სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით გარეჯის არქიმანდრიტი - აზერბაიჯანი სამი უზარმაზარი ბულდოზერით მუშაობს, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?
დავით გარეჯის არქიმანდრიტი - აზერბაიჯანი სამი უზარმაზარი ბულდოზერით მუშაობს, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?

ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა არ გავ­და არც მი­ნის­ტრის, არც სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის გან­ცხა­დე­ბას, სა­ერ­თოდ გა­სუ­ლი იყო მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნი­დან. რაც ხდე­ბა ეს ვან­და­ლიზ­მია, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“და­ვით გა­რე­ჯის მა­მა­თა მო­ნას­ტრის არ­ქი­მან­დრიტ­მა, კი­რი­ონ­მა (ონი­ა­ნი) აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის მიერ და­ვით გა­რე­ჯის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გზის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

არ­ქი­მან­დრი­ტი „სპექ­ტაკლს“ უწო­დებს იმ გან­ცხა­დე­ბებს, რაც სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გა­კეთ­და და აცხა­დებს, რომ გზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს, სამი ბულ­დო­ზე­რი მუ­შა­ობს.

„ესაა ჩვენ რა­საც ვუ­ყუ­რებთ, მე­სა­ზღვრე­ებ­თან კონ­ტაქ­ტი არ გვაქვს. კო­მი­სი­ე­ბის დო­ნე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს შეხ­ვედ­რა და იქაც ით­ქვა ეს ამ­ბა­ვი და იქ ჩა­ა­ტა­რეს სპექ­ტაკ­ლი, ვი­თომ არა­ფე­რი იცი­ან და უნდა გა­არ­კვი­ონ და ვი­თომ და­მო­უ­კი­დებ­ლად მოქ­მე­დე­ბენ მე­სა­ზღვრე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი.

სამი უზარ­მა­ზა­რი ბულ­დო­ზე­რი მუ­შა­ობს, იმ­ხე­ლა გზა გაჰ­ყავთ, რომ ორი მან­ქა­ნა თა­ვი­სუფ­ლად აუქ­ცევს ერ­თმა­ნეთს გვერდს. მათი კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან იწყე­ბენ ამოს­ვლას და გზა ამოჰ­ყავთ ჩი­ჩხი­ტუ­რის კოშ­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ,“ - აცხა­დებს არ­ქი­მად­რი­ტი.

მი­სი­ვე თქმით, ჩნდე­ბა კი­თხვა - თუ არ იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მხა­რე, რა­ტომ არ იღებს სა­ხელ­მწი­ფო შე­სა­ბა­მის ზო­მებს.

„ფაქ­ტია , რომ ვან­და­ლიზ­მია. გა­ა­კე­თა ზალ­კა­ლი­ან­მა გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც არ გავ­და არც მი­ნის­ტრის, არც სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის გან­ცხა­დე­ბას, სა­ერ­თოდ გა­სუ­ლი იყო მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნი­დან ეს გან­ცხა­დე­ბა. მი­ნის­ტრი გვე­უბ­ნე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი პრე­სი­დან გა­ვი­გე, უნდა გა­და­ვა­მოწ­მო, რო­მე­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხდე­ბა გზის გაყ­ვა­ნაო.

აქ ორი ძი­რე­უ­ლუ­ლი შეც­დო­მაა. ჩვენ სა­უ­ბა­რი არ ვაქვს დად­გე­ნი­ლი სა­ზღვრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ცხა­დია, ეს დად­გე­ნი­ლი სა­ზღვრის მო­ნაკ­ვეთ­ში მათ მხა­რეს რომ ხდე­ბო­დეს, აქვთ უფ­ლე­ბა აწარ­მო­ონ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ჯერ არაა დად­გე­ნი­ლი სა­ზღვა­რი ჩვენს შო­რის და ეს ტე­რი­ტო­რია სა­სა­ზღვრო ზო­ნაა, აქ სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს ამ ტი­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს მე­ო­რე მხა­რეს­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე. აქაც პრობ­ლე­მაა, ერთი რომ არ გი­თან­ხმებს და მე­ო­რე, ესე იგი გი­თან­ხმებს და გვი­მა­ლავთ. ეს და­უშ­ვე­ბე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. ესაა ის სა­ვა­რა­უ­დო ვა­რი­ან­ტე­ბი, რაც არ­სე­ბობს და კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­საც პა­სუ­ხე­ბი არ აქვს. თუ ეს სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­თან­ხე­ბუ­ლი არაა და ისე მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამას ჰქვია სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლი, ეს სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­ა­სა­ჩივ­როს და გა­ა­გე­ბი­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს მყი­სი­ე­რად მოს­თხო­ვენ პა­სუხს და გა­ჩერ­დე­ბა, რა­ტომ არ აკე­თე­ბენ ამას? ,“ - აცხა­დებს არ­ქი­მან­დრი­ტი კი­რი­ო­ნი.

არიქ­მან­დრი­ტის გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ისაა, რომ და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი არის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლი და მის ზო­ნა­ში ამ­დაგ­ვა­რი მუ­შა­ო­ბა „ვან­და­ლიზ­მია“ .

„ქურ­მუ­ხის ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც კახ­ში მდე­ბა­რე­ობს და გა­და­ე­ცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს, არის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ძეგლი. ქურ­ნუ­ხის ტა­ძარ­ზე, რო­მე­ლიც ბორ­ცვზე დგას, რომ და­ი­წყოს აზერ­ბა­ი­ჯან­მა მო­თხრე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო ვალ­დე­ბუ­ლია ეს გა­აპ­რო­ტეს­ტოს და აქვე ჯერ და­უდ­გე­ნელ სა­ზღვარ­ზე, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამას აკე­თებს, სა­დაა სა­ხელ­მწი­ფო , რას აკე­თებს?,“ - აცხა­დებს არ­ქი­მან­დრი­ტი კი­რი­ო­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­გი­ლობ­რივ­მა გიდ­მა ზვი­ად ანა­ნი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ზღვარ­თან აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ გზის გაყ­ვა­ნა და­ი­წყო და ჩი­ჩხი­ტუ­რის კოშ­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ფერ­დობ­ზე გზა რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც გაჰ­ყავს. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის სა­პა­სუ­ხოდ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ი­დან გა­ი­გო და სა­კი­თხის დე­ტა­ლებს გა­არ­კვევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

დავით გარეჯის არქიმანდრიტი - აზერბაიჯანი სამი უზარმაზარი ბულდოზერით მუშაობს, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?

დავით გარეჯის არქიმანდრიტი - აზერბაიჯანი სამი უზარმაზარი ბულდოზერით მუშაობს, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?

ზალკალიანის განცხადება არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან. რაც ხდება ეს ვანდალიზმია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

არქიმანდრიტი „სპექტაკლს“ უწოდებს იმ განცხადებებს, რაც სამშენებლო სამუშაოების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა და აცხადებს, რომ გზის მშენებლობაზე, რომელიც მიმდინარეობს, სამი ბულდოზერი მუშაობს.

„ესაა ჩვენ რასაც ვუყურებთ, მესაზღვრეებთან კონტაქტი არ გვაქვს. კომისიების დონეზე მიმდინარეობს შეხვედრა და იქაც ითქვა ეს ამბავი და იქ ჩაატარეს სპექტაკლი, ვითომ არაფერი იციან და უნდა გაარკვიონ და ვითომ დამოუკიდებლად მოქმედებენ მესაზღვრე პოლიციელები.

სამი უზარმაზარი ბულდოზერი მუშაობს, იმხელა გზა გაჰყავთ, რომ ორი მანქანა თავისუფლად აუქცევს ერთმანეთს გვერდს. მათი კონტროლირებადი ტერიტორიიდან იწყებენ ამოსვლას და გზა ამოჰყავთ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით ,“ - აცხადებს არქიმადრიტი.

მისივე თქმით, ჩნდება კითხვა - თუ არ იყო ინფორმირებული ქართული მხარე, რატომ არ იღებს სახელმწიფო შესაბამის ზომებს.

„ფაქტია , რომ ვანდალიზმია. გააკეთა ზალკალიანმა განცხადება, რომელიც არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან ეს განცხადება. მინისტრი გვეუბნება ეს ყველაფერი პრესიდან გავიგე, უნდა გადავამოწმო, რომელი მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება გზის გაყვანაო.

აქ ორი ძირეულული შეცდომაა. ჩვენ საუბარი არ ვაქვს დადგენილი საზღვრის ტერიტორიაზე. ცხადია, ეს დადგენილი საზღვრის მონაკვეთში მათ მხარეს რომ ხდებოდეს, აქვთ უფლება აწარმოონ მათთვის სასურველი სამუშაოები, მაგრამ ვინაიდან ჯერ არაა დადგენილი საზღვარი ჩვენს შორის და ეს ტერიტორია სასაზღვრო ზონაა, აქ საერთაშორისო კანონმდებლობით მეზობელ სახელმწიფოს ამ ტიპის სამუშაოების განხორციელების უფლება არ აქვს მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე. აქაც პრობლემაა, ერთი რომ არ გითანხმებს და მეორე, ესე იგი გითანხმებს და გვიმალავთ. ეს დაუშვებელია საერთაშორისო დონეზე. ესაა ის სავარაუდო ვარიანტები, რაც არსებობს და კითხვები, რომლებსაც პასუხები არ აქვს. თუ ეს სამშენებლო სამუშაოები შეთანხებული არაა და ისე მიმდინარეობს, ამას ჰქვია საერთაშორისო სკანდალი, ეს საქართველომ უნდა გაასაჩივროს და გააგებინოს საერთაშორისო თანამეგობრობას და აზერბაიჯანულ მხარეს მყისიერად მოსთხოვენ პასუხს და გაჩერდება, რატომ არ აკეთებენ ამას? ,“ - აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

არიქმანდრიტის განმარტებით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი და მის ზონაში ამდაგვარი მუშაობა „ვანდალიზმია“ .

„ქურმუხის ეკლესია, რომელიც კახში მდებარეობს და გადაეცა აზერბაიჯანულ მხარეს, არის ქართული კულტურის ძეგლი. ქურნუხის ტაძარზე, რომელიც ბორცვზე დგას, რომ დაიწყოს აზერბაიჯანმა მოთხრები, საქართველო ვალდებულია ეს გააპროტესტოს და აქვე ჯერ დაუდგენელ საზღვარზე, რომ აზერბაიჯანი ამას აკეთებს, სადაა სახელმწიფო , რას აკეთებს?,“ - აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

შეგახსენებთ, რომ როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილმა განუცხადა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო და ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით, ფერდობზე გზა რამდენიმე დღეა, რაც გაჰყავს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნული საკითხის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მედიიდან გაიგო და საკითხის დეტალებს გაარკვევს.

"გოგონა იყო ჭარბი წონით, თანმხლები დაავადების შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია" - რას ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი კოვიდით გარდაცვლილ 24 წლის პაციენტზე და რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო

"ტუჩები ჰქონდა დალურჯებული, სიმწრისგან იკვნეტდა, წყალს არ აწვდიდნენ, მოკლეს უყურადღებობით... მივმართავთ სასამართლოს" - რას ყვება კოვიდით გარდაცვლილი 24 წლის გოგონას ოჯახი

9 წლის დიმას სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლის გადასხმა - ოჯახი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს