საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყალტუბოში "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგონას ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ
წყალტუბოში "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგონას ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

წყალ­ტუ­ბო­ში "რუს­თა­ვი2"-ის გა­დამ­ღებ ჯგუფს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ედი­შერ მუშ­კუ­დი­ანს და ბა­კურ ჩიხ­ლა­ძეს თავს 5-ზე მეტი პირი და­ეს­ხა. შემ­თხვე­ვა კი მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც "კუ­რი­ე­რის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი წყალ­ტუ­ბო­ში, იმ არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გოს ოჯახ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც 7 თვის ჩვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. და­კა­ვე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლებ­მა და მე­ზობ­ლებ­მა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი თქვეს, მას შემ­დეგ კი რო­დე­საც ედი­შერ მუშ­კუ­დი­ა­ნი და ბა­კურ ჩიხ­ლა­ძე ავ­ტო­მო­ბილ­ში სხდე­ბოდ­ნენ, მათ თავს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ დრო­ის­თვის ქუ­თა­ი­სის კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ედი­შერ მუშ­კუ­დი­ანს მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი და თვა­ლის და­ჟე­ჟი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ის ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126- ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა, "ბ" ქვე­პუნ­ქტი (ძა­ლა­დო­ბა ჯფუ­ფუ­რად)და 154-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა)და­ი­წყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დად­გე­ნი­ლია და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე ერთი პირი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

მთა­ვა­რი ფოტო: რუს­თა­ვი 2

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

წყალტუბოში "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგონას ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

წყალტუბოში "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგონას ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

წყალტუბოში "რუსთავი2"-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც "კურიერის" ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებამდე გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ არასრულწლოვანი გოგოს ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ჟურნალისტები ამ დროისთვის ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილი. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის დაჟეჟილობა აღენიშნება. ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლის პირველი პრიმა, "ბ" ქვეპუნქტი (ძალადობა ჯფუფურად)და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა)დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე ერთი პირი, რომელიც პოლიციაშია გადაყვანილი.

მთავარი ფოტო: რუსთავი 2

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ