენს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებს, პა­რო­ლებს, სე­სი­ებს, ბევრ სხვა­დას­ხვა „ნოყი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას“ იმის­თვის, რომ თქვენს ყვე­ლა რე­სურ­სზე, წვდო­მა ჰქონ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ლაშა პა­ტა­რა­ი­ამ.

  • კი­ბერ-შე­ტე­ვე­ბი ძა­ლი­ან და­იხ­ვე­წა!

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ რთუ­ლი პა­რო­ლი, ჩვენს მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე და­ვა­ყე­ნოთ ან­ტი­ვირუ­სი, არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, მაგ­რამ ეს რჩე­ვე­ბი უკვე იმ­დენ­ჯერ გვაქვს მოს­მე­ნი­ლი, რომ მო­სა­წყე­ნი ხდე­ბა.

ამას­თან, კი­ბერ­სივ­რცე­ში შე­ტე­ვე­ბი ძა­ლი­ან და­იხ­ვე­წა და აღარ არის მხო­ლოდ პა­რო­ლის გა­მოც­ნო­ბა­ზე, მის გე­ნე­რი­რე­ბა­ზე ან მო­პო­ვე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი. ეს არის რთუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სქე­მა, რო­მელ­შიც მთე­ლი ვებ­სივ­რცეა ჩარ­თუ­ლი.

კარ­გია, გქონ­დეთ კარ­გი პა­რო­ლი, ხში­რად ცვა­ლოთ ის; უკე­თე­სია, რომ გქონ­დეთ ან­ტი­ვირუ­სი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში არ გქონ­დეთ მე­კობ­რუ­ლი ანუ არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია.

ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩვენს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­სა თუ ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ში სხვი­სი კომ­პი­უ­ტე­რი­დან არ გა­ვი­ა­როთ ავ­ტო­რი­ზა­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"როცა გგონია რომ კაფე-ბარის WiFi-ს იჭერ, შესაძლოა ჰაკერის ქსელში მოხვდე" - რა უნდა იცოდეთ, რომ "ფეისბუქიდან" ფული არ დაკარგოთ

"როცა გგონია რომ კაფე-ბარის WiFi-ს იჭერ, შესაძლოა ჰაკერის ქსელში მოხვდე" - რა უნდა იცოდეთ, რომ "ფეისბუქიდან" ფული არ დაკარგოთ

ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან გახშირდა ჰაკერული თავდასხმებით საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვა.

ანი სირბილაძე და გოგა ბიბილური იმ დაზარალებულებს შორის არიან, ვინც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ და კომერციული ბანკის ყველა მითითება შეასრულეს, ანგარიშებზე ორმაგი ვერიფიკაციის სისტემა დააყენეს, ე.წ ძლიერი პაროლებიც მოიფიქრეს, თუმცა ჰაკერულ თავდასხმას და საბანკო ანგარიშებიდან სოლიდური თანხის მოპარვას ვერ გადაურჩნენ.

ერთ შემთხვევაში ჰაკერული თავდასხმა აშშ-დან განხორციელდა, მეორე შემთხვევაში ფულს ტაილანდური დასუფთავების პროდუქციის რეალიზატორი კომპანია იპარავდა. კონკრეტულად, რა შეემთხვათ "ფეისბუქის" ბიზნეს-ანგარიშების მომხმარებლებს და რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ "ფეისბუქიდან" ფული არ დაკარგოთ, AMBEBI.GE-ს რესპონდენტები თავად გიამბობენ.

გოგა ბიბილური "ფეისბუქზე" ბიზნეს-ანგარიშს მართავს და პოსტების რეკლამაში ხშირად იხდის ფულს. როგორც AMBEBI.GE-ს უამბო, ბოლო პერიოდში ანგარიში რამდენჯერმე "გაუტეხეს“ და თანხაც მიითვისეს.

"ფეისბუქში" დიდი რაოდენობით ნოტიფიკაცია მომდიოდა. რომ გადავამოწმე, აღმოვაჩინე, რომ გაუქმებული რეკლამები იყო. ამის შემდეგ, სარეკლამო ანგარიშები გადავამოწმე.

აღმოჩნდა, რომ დაახლოებით ერთ საათში 3 000 დოლარის რეკლამების გახარჯვა მოასწრეს. საბოლოოდ, ვნახე რომ აშშ-ს მისამართიდან იყო ვიღაც შემოსული. ჩემი ბიზნეს-ანგარიშის დაცვა რამდენიმეჯერ ვცადე, „ფეისბუქი“ ყველა მოწყობილობაში გავთიშე, განვაახლე პაროლი, შევცვალე ელ-ფოსტის მისამართი, თუმცა ჰაკერები ანგარიშზე შესვლას მაინც ახერხებდნენ. ყველაზე გასაკვირი კი ის იყო, რომ ორი ე.წ factor authentication (ორმაგი ავტორიზაცია) მეყენა, თუმცა ჩემს ანგარიშზე შესვლას მაინც უპრობლემოდ ახერხებდნენ. ჰაკერებთან 2-საათიანი ჭიდილის შემდეგ, მათგან თავის დაღწევა მოვახერხე" - განმარტავს გოგა.

გოგა ბიბილურმა „ფეისბუქს“ მიმართა. ხარვეზების აღმოჩენის შემდეგ, კომპანიამ ბიზნეს-ანგარიშის მფლობელს თანხა მეორე დღესვე გაუგზავნა, თუმცა პრობლემები ამით არ დასრულებულა.

„ანგარიშის გატეხა თანხის დაბრუნებისთანავე გაგრძელდა. იმ დღეს, როცა „ფეისბუქმა“ თანხა დამიბრუნა, ჰაკერებმა ორჯერ შეძლეს ჩემს ანგარიშზე შემოსვლა. ჰქონდათ რეკლამის გაშვების მცდელობაც, თუმცა „ფეისბუქის“ მხრიდან ყველა სარეკლამო ანგარიში უკვე დაბლოკილი იყო, მეც თავდაცვის მიზნით, ადმინისტრატორობა გავაუქმე.

„ფეისბუქს“ აღნიშნული პრობლემით ისევ მივმართე, თუმცა მითხრეს, რომ ვერანაირად ვერ დამეხმარებოდნენ, რადგან დამატებითი უსაფრთხოების რეკომენდაციების მოცემა არ შეეძლოთ

კიდევ ერთხელ განვაახლე პაროლები, როგორც ელ-ფოსტებზე, ასევე „ფეისბუქზე“. გარდა ამისა, განვაახლე 2 factor authentication app, რადგან ჰაკერული თავდასხმების შესახებ ინფორმაცია არც მესიჯის და არც ელ-ფოსტის საშუალებით არ მომდიოდა. ჩავთვალე, რომ ჰაკერებმა როგორღაც სწორედ ამ Api Key-ზე მოიპოვეს წვდომა, ამიტომ ყველა მოწყობილობა „დავარესეტე“და მასალები გამოუყენებელ მყარ დისკებზე გადავიტანე, რადგან შეტევის ერთ-ერთ ვარიანტად "ფიშინგსაც" მოვიაზრებდი.

საბოლოოდ, ამ ზომებმაც არ მიშველა და მეორე დღეს, საღამოს ჰაკერები კიდევ ოთხჯერ შემოვიდნენ ანგარიშზე. მათგან თავდაცვა რამდენჯერმე ვცადე, თუმცა როგორც მივხვდი, ამ მცდელობებს აზრი არ ჰქონდა. ამავე დღეს, ყველა სარეკლამო ანგარიშიდან ამოვშალე ჩემი "ექაუნთი", რადგან ვერც „ფეისბუქი“ მეხმარებოდა. ამის შემდეგ ჩემი ანგარიშის გატეხვის მცდელობა აღარ ყოფილა“, - გვეუბნება ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი.

რაც შეეხება ანი სირბილაძის ისტორიას, როგორც ის AMBEBI.GE-ს უყვება, მეგობრის დედას „ფეისბუქის“ ბიზნეს-გვერდის ადმინისტრირებაში ეხმარება. აღმოაჩინა, რომ ბიზნეს-გვერდისთვის რეკლამაში თანხას არა მეგობრის დედა, არამედ ტაილანდური საწმენდი საშუალებების კომპანია ხარჯავდა.

„ჩემი მეგობრის დედას, მხატვარ მეგი გვენეტაძეს თავისი სამხატვრო სტუდია აქვს, მოსწავლეები ჰყავს და „ფეისბუქში“ პოსტებს ასპონსორებს ხოლმე. აღნიშნულ რეკლამაში თვეში დაახლოებით, 100 დოლარს ხარჯავს. დაახლოებით, 2-3 თვის წინ მოულოდნელად, აღმოაჩინა, რომ საკუთარ პოსტებს ვეღარ ასპონსორებდა. დაინტერესდა, პრობლემა რატომ შეექმნა, მე მომმართა და როდესაც შევამოწმე, აღმოჩდა, რომ ერთ-ერთ ტაილანდურ კომპანიას მეგი გვენეტაძე თავისი გვერდის ადმინისტრატორად ჰყავდა დამატებული და საკუთარი პოსტების დასასპონსორებლად მის ბარათს იყენებდა.

როდესაც საბოლოოდ შევამოწმე დახარჯული თანხა, მისი ოდენობა 250 დოლარი აღმოჩნდა. ამ პრობლემის შესახებ „ფეისბუქს“ მივწერე. პასუხი 3-4 დღეში დაგვიბრუნეს. ნახეს, რომ მართლები ვიყავით, ტაილანდური კომპანიის გვერდის ადმინისტრატორობიდან წაგვშალეს და „ფეისბუქმა“ ფული დაგვიბრუნა" - განმარტავს სირბილაძე.

„ფეისბუქმა“ მათ ურჩიათ, რომ ჰაკერული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, შეეცვალათ ბარათი, რომელსაც პოსტების დასასპონსორებლად იყენებდნენ. ასეც მოიქცნენ, თუმცა ჰაკერული თავდასხმები გაგრძელდა.

„ბარათი შევცვალეთ, თუმცა დაახლოებით, თვენახევარში იგივე განმეორდა. აღნიშნულ უცხოურ გვერდს ისევ ადმინად ვყავდით დამატებულები და ისევ იმ კომპანიას ჰქონდა თანხა ჩამოჭრილი. „ფეისბუქს“ მივწერე, კომპენსაციას ვითხოვ, რადგან ერთხელ რომ მსგავსი შემთხვევა მოხდა, ის გვერდი არ გაასაჩივრეთ და მუშაობაში ხელი გვეშლება-მეთქი. ამ მესიჯის შემდეგ მოპარული თანხაც დაგვიბრუნეს და 150 დოლარით ზედმეტი გადაგვიხადეს, თუმცა ის გვერდი ისევ არ დაუბლოკავთ. აღნიშნული „ფეისბუქის“ ბიზნეს-გვერდი ახლაც ფუნქციონირებს“, - აღნიშნა დაზარალებულმა.

როგორ უნდა დავიცვათ თავი მსგავსი ჰაკერული თავდასხმებისგან? - ამ კითხვით AMBEBI.GE-მ კიბერუსაფრთხოების ექსპერტსა და „უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის“ ხელმძღვანელს ლაშა პატარაიას მიმართა.

პატარაია ჩვენს მკითხველს რამდენიმე რჩევას აძლევს იმისთვის, რომ ჰაკერებმა ანგარიშიდან თანხის მოპარვა ვერ შეძლონ და ამავდროულად, ინტერნეტსივრცეში პირადი ინფორმაციაც დაიცვათ.

  • თუ გაქვთ ისეთი გვერდი, რომელიც არის შემოსავლისთვის, შოუბიზნესს, გაყიდვებსა თუ პოლიტიკურ პიარს ემსახურება, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - არ მართოთ გვერდი პირადი “ფეისბუქ“ ანგარიშით!

ჩვენი პირადი ანგარიშით ინტერნეტსივცრცეში ბევრ აქტივობას ვახორციელებთ, ბევრ ინფორმაციას გავცემთ, ამიტომ არ არის მართებული, ასეთი ოფიციალური გვერდები ჩვენი პირადი ანგარიშებით ვმართოთ, თუ ძალიან გარკვეულები არ ვართ კიბერუსაფრთხოების საკითხებში.

უმჯობესია, გახსნათ „ფეისბუქის“ ცალკე პროფილი, რომელიც არ იქნება არაფერთან კავშირში გარდა იმ გვერდისა, რომელიც უნდა იმართოს და მასზე იქნება მიბმული ნებისმიერი გადახდის მეთოდი, მათ შორის პლასტიკური საბანკო ბარათი.

ამავე გვერდზე „ადმინისტრატორებად არ უნდა მიაბათ ფიზიკური, კერძო პირები (ერთადერთი, რაც შეიძლება, მათთვის როლების მინიჭებააა: რედაქტორი, ანალიტიკოსი). გვერდის მესაკუთრე და ადმინისტრატორი არ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს აქტიური პროფილი" - აღნიშნა მან.

  • 10-დან 7 ვებგვერდი, „ფეისბუქის“ პროფილის იდენტიფიცირებას ახდენს. თქვენ შეიძლება შეხვიდეთ მაგალითად, ჰაკერების მიერ მომზადებულ გვერდზე და ამით „ფეისბუქის“ პროფილის ავტორიზაციის მექანიზმი ხელში ჩაუგდოთ, კონკრეტულად კი - USER ID

არსებობს ავტორიზაციის სხვა მეთოდები, რომელსაც დეველოპერები იყენებენ. მაგალითად, როდესაც რაიმე გვერდზე შედიხართ, ალბათ შეგვხვედრიათ შემოთავაზება, რომ ვერიფიკაცია შეგიძლიათ, „ფეისბუქის“ მეშვეობით გაიაროთ და კონკრეტულ გვერდზე კომენტარი ამის შემდეგ დატოვოთ.

უნდა მოვახერხოთ, რომ არ ავყვეთ ცდუნებას და „ფეისბუქით“ არცერთ ვებგვერდზე არ გავიაროთ ავტორიზაცია, თუნდაც კომენტარის ერთჯერადად დატოვების მიზნითაც. ძალიან ბევრი ვებგვერდი გვაძლევს საშუალებას, არ შევიყვანოთ ჩვენი მონაცემები, მეილი და ვერიფიკაცია „ფეისბუქით“ გავიაროთ - ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ანგარიშების უმეტესობა სწორედ ამ გზით ტყდება!

  • იქონიეთ არა ე.წ სახელფასო, არამედ სხვა საბანკო ბარათი

"ფეისბუქის“ გარდა ბევრი სხვა ბიზნეს ინსტრუმენტი და პლატფორმაა, რომელსაც მომხმარებლები იყენებენ. საბოლოო ჯამში, ყველა შეტევის ამოცანა კომერციული მოგების მიღებაა. სწორედ ამიტომ, მთავარი აქტივი, რაც მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს, საბანკო ანგარიშია.

რჩევები ამ მიმართულებითაც მაქვს: იქონიეთ არა ე.წ სახელფასო, არამედ სხვა საბანკო ბარათი. ეს ბარათი არ უნდა გამოიყენოთ კომერციულ ობიექტებში ანგარიშსწორებისას, თანხა მასზე მაშინ უნდა გადარიცხოთ, როდესაც კონკრეტული ბიზნეს აქტივობისთვის ტრანზაქციას ახორციელებთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰაკერები თქვენს „ფეისბუქის“ ანგარიშს გატეხენ, ბარათი უბრალოდ, თანხის გარკვეული ნიშნულით დაიბლოკება.

  • დაუცველი WiFi-ით ავტომატურად იწვევთ ადამიანს, რომ თქვენი მონაცემები მიითვისოს

თუ კაფეში, სასტუმროში, აეროპორტში, ქუჩაში, ღია და დაუცველი WiFi-ს ქსელით სარგებლობთ, ავტომატურად იწვევთ ადამიანს, რომ თქვენი მონაცემები მიითვისოს. რეალურად, თქვენ არ იცით, იმ ქსელის ადმინისტრატორი ვინ არის და საერთოდ, იმ ქსელში ხართ თუ არა ჩართული, რომელთან მიერთებასაც ცდილობთ.

„მაგალითად, როდესაც კაფეში სხედხართ, შეგიძლიათ, შეუერთდეთ იმ ობიექტის WiFi-ს. შეიძლება, იქ იყოს კიდევ ერთი ადამიანი ერთი სმარტფონით, რომელიც კაფეში არსებული ქსელის დუბლირებას გააკეთებს, ამ ქსელს დროებით გათიშავს და როცა გგონია, რომ შედიხარ ბარის WiFi-ზე, შეხვალ ანონიმური ჰაკერის ქსელში.

შედეგად, არამარტო „ფეისბუქი“, არამედ მთელი ჩვენი ქსელური ინფორმაცია, რასაც თქვენი კომპიუტერი ეძებს და უკავშირდება, გაივლის ჰაკერის ტელეფონს ან კომპიუტერს, ის ამ ყველაფერს ჩაიწერს და მოგვიანებით გაშიფრავს. ამოიღებს თქვენს ავტორიზაციის საშუალებებს, პაროლებს, სესიებს, ბევრ სხვადასხვა „ნოყიერ ინფორმაციას“ იმისთვის, რომ თქვენს ყველა რესურსზე, წვდომა ჰქონდეს", - აღნიშნა ლაშა პატარაიამ.

  • კიბერ-შეტევები ძალიან დაიხვეწა!

რასაკვირველია, შეგვიძლია გამოვიყენოთ რთული პაროლი, ჩვენს მოწყობილობაზე დავაყენოთ ანტივირუსი, არ გამოვიყენოთ არალიცენზირებული პროგრამები, მაგრამ ეს რჩევები უკვე იმდენჯერ გვაქვს მოსმენილი, რომ მოსაწყენი ხდება.

ამასთან, კიბერსივრცეში შეტევები ძალიან დაიხვეწა და აღარ არის მხოლოდ პაროლის გამოცნობაზე, მის გენერირებაზე ან მოპოვებაზე დაყრდნობილი. ეს არის რთული კომპლექსური სქემა, რომელშიც მთელი ვებსივრცეა ჩართული.

კარგია, გქონდეთ კარგი პაროლი, ხშირად ცვალოთ ის; უკეთესია, რომ გქონდეთ ანტივირუსი, მაგრამ აუცილებელია, რომ მოწყობილობაში არ გქონდეთ მეკობრული ანუ არალიცენზირებული პროდუქცია.

ასევე, აუცილებელია, ჩვენს სოციალურ ქსელსა თუ ელექტრონულ ფოსტაში სხვისი კომპიუტერიდან არ გავიაროთ ავტორიზაცია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ