პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანს თუ საშუალება არ აქვს, სხვა უნდა დააყაჩაღოს და კრიმინალი ჩაიდინოს?!" - კალაძე გარიგებული მატჩების საქმეზე
"ადამიანს თუ საშუალება არ აქვს, სხვა უნდა დააყაჩაღოს და კრიმინალი ჩაიდინოს?!" - კალაძე გარიგებული მატჩების საქმეზე

ჩემი პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი 50 დო­ლა­რი იყო და მქონ­და სწრაფ­ვა, ჩემი ყო­ფი­თი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა. ის არ არის გა­მა­მა­მარ­თლე­ბე­ლი, რომ „მე და­ბა­ლი ხელ­ფა­სი მაქვს და ამის­თვის უნდა ჩა­ვი­დი­ნო და­ნა­შა­უ­ლი“, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩე­ბის ჩა­წყო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი თა­ნა­ბარ ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ხოლო თუკი ვინ­მეს გან­ვი­თა­რე­ბა და მეტი ხელ­ფა­სი უნდა, კვა­ლი­ფი­კა­ცია სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა აი­მაღ­ლოს.

"თუ არ ჰქონ­დათ შე­სა­ბა­მი­სი ხელ­ფა­სი, ასე­თი ქმე­დე­ბა არ არის გა­მო­სა­ვა­ლი და რომც იყოს, ადა­მი­ანს თუ სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, სხვა უნდა და­ა­ყა­ჩა­ღოს, წა­არ­თვას და კრი­მი­ნა­ლი ჩა­ი­დი­ნოს?! ეს არ არის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში, დღეს, ფეხ­ბურთს ექ­ცე­ვა ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა, იმ რე­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით, ყვე­ლა კლუბს აქვს ერ­თნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

თუ ვინ­მეს უნდა, რომ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი ჰქონ­დეს, ცხა­დია, რო­დე­საც ხარ სპორ­ტსმე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი, შენი სურ­ვი­ლია, რომ უფრო გან­ვი­თარ­დე, წინ წახ­ვი­დე, მა­ღა­ლი დო­ნის კლუ­ბებ­ში ითა­მა­შო. ამის­თვის არ­სე­ბობს ის, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო ტრანსფე­რი, წახ­ვი­დე გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში. მეც ასე ვი­ყა­ვი. თა­ვი­დან 300 ლარი მქონ­და და­ახ­ლო­ე­ბით ხელ­ფა­სი. ჩემი პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი იყო 50 დო­ლა­რი და შემ­დეგ, რა თქმა უნდა, მე რომ მქონ­და სწრაფ­ვა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვი­ყა­ვი, ბევ­რს ვმუ­შა­ობ­დი, რომ მინ­დო­და ჩემი ყო­ფი­თი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა, რა­ღა­ცის­თვის მო­მეღ­წია. ამი­ტომ შემ­დეგ კი­ევ­ში გა­და­ვე­დი და კი­ე­ვის მერე იტა­ლი­ა­ში მო­მი­წია თა­მა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ის არ არის გა­მა­მა­მარ­თლე­ბე­ლი, რომ „მე და­ბა­ლი ხელ­ფა­სი მაქვს და ამის­თვის უნდა ჩა­ვი­დი­ნო და­ნა­შა­უ­ლი“. ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ავტორი:

"ადამიანს თუ საშუალება არ აქვს, სხვა უნდა დააყაჩაღოს და კრიმინალი ჩაიდინოს?!" - კალაძე გარიგებული მატჩების საქმეზე

"ადამიანს თუ საშუალება არ აქვს, სხვა უნდა დააყაჩაღოს და კრიმინალი ჩაიდინოს?!" - კალაძე გარიგებული მატჩების საქმეზე

ჩემი პირველი ხელფასი 50 დოლარი იყო და მქონდა სწრაფვა, ჩემი ყოფითი მდგომარეობა გამეუმჯობესებინა. ის არ არის გამამამართლებელი, რომ „მე დაბალი ხელფასი მაქვს და ამისთვის უნდა ჩავიდინო დანაშაული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორ დედაქალაქის მერმა აღნიშნა, საქართველოში ყველა საფეხბურთო კლუბი თანაბარ ფინანსურ მდგომარეობაშია, ხოლო თუკი ვინმეს განვითარება და მეტი ხელფასი უნდა, კვალიფიკაცია საზღვარგარეთ უნდა აიმაღლოს.

"თუ არ ჰქონდათ შესაბამისი ხელფასი, ასეთი ქმედება არ არის გამოსავალი და რომც იყოს, ადამიანს თუ საშუალება არ აქვს, სხვა უნდა დააყაჩაღოს, წაართვას და კრიმინალი ჩაიდინოს?! ეს არ არის გამამართლებელი. საქართველოში, დღეს, ფეხბურთს ექცევა ძალიან დიდი ყურადღება, იმ რეფორმების შემდეგ, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ განახორციელა ხელისუფლების მხარდაჭერით, ყველა კლუბს აქვს ერთნაირი ფინანსური შესაძლებლობა.

თუ ვინმეს უნდა, რომ მაღალი ხელფასი ჰქონდეს, ცხადია, როდესაც ხარ სპორტსმენი ფეხბურთელი, შენი სურვილია, რომ უფრო განვითარდე, წინ წახვიდე, მაღალი დონის კლუბებში ითამაშო. ამისთვის არსებობს ის, რომ განახორციელო ტრანსფერი, წახვიდე განვითარებულ ქვეყნებში. მეც ასე ვიყავი. თავიდან 300 ლარი მქონდა დაახლოებით ხელფასი. ჩემი პირველი ხელფასი იყო 50 დოლარი და შემდეგ, რა თქმა უნდა, მე რომ მქონდა სწრაფვა და მიზანდასახული ვიყავი, ბევრს ვმუშაობდი, რომ მინდოდა ჩემი ყოფითი მდგომარეობა გამეუმჯობესებინა, რაღაცისთვის მომეღწია. ამიტომ შემდეგ კიევში გადავედი და კიევის მერე იტალიაში მომიწია თამაში. შესაბამისად, ის არ არის გამამამართლებელი, რომ „მე დაბალი ხელფასი მაქვს და ამისთვის უნდა ჩავიდინო დანაშაული“. ეს კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები