პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე, თბილისში 44 გველი დაიჭირეს" - არიან თუ არა შხამიანი ქვეწარმავლები დედაქალაქში?
"1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე, თბილისში 44 გველი დაიჭირეს" - არიან თუ არა შხამიანი ქვეწარმავლები დედაქალაქში?

1-ელი აპ­რი­ლი­დან 17 მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში, თბი­ლის­ში 44 ქვე­წარ­მა­ვა­ლი და­ი­ჭი­რეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს ჰერ­პე­ტო­ლოგ­მა, შოთა ზან­დუ­კელ­მა გა­ნუ­ცხა­და, 15 მა­ი­სი­დან თბი­ლის­ში გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შარ­შან­დელ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

„წლე­ვან­დე­ლი წელი შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და­ი­წყო. ქვე­წარ­მავ­ლის გა­მოღ­ვი­ძე­ბას და გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, ბუ­ნებ­რი­ვი ციკ­ლის სწო­რად წარ­მარ­თვას შე­სა­ფე­რი­სი ამინ­დი სჭირ­დე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მზი­ა­ნი დღე­ე­ბის სიმ­რავ­ლით და წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბის სიმ­ცი­რით. შარ­შან აპ­რი­ლის თვე შე­და­რე­ბით თბი­ლი იყო, წელს ცი­ო­და, რის გა­მოც, ქვე­წარ­მა­ვალ­მა გვი­ან გა­იღ­ვი­ძა. თუმ­ცა, ახლა უკვე სი­ტუ­ა­ცია ნელ-ნელა ბა­ლანსდე­ბა. 15 მა­ი­სი­დან გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი გა­აქ­ტი­ურ­და, რაც ქვე­წარ­მავ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდით გა­მო­ი­ხა­ტა. რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ტის­ტი­კას, შარ­შან აპ­რილ­ში 15 ქვე­წარ­მა­ვა­ლი და­ვი­ჭი­რეთ, წელს - 16. თუმ­ცა, რა­დი­კა­ლუ­რი სხვა­ო­ბაა მა­ის­ში, როცა ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი უნდა იყოს. 2018 წელს მა­ის­ში 140 ქვე­წარ­მა­ვა­ლი და­ვი­ჭი­რეთ, წელს, 17 მა­ი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, მხო­ლოდ - 28, როცა ამ დრო­ის­თვის მი­ნი­მუმ 70-80 უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ჭე­რი­ლი. თბი­ლი­სის თით­ქმის ყვე­ლა უბ­ნი­დან თა­ნაბ­რად არის შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წერ­ტი­ლე­ბი არ არის. შე­საძ­ლე­ბე­ლია 5-6 გა­მო­ძა­ხე­ბით მეტი იყოს გა­რე­უბ­ნებ­ში, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რივ არე­ალ­თან ახ­ლოს არის, თუმ­ცა, მკვეთ­რი გან­სხვა­ვე­ბა უბ­ნებს შო­რის ნამ­დვი­ლად არ არის“, - გა­ნა­ცხა­და ზან­დუ­კელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა შხა­მი­ან ქვე­წარ­მავ­ლებს, რო­გორც ზან­დუ­კე­ლი ამ­ბობს, შხა­მი­ა­ნი ქვე­წარ­მავ­ლის მოხ­ვედ­რის ალ­ბა­თო­ბა არა მხო­ლოდ თბი­ლის­ში, ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­სა თუ სო­ფელ­შია.

„თბი­ლისს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს შემ­თხვე­ვი­თო­ბის თე­მაა. ძი­რი­თა­დად მე­ქა­ნი­კუ­რი შე­მოყ­ვა­ნა ხდე­ბა, რო­დე­საც ქვე­წარ­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა­ში ძვრე­ბა და შემ­დეგ ჩა­მო­დის, ან სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის შე­მო­ტა­ნი­სას ამ მა­სა­ლას მოყ­ვე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით, 26 სა­ხე­ო­ბის ქვე­წარ­მა­ვა­ლი ბი­ნად­რობს, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე შხა­მი­ა­ნი გი­ურ­ზაა. ამ 26 სა­ხე­ო­ბი­დან თბი­ლი­სის ირ­გვლივ, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 სა­ხე­ო­ბის ქვე­წარ­მა­ვალს ვხვდე­ბით. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში ბი­ნად­რობს. ისი­ნი ქა­ლა­ქის ირ­გვლივ ბუ­ნებ­რივ არე­ალ­ში ბი­ნად­რო­ბენ, თუმ­ცა, მათი ქა­ლაქ­ში მოხ­ვედ­რის ალ­ბა­თო­ბა დი­დია. გი­ურ­ზა თბი­ლის­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ყო­ფი­ლა, თუმ­ცა, შარ­შან ერთი და­ვი­ჭი­რეთ თბი­ლი­სის ერთ-ერთ გა­რე­უ­ბან­ში. რაც შე­ე­ხე­ბა დაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვებს, წელს არც თბი­ლის­ში და არც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაკ­ბე­ნის ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. შარ­შან იყო ქვე­მო ქარ­თლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მა­მა­კა­ცის დაკ­ბე­ნის ფაქ­ტი, რო­დე­საც გი­ურ­ზამ უკბი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ზან­დუ­კელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დე­და­ქა­ლაქ­ში ნა­პოვნ ქვე­წარ­მავ­ლებს ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ისევ ბუ­ნე­ბა­ში უშ­ვე­ბენ.

„რო­დე­საც მო­ვახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას, და­ვი­ჭერთ ქვე­წარ­მა­ვალს, ყო­ვე­ლი დღის ბო­ლოს, ვაბ­რუ­ნებთ ბუ­ნე­ბა­ში, ქა­ლაქ­გა­რეთ, და­უ­სახ­ვე­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­ხე­ო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, თუ რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბა სად ბი­ნად­რობს. აქამ­დე და­ჭე­რი­ლი ყვე­ლა ქვე­წარ­მა­ვა­ლი ბუ­ნე­ბას და­უბ­რუნ­და“, - გა­ნა­ცხა­და ზან­დუ­კელ­მა.

იმის­თვის, რომ ქვე­წარ­მა­ვა­ლი და­სახ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ გა­ჩერ­დეს, ჰერ­პე­ტო­ლო­გი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს, რომ არ და­ა­ბინ­ძუ­რონ გა­რე­მო და არ და­ყა­რონ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი.

„და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ში ჩნდე­ბი­ან მღრღნე­ლე­ბი, რაც თა­ვის­თა­ვად იზი­დავს ქვე­წარ­მავ­ლებს“, - აღ­ნიშ­ნავს ზან­დუ­კე­ლი.

ამას­თან, შოთა ზან­დუ­კე­ლი გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თავს, რომ მო­ნი­ტო­რინ­გი გა­უ­წი­ონ ეროვ­ნულ პარ­კებ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას, რად­გან გვე­ლე­ბის და­ხოც­ვის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და.

„ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა ქვე­წარ­მავ­ლე­ბის და­ხოც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ტუ­რის­ტე­ბის მიერ მოხ­და კავ­კა­სი­უ­რი გველ­გეს­ლის და­ხოც­ვა. ეს არის ქვე­წარ­მავ­ლის უნი­კა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს წი­თელ წიგნ­შია შე­სუ­ლი. იქ­ნებ მო­ახ­დი­ნონ რე­ა­გი­რე­ბა, რომ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი არ გან­მე­ორ­დეს. მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კი­დან მო­მა­წო­დეს უცხო­ე­ლებ­მა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­კრე­ტუ­ლად კავ­კა­სი­უ­რი გველ­გეს­ლის სა­ხე­ო­ბის გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რა დრო­საც ნა­ხეს უამ­რა­ვი მოკ­ლუ­ლი ქვე­წარ­მა­ვა­ლი. ასე­თი ბევ­რი ფაქ­ტი მაქვს. მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დებ, ქვე­წარ­მავ­ლის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე და­უ­კავ­შირ­დნენ ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს ცხე­ლი ხა­ზის ნო­მერ­ზე 421 424 ან 577 95 87 77“, - გა­ნა­ცხა­და ზან­დუ­კელ­მა.

ავტორი:

"1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე, თბილისში 44 გველი დაიჭირეს" - არიან თუ არა შხამიანი ქვეწარმავლები დედაქალაქში?

"1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე, თბილისში 44 გველი დაიჭირეს" - არიან თუ არა შხამიანი ქვეწარმავლები დედაქალაქში?

1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში, თბილისში 44 ქვეწარმავალი დაიჭირეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა განუცხადა, 15 მაისიდან თბილისში გამოძახებები გააქტიურებულია, თუმცა, მისივე ინფორმაციით, შარშანდელ პერიოდთან შედარებით სტატისტიკური მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია.

„წლევანდელი წელი შარშანდელთან შედარებით განსხვავებულად დაიწყო. ქვეწარმავლის გამოღვიძებას და გააქტიურებას, ბუნებრივი ციკლის სწორად წარმართვას შესაფერისი ამინდი სჭირდება, რაც გამოიხატება მზიანი დღეების სიმრავლით და წვიმიანი ამინდების სიმცირით. შარშან აპრილის თვე შედარებით თბილი იყო, წელს ციოდა, რის გამოც, ქვეწარმავალმა გვიან გაიღვიძა. თუმცა, ახლა უკვე სიტუაცია ნელ-ნელა ბალანსდება. 15 მაისიდან გამოძახებები გააქტიურდა, რაც ქვეწარმავლების რაოდენობის ზრდით გამოიხატა. რაც შეეხება სტატისტიკას, შარშან აპრილში 15 ქვეწარმავალი დავიჭირეთ, წელს - 16. თუმცა, რადიკალური სხვაობაა მაისში, როცა ყველაზე აქტიური პერიოდი უნდა იყოს. 2018 წელს მაისში 140 ქვეწარმავალი დავიჭირეთ, წელს, 17 მაისის მდგომარეობით, მხოლოდ - 28, როცა ამ დროისთვის მინიმუმ 70-80 უნდა ყოფილიყო დაჭერილი. თბილისის თითქმის ყველა უბნიდან თანაბრად არის შემოსული შეტყობინებები, რადიკალურად განსხვავებული წერტილები არ არის. შესაძლებელია 5-6 გამოძახებით მეტი იყოს გარეუბნებში, რომელიც ბუნებრივ არეალთან ახლოს არის, თუმცა, მკვეთრი განსხვავება უბნებს შორის ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ზანდუკელმა.

რაც შეეხება შხამიან ქვეწარმავლებს, როგორც ზანდუკელი ამბობს, შხამიანი ქვეწარმავლის მოხვედრის ალბათობა არა მხოლოდ თბილისში, ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელშია.

„თბილისს რაც შეეხება, ეს შემთხვევითობის თემაა. ძირითადად მექანიკური შემოყვანა ხდება, როდესაც ქვეწარმავალი მანქანაში ძვრება და შემდეგ ჩამოდის, ან სამშენებლო მასალების შემოტანისას ამ მასალას მოყვება. საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით, 26 სახეობის ქვეწარმავალი ბინადრობს, რომელთაგან ყველაზე შხამიანი გიურზაა. ამ 26 სახეობიდან თბილისის ირგვლივ, დაახლოებით, 15 სახეობის ქვეწარმავალს ვხვდებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სახეობა დედაქალაქში ბინადრობს. ისინი ქალაქის ირგვლივ ბუნებრივ არეალში ბინადრობენ, თუმცა, მათი ქალაქში მოხვედრის ალბათობა დიდია. გიურზა თბილისში ძალიან იშვიათად ყოფილა, თუმცა, შარშან ერთი დავიჭირეთ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში. რაც შეეხება დაკბენის შემთხვევებს, წელს არც თბილისში და არც საქართველოში დაკბენის ფაქტი არ დაფიქსირებულა. შარშან იყო ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, მამაკაცის დაკბენის ფაქტი, როდესაც გიურზამ უკბინა“, - განაცხადა ზანდუკელმა.

მისივე თქმით, დედაქალაქში ნაპოვნ ქვეწარმავლებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები ისევ ბუნებაში უშვებენ.

„როდესაც მოვახდენთ რეაგირებას, დავიჭერთ ქვეწარმავალს, ყოველი დღის ბოლოს, ვაბრუნებთ ბუნებაში, ქალაქგარეთ, დაუსახველებელ ტერიტორიებზე სახეობების მიხედვით, თუ რომელი სახეობა სად ბინადრობს. აქამდე დაჭერილი ყველა ქვეწარმავალი ბუნებას დაუბრუნდა“, - განაცხადა ზანდუკელმა.

იმისთვის, რომ ქვეწარმავალი დასახლებულ ტერიტორიაზე არ გაჩერდეს, ჰერპეტოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ დააბინძურონ გარემო და არ დაყარონ სამშენებლო მასალები.

„დაბინძურებული გარემოში ჩნდებიან მღრღნელები, რაც თავისთავად იზიდავს ქვეწარმავლებს“, - აღნიშნავს ზანდუკელი.

ამასთან, შოთა ზანდუკელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმართავს, რომ მონიტორინგი გაუწიონ ეროვნულ პარკებში არსებულ სიტუაციას, რადგან გველების დახოცვის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

„ძალიან დიდი პრობლემაა ქვეწარმავლების დახოცვასთან დაკავშირებით. რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების მიერ მოხდა კავკასიური გველგესლის დახოცვა. ეს არის ქვეწარმავლის უნიკალური სახეობა, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოს წითელ წიგნშია შესული. იქნებ მოახდინონ რეაგირება, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. მტირალას ეროვნული პარკიდან მომაწოდეს უცხოელებმა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად კავკასიური გველგესლის სახეობის გადაღების პროცესი მიმდინარეობდა, რა დროსაც ნახეს უამრავი მოკლული ქვეწარმავალი. ასეთი ბევრი ფაქტი მაქვს. მოსახლეობას მოვუწოდებ, ქვეწარმავლის დანახვისთანავე დაუკავშირდნენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერზე 421 424 ან 577 95 87 77“, - განაცხადა ზანდუკელმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ