ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ომარ მახარაძე სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მისი სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს.
როგორც ომარ მახარაძემ Tv25-ის ეთერში განაცხადა, ტელეფონის „აიქლაუდი“ გაუტეხეს.
დეპუტატი გამოძიების შედეგებს ელოდება.
"ეს არის დაგეგმილი სიცრუე, სიბინძურე. ჩემი ტელეფონის „აიქლაუდი“ გატეხილია. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვიგრძენი, რომ ჩემი ტელეფონი გატეხილი იყო. პარტიული დავალებით ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნების პერიოდში ვიყავი. დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა, შესაბამისად დაისჯება", - აცხადებს ომარ მახარაძე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა, ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.