საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია დონალდ ტრამპის წერილში, რომელიც მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა
რა წერია დონალდ ტრამპის წერილში, რომელიც მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თეთ­რი სახ­ლის ლი­დე­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში, ხაზ­გას­მუ­ლია აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პარტნი­ო­რო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა.

"ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, მაქვს პა­ტი­ვი, ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით მო­გი­ლო­ცოთ და ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სო გი­სურ­ვოთ პი­რა­დად თქვენ და ქარ­თველ ხალ­ხს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც 26 მა­ისს აღი­ნიშ­ნე­ბა. ამე­რი­კელ და ქარ­თველ ხალ­ხს შო­რის სიღ­რმი­სე­უ­ლი მე­გობ­რო­ბა გა­ნაგ­რძობს სრულ­ფა­სო­ვან გან­ვი­თა­რე­ბას, რად­გან ორი­ვეს­თვის ძვირ­ფა­სია დე­მოკ­რა­ტია, სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა, ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ღირ­სე­ბის დაც­ვას ისა­ხავს მიზ­ნად.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ფარ­გლებ­ში. აღი­ა­რე­ბუ­ლი გვაქვს და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის­კენ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ერის უფ­ლე­ბა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მუ­დამ ემახ­სოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წვლი­ლი გლო­ბა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბა­ში და ავ­ღა­ნეთ­ში ჩრდი­ლო­ეთ ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­სი­ის წი­ნა­შე ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ასე­თი მყა­რი სა­ფუძ­ვლის პი­რო­ბებ­ში, ველი აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რო­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას მომ­დევ­ნო წლებ­ში მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის­კენ. გთხოვთ, მი­ი­ღოთ ჩემი ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი მი­ლოც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით", - ნათ­ქვა­მია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის მი­ლოც­ვის წე­რილ­ში.

ავტორი:

რა წერია დონალდ ტრამპის წერილში, რომელიც მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა

რა წერია დონალდ ტრამპის წერილში, რომელიც მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერის მიერ საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ წერილში, ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, მაქვს პატივი, ამერიკელი ხალხის სახელით მოგილოცოთ და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ პირადად თქვენ და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 26 მაისს აღინიშნება. ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის სიღრმისეული მეგობრობა განაგრძობს სრულფასოვან განვითარებას, რადგან ორივესთვის ძვირფასია დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება, რაც ჩვენი მოქალაქეების ღირსების დაცვას ისახავს მიზნად.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აღიარებული გვაქვს დასავლური ორიენტაციისკენ საქართველოს სუვერენული ერის უფლება. ამერიკის შეერთებულ შტატებს მუდამ ემახსოვრება საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში და ავღანეთში ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. ასეთი მყარი საფუძვლის პირობებში, ველი აშშ-საქართველოს პარტნიორობის შემდგომ განვითარებას მომდევნო წლებში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საერთო ინტერესებისკენ. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით", - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მილოცვის წერილში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები