ავტორი:

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას პატიმრობა შეეფარდა

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას პატიმრობა შეეფარდა

სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას, მ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც ადვოკატიც დაეთანხმა. ბრალდებული არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა, საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო ექსპერტიზა კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდება, მათ შორის ექსპერტიზა ჩატარდება 7 თვის ბავშვის მკლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც. მისივე თქმით, დანაშაულში ბრალდებულმა სასამართლოზეც დუმილის უფლება გამოიყენა.

"სასამართლომ გაიზიარა ბრალდების არგუმენტები და განუსაზღვრა პატიმრობა. ბრალდებულმა დააფიქსირა პროცესზე, რომ იყენებს დუმილის უფლებას. ამ ეტაპზე საქმის მასალებზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ არასრულწოვნის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა საქმის პროკურორმა.

შეგახსენებთ, სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი მამამ მოკლული 3 დღის წინ იპოვა. პოლიციამ ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს