10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგიერთი ამ ასაკში ჯერ კიდევ ეზოში თამაშობს" - როგორ აფასებენ ფსიქოლოგები და უფლებადამცველები აღაიანში მომხდარ ტრაგედიას
"ზოგიერთი ამ ასაკში ჯერ კიდევ ეზოში თამაშობს" - როგორ აფასებენ ფსიქოლოგები და უფლებადამცველები აღაიანში მომხდარ ტრაგედიას

სო­ფელ აღა­ი­ან­ში 16 წლის ბავ­შვი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად დედა იყო, სა­კუ­თა­რი 7 თვის შვი­ლის მკვლე­ლი გახ­და. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­მა­ლუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი დედა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს, გო­გო­ნამ კი სა­კუ­თა­რი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს საქ­მის დე­ტა­ლე­ბი გა­ან­დო. არას­რულ­წლო­ვანს, სულ მცი­რე, 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ის­ტო­რია, რო­მელ­მაც თა­ვი­სი უმ­ძი­მე­სი სცე­ნა­რით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა, მოკ­ლედ სწო­რედ ასე ჟღერს. და­ნა­შა­უ­ლი სა­ხე­ზეა, დამ­ნა­შა­ვე კი ცნო­ბი­ლი და და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი.

მაგ­რამ არის თუ არა 16 წლის გო­გო­ნა ამ ის­ტო­რი­ის ერ­თა­დერ­თი დამ­ნა­შა­ვე და აქვს თუ არა ამ მე­დალს მე­ო­რე მხა­რეც?! - ფსი­ქო­ლო­გებ­მა, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა და გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტებ­მა ამ ტრა­გი­კულ ის­ტო­რი­ა­ში ბევ­რი სხვა კომ­პლექ­სუ­რი პრობ­ლე­მაც და­ი­ნა­ხეს, რო­მე­ლიც არც ამ არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა­თი და­წყე­ბუ­ლა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, არც მი­სით დას­რულ­დე­ბა.

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სხვა­დას­ხვა უწყე­ბის მხრი­დან 16 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი გო­გო­ნას ე.წ ქორ­წი­ნე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბი­სა და მრა­ვა­ლი სხვა ადა­მი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წა­მოჭ­რა, ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი გო­გო­ნას ახ­ლობ­ლებ­სა და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას ერთ კი­თხვას უს­ვამს - რა­ტომ არ ჰქონ­დათ მათ დრო­უ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია?

„16 წლის ბავ­შვის მშო­ბე­ლი რას ამ­ბობს, არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვი რა­ტომ ცხოვ­რობ­და უცხო კაც­თან? მე­ურ­ვე სად იყო? მისი კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი? ვინ იღებ­და ამ ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას? რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და არას­რულ­წლო­ვანს მე­ურ­ვის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის გა­რე­შე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი? სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი რო­გორ ამო­ნი­ტო­რინ­გებ­და უცხო ადა­მი­ან­თან მცხოვ­რებ ბავ­შვს? სკო­ლა რო­გორ აქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას? სამ­შო­ბი­ა­რო? პე­დი­ატ­რი? მეან-გი­ნე­კო­ლო­გი? ექთა­ნი? თე­რა­პევ­ტი? ბავ­შვს ვინ გა­უ­კე­თა იმუ­ნი­ზა­ცია? და­რა­ჯი? მძღო­ლი? გვერ­დით მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლი? მას­წავ­ლე­ბე­ლი? დი­რექ­ტო­რი? სას­წავ­ლო ნა­წი­ლი? და მი­ლი­ო­ნი სხვა ადა­მი­ა­ნი... ყვე­ლამ გა­ა­კე­თა სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბა სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე (16 წლის ქვე­მოთ ბავ­შვთან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა), რომ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბაც კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვაა? გა­ი­ნა­წი­ლეთ ახლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად, რამ­დენ­მა ასე­ულ­მა ადა­მი­ან­მა იცო­და, რომ ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვა ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მით და რა რის­კე­ბი ახ­ლავს ამას თან? რამ­დე­ნი ათა­სი ბავ­შვია ამა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და თვალს ხუ­ჭავთ?!", - და­წე­რა ანა არ­გა­ნაშ­ვილ­მა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა, რომ 16 წელს მი­უღ­წე­ველ ადა­მი­ან­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი სრულ­წლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის მხრი­დან არის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის სტა­ტუ­სით ფუ­თა­ვენ და თვალს ხუ­ჭა­ვენ - ივი­წყე­ბენ, იმის ანაც­ვლად, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დეთ, იმის ნაც­ვლად, რომ მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ბავ­შვებ­თან ფსი­ქო­ლო­გე­ბი მუ­შა­ობ­დნენ.

„რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოხ­დეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ანუ ბავ­შვე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო არ უნდა დარ­ჩნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი. არა­მარ­ტო ამ საქ­მე­ზე, ზო­გა­დად, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წე­ლია ვსა­უბ­რობთ, მაგ­რამ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში ძა­ლი­ან ხში­რად წე­რია, რომ უწყე­ბამ იცის, არას­რულ­წლო­ვან­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის შე­სა­ხებ, თუმ­ცა რე­ა­გი­რე­ბა არ ხდე­ბა. სხვა­დას­ხვა ხვრე­ლებს პო­უ­ლო­ბენ, მა­გა­ლი­თად, ამ­ბო­ბენ, რომ სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა იცის და აცხა­დებს, რომ ბავ­შვი უბ­რა­ლოდ ცხოვ­რობს, რომ არ არის ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა და სხვა­დას­ხვა ნონ­სენ­სი. ეს არის ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი, რო­დე­საც ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვუ­ყუ­რებთ ბავ­შვე­ბის მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას და ამას ქორ­წი­ნე­ბას ვუ­წო­დებთ, რა­საც არა­ფე­რი არ აქვს სა­ერ­თო ქორ­წი­ნე­ბას­თან.

ყვე­ლა ძა­ლა­დო­ბას აქვს გავ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ზე და რო­დე­საც სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვთა დაც­ვის სამ­სა­ხურს, რო­მე­ლიც არის სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, არ ჰყავს ფსი­ქო­ლო­გე­ბი, არ აქვს ეს სერ­ვი­სი", - ამ­ბობს ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი.

ის ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მა­თა ვრცელ სიას ასა­ხე­ლებს, რო­მე­ლიც კა­ნო­ნის უხე­ში დარ­ღვე­ვით იწყე­ბა და ბავ­შვის­თვის გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის წარ­თმე­ვით სრულ­დე­ბა: "წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბავ­შვე­ბი ხდე­ბი­ან სხვა ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი და ბავ­შვს არ აქვს სხვა ბავ­შვის მშობ­ლო­ბის რე­სურ­სი".

რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი ირი­ნა ტა­ბუ­ცი­ძე აღ­ნიშ­ნავს, 16 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი გო­გო­ნას ორ­გა­ნიზ­მი და, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ფსი­ქი­კა მზად არ არის დე­დო­ბის­თვის. ფსი­ქო­ლო­გის თქმით, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბის ორ­გა­ნიზმს ჯერ ბო­ლომ­დე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაც არ აქვს დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ამი­ტომ ისე­თი სტრე­სი, რო­გო­რიც ორ­სუ­ლო­ბაა, ხში­რად ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის თა­ვად ორ­სუ­ლებ­საც და იშ­ვი­ა­თად სრულ­დე­ბა ჯან­მრთე­ლი ბავ­შვის და­ბა­დე­ბით.

ამას ემა­ტე­ბა სხვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც - ჩნდე­ბა ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - ღა­მის თე­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ზრუნ­ვით, კვე­ბი­თა და ათა­სი სხვა რა­ღა­ცით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, ზედ­მე­ტი ტვირ­თია 16 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი გო­გოს­თვის, ზო­გი­ერ­თი ამ ასაკ­ში ჯერ კი­დევ ეზო­ში თა­მა­შობს. ხში­რად ასე­თი გო­გო­ე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბი ასე­ვე მცი­რე ასა­კი­სა­ნი არი­ან. მა­თაც უჭირთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა, აში­ნებთ მათ და, რო­გორც წესი, იკარ­გე­ბი­ან, ქრე­ბი­ან გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბი­დან. ყო­ვე­ლი­ვე ამას თან ერ­თვის სწავ­ლის ფაქ­ტო­რიც - ვე­ღარ ახერ­ხებს ქალი კარ­გი კი არა, მი­ნი­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­საც, ნა­ად­რე­ვად უწევს სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნა იმის­თვის, რომ ბავ­შვი არ­ჩი­ნოს (თუ სხვა ვინ­მე ზურგს არ უმაგ­რებს)", - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

ასეთ დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი და ოჯა­ხის თა­ნად­გო­მა, თუმ­ცა ფსი­ქო­ლო­გი ისეთ შემ­თხვე­ვებ­საც იხ­სე­ნებს, რო­დე­საც ად­რე­ულ ასაკ­ში და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს პრო­ტეს­ტი უჩ­ნდე­ბათ და ამ "სირ­ცხვი­ლის" თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მათ სახ­ლი­დან უშ­ვე­ბენ და ალალ­ბედ­ზე ტო­ვე­ბენ.

„ხში­რად ასე­თი თი­ნე­ი­ჯე­რი ორ­სუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან მარ­ტო სა­კუ­თარ პრობ­ლე­მას­თან და იმას, რაც ბუ­ნებ­რი­ვად სა­ნერ­ვი­უ­ლოა და შფოთ­ვას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ემა­ტე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლა­ცია და სა­კუ­თარ პრობ­ლე­მას­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, პოსტსამ­შო­ბი­ა­რო დეპ­რე­სი­ე­ბი, ხში­რად არა, მაგ­რამ მა­ინც იჩენს ხოლ­მე თავს. თავს იჩენს, იმი­ტომ რომ ქალი აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვლი­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე, რომ­ლის­თვი­საც მზად არ ყო­ფი­ლა. შეც­ვლილ ცხოვ­რე­ბას კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს ის ფაქ­ტი, რომ ქალს გვერ­დით არ ჰყავს პარტნი­ო­რი, მე­უღ­ლე, ვინც გა­ი­ზი­ა­რებს ამ შეც­ვლილ რე­ა­ლო­ბას, და­ეხ­მა­რე­ბა, გვერ­დით და­უდ­გე­ბა და მო­რა­ლუ­რად თა­ნა­უგ­რძნობს.

ჩა­მოთ­ვლი­ლი ფაქ­ტო­რე­ბი თუ არ კმა­ყო­ფილ­დე­ბა, ხში­რად იჩენს თავს პოსტსამ­შო­ბი­ა­რო დეპ­რე­სია, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ საკ­მა­ოდ მძი­მე ფორ­მე­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასეთ დროს ქალი არის დათ­რგუ­ნუ­ლი, ცუდ ხა­სი­ათ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ძი­ლი­სა და კვე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბი, არ უხა­რია არა­ფე­რი, სამ­ყა­როს ხე­დავს მუქ ფე­რებ­ში, ჰგო­ნია, რომ სულ ასე იქ­ნე­ბა და არას­დროს აღა­რა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, ფიქ­რობს, რომ რა­ღაც ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო, რო­მელ­საც თავს ვერ არ­თმევს", - გან­მარ­ტავს ირი­ნა ტა­ბუ­ცი­ძე.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო, პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, თა­თუ­ლი თო­დუ­ას თქმით, სწო­რედ მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დე­გი ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის, დეპ­რე­სი­ი­სა და ფსი­ქო­ზის დროს ქა­ლე­ბის 4% ჩა­დის ინ­ფან­ტი­ციდს - 1 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის მკვლე­ლო­ბას.

„აღ­მოჩ­ნდა, რომ ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა მე­უღ­ლე­ებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა, ცუდი სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, გა­ურ­კვევ­ლო­ბის გრძნო­ბა მშობ­ლო­ბის ფე­ნო­მე­ნის მი­მართ, ქალს მიდ­რე­კილს ხდის ამ სა­ხის ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბი­სად­მი. ახლა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ 16 წლის ბავ­შვი, რო­მელ­საც ამ ასაკ­ში უკვე ჰყავ­და 7 თვის შვი­ლი", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­თუ­ლი თო­დუა.

არის თუ არა ბავ­შვე­ბის­თვის სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა ბევ­რი მსგავ­სი პრობ­ლე­მის პრე­ვენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა? - ამ კი­თხვით გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხე­ბის მკვლე­ვარს სი­მონ ჯა­ნა­ში­ას მივ­მარ­თეთ.

„სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერგვა იწყე­ბა ხოლ­მე იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში, სა­დაც ხში­რია ხოლ­მე რო­გორც ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, ასე­ვე ნა­ად­რე­ვი ორ­სუ­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი და სა­დაც მწვა­ვედ დგას ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ეს პრობ­ლე­მა გვაქვს, ამი­ტო­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ნა­წი­ლი იყოს სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა. ეს ხელს უწყობს ასე­თი პრობ­ლე­მე­ბის შემ­ცი­რე­ბას. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, სკო­ლა ბო­ლომ­დე ვერ გა­დაჭ­რის ამ სა­კი­თხებს, რად­გან ყო­ვე­ლი­ვეს თან ერ­თვის სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაც. მა­გა­ლი­თად, სხვა­დას­ხვა თემ­ში ად­რე­უ­ლი გა­თხო­ვე­ბა ერ­თგვა­რი ტრა­დი­ცი­აა, ან მათ­თვის, ვინც სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს, რიგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზაა - ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თვი­თონ ასე უყუ­რე­ბენ ამ სა­კითხს. ამი­ტომ მხო­ლოდ სკო­ლა ვერ დაძ­ლევს ამ პრობ­ლე­მას, უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლია იმოქ­მე­დოს ამ პრობ­ლე­მის შემ­ცი­რე­ბა­ზე", - ამ­ბობს სი­მონ ჯა­ნა­შია.

გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხე­ბის მკვლე­ვა­რის თქმით, სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხებ­სა და ნა­ად­რე­ვი ან და­უც­ვე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის საფრ­თხე­ებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, შემ­დეგ კი მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ასე­ვე მო­ლო­დი­ნებ­სა და აღ­ქმებ­ზე. ჯა­ნა­ში­ას თქმით, სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კურ­სში ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­მის სწავ­ლაც შე­იძ­ლე­ბა, რო­გო­რიც ოჯა­ხის და­გეგ­მვა, ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა და ბავ­შვის აღ­ზრდაა. თუმ­ცა ამ კურსს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი კრი­ტი­კო­სი ჰყავს. ამი­ტომ მო­ზარ­დებს მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფო­რა­ცი­ის მი­ღე­ბა კუს­ტა­რუ­ლად და ხში­რად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მით უწევთ, რაც სა­კუ­თარ თავ­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ ექ­სპრი­მენ­ტებ­სა და სა­ბო­ლო­ოდ, ფა­ტა­ლურ შე­დე­გებს არ გა­მო­რი­ცხავს.

ამ­გვა­რად, ეს ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია უკვე დიდი ხა­ნია, გას­ცდა ერთი დამ­ნა­შა­ვი­სა და ერთი და­ნა­შა­უ­ლის ფარ­გლებს. მე­დალს ბევ­რი მხა­რე აღ­მო­აჩ­ნდა, რაც სა­მო­ქალ­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის დე­ფი­ციტს, გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მებ­სა და ისე­თი კომ­პლექ­სუ­რი სა­კი­თხე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას გუ­ლის­ხმობს, რო­გო­რიც ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და ინ­ფან­ტი­ცი­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ზოგიერთი ამ ასაკში ჯერ კიდევ ეზოში თამაშობს" - როგორ აფასებენ ფსიქოლოგები და უფლებადამცველები აღაიანში მომხდარ ტრაგედიას

"ზოგიერთი ამ ასაკში ჯერ კიდევ ეზოში თამაშობს" - როგორ აფასებენ ფსიქოლოგები და უფლებადამცველები აღაიანში მომხდარ ტრაგედიას

სოფელ აღაიანში 16 წლის ბავშვი, რომელიც ამავდროულად დედა იყო, საკუთარი 7 თვის შვილის მკვლელი გახდა. პოლიციელებმა დანაშაულის ადგილიდან მიმალული არასრულწლოვანი დედა ცხელ კვალზე დააკავეს, გოგონამ კი საკუთარი შვილის მკვლელობა აღიარა და სამართალდამცველებს საქმის დეტალები გაანდო. არასრულწლოვანს, სულ მცირე, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ისტორია, რომელმაც თავისი უმძიმესი სცენარით მთელი საქართველო შეძრა, მოკლედ სწორედ ასე ჟღერს. დანაშაული სახეზეა, დამნაშავე კი ცნობილი და დაპატიმრებული.

მაგრამ არის თუ არა 16 წლის გოგონა ამ ისტორიის ერთადერთი დამნაშავე და აქვს თუ არა ამ მედალს მეორე მხარეც?! - ფსიქოლოგებმა, უფლებადამცველებმა და განათლების ექსპერტებმა ამ ტრაგიკულ ისტორიაში ბევრი სხვა კომპლექსური პრობლემაც დაინახეს, რომელიც არც ამ არასრულწლოვანი გოგონათი დაწყებულა და, სავარაუდოდ, არც მისით დასრულდება.

ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა უწყების მხრიდან 16 წელს მიუღწეველი გოგონას ე.წ ქორწინების იგნორირებისა და მრავალი სხვა ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი სოციალურ ქსელში წამოჭრა, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი აღმოჩნდა. ანა არგანაშვილი გოგონას ახლობლებსა და ყველა შესაბამის უწყებას ერთ კითხვას უსვამს - რატომ არ ჰქონდათ მათ დროული და ადეკვატური რეაქცია?

„16 წლის ბავშვის მშობელი რას ამბობს, არასრულწლოვანი ბავშვი რატომ ცხოვრობდა უცხო კაცთან? მეურვე სად იყო? მისი კანონიერი წარმომადგენელი? ვინ იღებდა ამ ბავშვთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას? როგორ ემსახურებოდა არასრულწლოვანს მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე ადმინისტრაციული ორგანოები და ოფიციალური დაწესებულებები? სოციალური სამსახური როგორ ამონიტორინგებდა უცხო ადამიანთან მცხოვრებ ბავშვს? სკოლა როგორ აქცევდა ყურადღებას? სამშობიარო? პედიატრი? მეან-გინეკოლოგი? ექთანი? თერაპევტი? ბავშვს ვინ გაუკეთა იმუნიზაცია? დარაჯი? მძღოლი? გვერდით მაღაზიის გამყიდველი? მასწავლებელი? დირექტორი? სასწავლო ნაწილი? და მილიონი სხვა ადამიანი... ყველამ გააკეთა სავალდებულო შეტყობინება სექსუალურ ძალადობაზე (16 წლის ქვემოთ ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარება), რომლის შეუტყობინებლობაც კანონის დარღვევაა? გაინაწილეთ ახლა პასუხისმგებლობა სამართლიანად, რამდენმა ასეულმა ადამიანმა იცოდა, რომ ბავშვის უფლებები დაირღვა ყველაზე მძიმე ფორმით და რა რისკები ახლავს ამას თან? რამდენი ათასი ბავშვია ამავე მდგომარეობაში და თვალს ხუჭავთ?!", - დაწერა ანა არგანაშვილმა.

უფლებადამცველმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ 16 წელს მიუღწეველ ადამიანთან სექსუალური კავშირი სრულწლოვანი ადამიანის მხრიდან არის სექსუალური ძალადობა, რომელსაც საქართველოში ხშირად ადრეული ქორწინების სტატუსით ფუთავენ და თვალს ხუჭავენ - ივიწყებენ, იმის ანაცვლად, რომ ამასთან დაკავშირებით ადეკვატური რეაქცია ჰქონდეთ, იმის ნაცვლად, რომ მსგავს მდგომარეობაში მყოფ ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობდნენ.

„რეაგირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ანუ ბავშვები სექსუალური ძალადობის გამო არ უნდა დარჩნენ დაზარალებულები. არამარტო ამ საქმეზე, ზოგადად, დაახლოებით, 10 წელია ვსაუბრობთ, მაგრამ სახალხო დამცველის ანგარიშში ძალიან ხშირად წერია, რომ უწყებამ იცის, არასრულწლოვანთან სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ, თუმცა რეაგირება არ ხდება. სხვადასხვა ხვრელებს პოულობენ, მაგალითად, ამბობენ, რომ სოციალურმა სამსახურმა იცის და აცხადებს, რომ ბავშვი უბრალოდ ცხოვრობს, რომ არ არის ადრეული ქორწინება და სხვადასხვა ნონსენსი. ეს არის ძალიან ტრაგიკული, როდესაც ჩვენ სერიოზულად არ ვუყურებთ ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობას და ამას ქორწინებას ვუწოდებთ, რასაც არაფერი არ აქვს საერთო ქორწინებასთან.

ყველა ძალადობას აქვს გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე და როდესაც სექსუალურ ძალადობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება. დღეს საქართველოში ბავშვთა დაცვის სამსახურს, რომელიც არის სოციალური სამსახური, არ ჰყავს ფსიქოლოგები, არ აქვს ეს სერვისი", - ამბობს ანა არგანაშვილი.

ის ამ თემასთან დაკავშირებულ პრობლემათა ვრცელ სიას ასახელებს, რომელიც კანონის უხეში დარღვევით იწყება და ბავშვისთვის განათლების უფლების წართმევით სრულდება: "წარმოიდგინეთ, ბავშვები ხდებიან სხვა ბავშვების მშობლები და ბავშვს არ აქვს სხვა ბავშვის მშობლობის რესურსი".

როგორც ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე აღნიშნავს, 16 წელს მიუღწეველი გოგონას ორგანიზმი და, ხშირ შემთხვევაში, ფსიქიკა მზად არ არის დედობისთვის. ფსიქოლოგის თქმით, ადრეული ქორწინების მსხვერპლი ბავშვების ორგანიზმს ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებაც არ აქვს დასრულებული, ამიტომ ისეთი სტრესი, როგორიც ორსულობაა, ხშირად ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უქმნის თავად ორსულებსაც და იშვიათად სრულდება ჯანმრთელი ბავშვის დაბადებით.

ამას ემატება სხვა ფსიქოლოგიური პრობლემებიც - ჩნდება ზედმეტი პასუხისმგებლობა - ღამის თევიდან დაწყებული, ზრუნვით, კვებითა და ათასი სხვა რაღაცით დამთავრებული, რომელიც, რა თქმა უნდა, ზედმეტი ტვირთია 16 წელს მიუღწეველი გოგოსთვის, ზოგიერთი ამ ასაკში ჯერ კიდევ ეზოში თამაშობს. ხშირად ასეთი გოგოების მეუღლეები ასევე მცირე ასაკისანი არიან. მათაც უჭირთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, აშინებთ მათ და, როგორც წესი, იკარგებიან, ქრებიან გოგონას ცხოვრებიდან. ყოველივე ამას თან ერთვის სწავლის ფაქტორიც - ვეღარ ახერხებს ქალი კარგი კი არა, მინიმალური განათლების მიღებასაც, ნაადრევად უწევს სამსახურის ძებნა იმისთვის, რომ ბავშვი არჩინოს (თუ სხვა ვინმე ზურგს არ უმაგრებს)", - ამბობს ფსიქოლოგი.

ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორები და ოჯახის თანადგომა, თუმცა ფსიქოლოგი ისეთ შემთხვევებსაც იხსენებს, როდესაც ადრეულ ასაკში დაოჯახებული ბავშვების მშობლებს პროტესტი უჩნდებათ და ამ "სირცხვილის" თავიდან ასაცილებლად მათ სახლიდან უშვებენ და ალალბედზე ტოვებენ.

„ხშირად ასეთი თინეიჯერი ორსულები რჩებიან მარტო საკუთარ პრობლემასთან და იმას, რაც ბუნებრივად სანერვიულოა და შფოთვასთან არის დაკავშირებული, ემატება საზოგადოებისგან იზოლაცია და საკუთარ პრობლემასთან მარტო დარჩენა. შესაბამისად, პოსტსამშობიარო დეპრესიები, ხშირად არა, მაგრამ მაინც იჩენს ხოლმე თავს. თავს იჩენს, იმიტომ რომ ქალი აღმოჩნდება ხოლმე აბსოლუტურად შეცვლილი რეალობის წინაშე, რომლისთვისაც მზად არ ყოფილა. შეცვლილ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ქალს გვერდით არ ჰყავს პარტნიორი, მეუღლე, ვინც გაიზიარებს ამ შეცვლილ რეალობას, დაეხმარება, გვერდით დაუდგება და მორალურად თანაუგრძნობს.

ჩამოთვლილი ფაქტორები თუ არ კმაყოფილდება, ხშირად იჩენს თავს პოსტსამშობიარო დეპრესია, რომელიც ზოგჯერ საკმაოდ მძიმე ფორმებითაც მიმდინარეობს. ასეთ დროს ქალი არის დათრგუნული, ცუდ ხასიათზე, შეიძლება ჰქონდეს ძილისა და კვებითი დარღვევები, არ უხარია არაფერი, სამყაროს ხედავს მუქ ფერებში, ჰგონია, რომ სულ ასე იქნება და არასდროს აღარაფერი შეიცვლება, ფიქრობს, რომ რაღაც ზედმეტი პასუხისმგებლობა აიღო, რომელსაც თავს ვერ ართმევს", - განმარტავს ირინა ტაბუციძე.

სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის, თათული თოდუას თქმით, სწორედ მშობიარობის შემდეგი ფსიქიკური აშლილობის, დეპრესიისა და ფსიქოზის დროს ქალების 4% ჩადის ინფანტიციდს - 1 წლამდე ასაკის ბავშვების მკვლელობას.

„აღმოჩნდა, რომ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მეუღლეებს შორის უთანხმოება, ცუდი სოციალური მხარდაჭერა, გაურკვევლობის გრძნობა მშობლობის ფენომენის მიმართ, ქალს მიდრეკილს ხდის ამ სახის ფსიქიკური აშლილობისადმი. ახლა წარმოვიდგინოთ 16 წლის ბავშვი, რომელსაც ამ ასაკში უკვე ჰყავდა 7 თვის შვილი", - წერს სოციალურ ქსელში თათული თოდუა.

არის თუ არა ბავშვებისთვის სექსუალური განათლების მიცემა ბევრი მსგავსი პრობლემის პრევენციის შესაძლებლობა? - ამ კითხვით განათლების საკითხების მკვლევარს სიმონ ჯანაშიას მივმართეთ.

„სექსუალური განათლების დანერგვა იწყება ხოლმე იმ საზოგადოებებში, სადაც ხშირია ხოლმე როგორც ნაადრევი ქორწინების შემთხვევები, ასევე ნაადრევი ორსულობის ფაქტები და სადაც მწვავედ დგას ოჯახური ძალადობის პრობლემები. საქართველოში ყველა ეს პრობლემა გვაქვს, ამიტომაც მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი იყოს სექსუალური განათლება. ეს ხელს უწყობს ასეთი პრობლემების შემცირებას. თუმცა, რა თქმა უნდა, სკოლა ბოლომდე ვერ გადაჭრის ამ საკითხებს, რადგან ყოველივეს თან ერთვის სხვადასხვა სოციალური პრობლემაც. მაგალითად, სხვადასხვა თემში ადრეული გათხოვება ერთგვარი ტრადიციაა, ან მათთვის, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს, რიგ შემთხვევაში, ეს სოციალური პრობლემების გადაჭრის გზაა - ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე უყურებენ ამ საკითხს. ამიტომ მხოლოდ სკოლა ვერ დაძლევს ამ პრობლემას, უბრალოდ შეუძლია იმოქმედოს ამ პრობლემის შემცირებაზე", - ამბობს სიმონ ჯანაშია.

განათლების საკითხების მკვლევარის თქმით, სექსუალური განათლება, პირველ ყოვლისა, ჯანმრთელობის საკითხებსა და ნაადრევი ან დაუცველი სექსუალური ურთიერთობების საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, შემდეგ კი მის მნიშვნელობაზე საზოგადოებაში, ასევე მოლოდინებსა და აღქმებზე. ჯანაშიას თქმით, სექსუალური განათლების კურსში ისეთი მნიშვნელოვანი რამის სწავლაც შეიძლება, როგორიც ოჯახის დაგეგმვა, ოჯახური ცხოვრება და ბავშვის აღზრდაა. თუმცა ამ კურსს საქართველოში ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ამიტომ მოზარდებს მათთვის მნიშვნელოვანი ინფორაციის მიღება კუსტარულად და ხშირად დამახინჯებული ფორმით უწევთ, რაც საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე ჩატარებულ ექსპრიმენტებსა და საბოლოოდ, ფატალურ შედეგებს არ გამორიცხავს.

ამგვარად, ეს ტრაგიკული ისტორია უკვე დიდი ხანია, გასცდა ერთი დამნაშავისა და ერთი დანაშაულის ფარგლებს. მედალს ბევრი მხარე აღმოაჩნდა, რაც სამოქალქო ცნობიერების დეფიციტს, განათლების პრობლემებსა და ისეთი კომპლექსური საკითხების უგულებელყოფას გულისხმობს, როგორიც ადრეული ქორწინება, მშობიარობის შემდგომი დეპრესიული მდგომარეობა და ინფანტიციდია.