პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწოვანი გოგონა მისთვის პატიმრობის შეფარდებას დაეთანხმება
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწოვანი გოგონა მისთვის პატიმრობის შეფარდებას დაეთანხმება

სო­ფელ აღა­ი­ან­ში 7 თვის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წო­ვა­ნი დე­დის, მ.შ.-ს მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტიც და­ე­თან­ხმე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ქე­თე­ვან გა­გო­ევ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ვა­თან­ხმე და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია არ გვაქვს. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ვე­თან­ხმე­ბით პა­ტიმ­რო­ბას. ამ ეტაპ­ზე კი, ის იყე­ნებს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას. მას ბრა­ლი აღი­ა­რე­ბუ­ლი არ აქვს, დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მას ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა და ამის შემ­დეგ, დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. საქ­მის მა­სა­ლებს ვერ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ. ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი ად­რეა ჯერ. ყვე­ლა სა­ჭი­რო ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბა. მე არ გა­მაჩ­ნია სპე­ცი­ა­ლუ­რი ცოდ­ნა იმის­თვის, რომ გი­თხრათ, რამ­დე­ნად შე­რა­ცხა­დი იყო, ან ჯან­მრთე­ლო­ბის რა მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და მას, ამი­ტომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შემ­დეგ გა­ე­ცე­მა ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხი", - გა­ნა­ცხა­და გა­გო­ევ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ნანა გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ბრალ­დე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა გა­მო­ძი­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, თუმ­ცა, მას პო­ზი­ცი­ის შეც­ვლა შე­უძ­ლია, ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლია.

"ვი­ნა­ი­დან საქ­მე ეხე­ბა არას­რულ­წლო­ვან ბრალ­დე­ბულს, დე­ტა­ლებ­ზე ყუ­რა­დღე­ბას ვერ გა­ვა­მახ­ვი­ლებ მისი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ბრალ­დე­ბის მხა­რემ მ.შ.-ს ბრა­ლად წა­რუდ­გი­ნა სსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" და "ვ" ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა, მას ბრალ­დე­ბის მხა­რე ედა­ვე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნას. ბრალ­დე­ბის მხა­რე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს. ბრალ­დე­ბის მხა­რის­თვის ცნო­ბი­ლია, საქ­მე­ში რა მა­სა­ლე­ბი მო­ი­პო­ვე­ბა, მან გა­მო­ძი­ე­ბას გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, თუმ­ცა, ის ბრალ­დე­ბუ­ლია და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს პო­ზი­ცია. დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­ცე­სის შემ­დეგ გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს", - გა­ნა­ცხა­და გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა.

ამ წუ­თებ­ში, გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში არას­რულ­წო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­სა­მარ­თლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან ბრალ­დე­ბუ­ლი გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

ავტორი:

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწოვანი გოგონა მისთვის პატიმრობის შეფარდებას დაეთანხმება

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწოვანი გოგონა მისთვის პატიმრობის შეფარდებას დაეთანხმება

სოფელ აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწოვანი დედის, მ.შ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას სავარაუდოდ, ბრალდებულის ადვოკატიც დაეთანხმება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს გორის რაიონულ სასამართლოში ქეთევან გაგოევმა განუცხადა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან პოზიციები შევათანხმე და განსხვავებული პოზიცია არ გვაქვს. სავარაუდოდ, დავეთანხმებით პატიმრობას. ამ ეტაპზე კი, ის იყენებს დუმილის უფლებას. მას ბრალი აღიარებული არ აქვს, დუმილის უფლებას იყენებს. ჩემთვის ცნობილია, რომ მას ბრალი წარედგინა და ამის შემდეგ, დუმილის უფლება გამოიყენა. საქმის მასალებს ვერ გავასაჯაროებ. ნაფიც მსაჯულებზე საუბარი ადრეა ჯერ. ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩატარდება. მე არ გამაჩნია სპეციალური ცოდნა იმისთვის, რომ გითხრათ, რამდენად შერაცხადი იყო, ან ჯანმრთელობის რა მდგომარეობა ჰქონდა მას, ამიტომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაეცემა ყველაფერზე პასუხი", - განაცხადა გაგოევმა.

სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა გორის რაიონულ სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდებულმა არასრულწლოვანმა გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, მას პოზიციის შეცვლა შეუძლია, ვინაიდან ბრალდებულია.

"ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, დეტალებზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ბრალდების მხარემ მ.შ.-ს ბრალად წარუდგინა სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, მას ბრალდების მხარე ედავება არასრულწლოვანი, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ჩადენას. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ბრალდების მხარისთვის ცნობილია, საქმეში რა მასალები მოიპოვება, მან გამოძიებას გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, ის ბრალდებულია და ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს პოზიცია. დეტალებთან დაკავშირებით, პროცესის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

ამ წუთებში, გორის რაიონულ სასამართლოში არასრულწოვანი ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოში არ იმყოფებიან ბრალდებული გოგონას ოჯახის წევრები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ