სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაზე კომენტარს აკეთებს
ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაზე კომენტარს აკეთებს

არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა, ეს არის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი რყე­ვა, - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გა­შო არა­ფე­რია და შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნას ახა­სი­ა­თებს. რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, აჟი­ო­ტა­ჟის გამო ვა­ლუ­ტის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ნიშ­ნუ­ლი ბუ­ნებ­რივ­ზე მაღ­ლა ადის ხოლ­მე, თუმ­ცა შემ­დეგ ისევ დაბ­ლა იწევს.

"რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ ეკო­ნო­მი­კის ფუნ­და­მენ­ტუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არის კარ­გი, ამას რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვა­სა­ბუ­თებთ ციფ­რე­ბით. ზე­დი­ზედ 3 წე­ლია მცირ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის დე­ფი­ცი­ტი და 2017 წელ­თან შე­და­რე­ბით გა­ნა­ხევ­რდა. ასე­ვე, 3 წე­ლია ზე­დი­ზედ ექ­სპორ­ტი იზ­რდე­ბა. აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 30% იანი ზრდა იყო. ესეც სე­რი­ო­ზუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლა უნდა გან­ვაგ­რძოთ. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ტარ­დე­ბა დე­დო­ლა­რი­ზა­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. დო­ლარ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ალ­ბათ, სრუ­ლად არ გაქ­რე­ბა, მაგ­რამ ეს ტენ­დენ­ცი­ე­ბი რომ გაგ­რძელ­დეს, ჩვენ უფრო და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით ყვე­ლა ტი­პის რყე­ვის­გან.

მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი რყე­ვე­ბი ზო­გა­დად ახა­სი­ა­თებს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ქვე­ყა­ნას, მი­თუ­მე­ტეს გან­ვი­თა­რე­ბად და მცი­რე ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვეყ­ნებს. ამ რყე­ვებს ზოგ­ჯერ აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე და უფრო მა­ღალ ნიშ­ნულ­ზე ადის ხოლ­მე, ვიდ­რე მისი ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მერე ჩა­მო­დის და დგე­ბა იქ, სა­დაც უნდა დად­გეს. და­ახ­ლო­ე­ბით, იმა­ვეს ვე­ლო­დე­ბით ახ­ლაც. არაფ­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა, ეს არის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი რყე­ვა. მას პა­სუ­ხად აქვს გრძელ­ვა­დი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა და მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბით გე­უბ­ნე­ბით, რომ ყვე­ლა­ფე­რი მი­დის სწო­რად," - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის აზ­რით, მო­საზ­რე­ბა, რომ ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბა ბიზ­ნესს აკოტ­რებს, არას­წო­რია. მისი თქმით, სი­ტუ­ა­ცია პი­რი­ქით არის და ეკო­ნო­მი­კა იზ­რდე­ბა.

"არა­ნა­ი­რი ბიზ­ნე­სი არ კოტ­რდე­ბა, პი­რი­ქით ეკო­ნო­მი­კა იზ­რდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ზე დიდ მდგრა­დო­ბას აჩ­ვე­ნებს რე­გი­ონ­ში ყვე­ლა სხვა ვა­ლუ­ტას­თან შე­და­რე­ბით. ისეთ ნავ­თო­ბით მდი­დარ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ყა­ზა­ხე­თი და ა.შ. ნა­ხეთ ვა­ლუ­ტის კურსს რა მოს­დი­ო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი რყე­ვე­ბი რა­ღა­ცა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და და ალ­ბათ, იარ­სე­ბებს. ამის წა­მა­ლი არის ზუს­ტად დე­დო­ლა­რი­ზა­ცია, სწო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი მაკ­რო და ფის­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა," - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, 1 აშშ დო­ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2.7799 ლარი გახ­და. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, დღე­ვან­დე­ლი ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 2.7799 ლარი შე­ად­გი­ნა. კურ­სი, რო­მე­ლიც დღეს მოქ­მე­დებ­და, 2.7756 ლარი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, დო­ლა­რის ცვლი­ლე­ბამ ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტას­თან მი­მარ­თე­ბა­ში 0.0043 ლარი შე­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ევ­როს, მისი კურ­სი 3.0954 ლა­რია. მა­შინ, როცა დღეს მოქ­მე­დი კურ­სი 3.1001 ლარს შე­ად­გენ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ევ­როს ცვლი­ლე­ბამ 0.0047 ლარი შე­ად­გი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაზე კომენტარს აკეთებს

ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაზე კომენტარს აკეთებს

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია და შექმნილი ვითარება ყველა ქვეყანას ახასიათებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჟიოტაჟის გამო ვალუტის კურსის გაუფასურების ნიშნული ბუნებრივზე მაღლა ადის ხოლმე, თუმცა შემდეგ ისევ დაბლა იწევს.

"როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები არის კარგი, ამას რასაკვირველია, ვასაბუთებთ ციფრებით. ზედიზედ 3 წელია მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2017 წელთან შედარებით განახევრდა. ასევე, 3 წელია ზედიზედ ექსპორტი იზრდება. აპრილის მონაცემებით, 30% იანი ზრდა იყო. ესეც სერიოზული მაჩვენებელია. ამ მიმართულებით სვლა უნდა განვაგრძოთ. ამის პარალელურად, ტარდება დედოლარიზაციის ღონისძიებები. დოლარზე დამოკიდებულება ალბათ, სრულად არ გაქრება, მაგრამ ეს ტენდენციები რომ გაგრძელდეს, ჩვენ უფრო დაცულები ვიქნებით ყველა ტიპის რყევისგან.

მოკლევადიანი რყევები ზოგადად ახასიათებს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, მითუმეტეს განვითარებად და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის ხოლმე, ვიდრე მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. მერე ჩამოდის და დგება იქ, სადაც უნდა დადგეს. დაახლოებით, იმავეს ველოდებით ახლაც. არაფრი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა. მას პასუხად აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა და მაგ მიმართულებით გეუბნებით, რომ ყველაფერი მიდის სწორად," - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის აზრით, მოსაზრება, რომ ლარის კურსის ცვლილება ბიზნესს აკოტრებს, არასწორია. მისი თქმით, სიტუაცია პირიქით არის და ეკონომიკა იზრდება.

"არანაირი ბიზნესი არ კოტრდება, პირიქით ეკონომიკა იზრდება. საქართველო ყველაზე დიდ მდგრადობას აჩვენებს რეგიონში ყველა სხვა ვალუტასთან შედარებით. ისეთ ნავთობით მდიდარ ქვეყანაში, როგორიც არის აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ა.შ. ნახეთ ვალუტის კურსს რა მოსდიოდა. შესაბამისად, მოკლევადიანი რყევები რაღაცა პერიოდულობით ყოველთვის არსებობდა და ალბათ, იარსებებს. ამის წამალი არის ზუსტად დედოლარიზაცია, სწორი ეკონომიკური მაკრო და ფისკალური პოლიტიკა," - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7799 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7799 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7756 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0954 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1001 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"