პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება - ნახეთ ფოტოები, როგორი იქნება განახლებული სადგური
მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება - ნახეთ ფოტოები, როგორი იქნება განახლებული სადგური

მეტ­რო­სად­გუ­რი გო­ცი­რი­ძე გა­და­ი­ხუ­რე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტენ­დე­რი უკვე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია. კერ­ძოდ, თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის მიერ მეტ­რო­სად­გუ­რის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის და კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტის სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით ტენ­დე­რი 21 მა­ისს გა­მო­ცხად­და.

სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა 6 ივ­ნისს და­ი­წყე­ბა და 11 ივ­ნისს დას­რულ­დე­ბა. შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 2 045 650 ლა­რია.

„ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი მო­ი­ცავს სად­გუ­რის ღია ბაქ­ნის (პლატ­ფორ­მის) გა­და­ხურ­ვას ლი­თო­ნის კვად­რა­ტუ­ლი და მართკუ­თხა მი­ლე­ბი­სა­გან შედ­გე­ნი­ლი სვე­ტე­ბის, შემ­კრა­ვი კო­ჭე­ბის, დი­ა­გო­ნა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბი­სა და სხვა თან­მდე­ვი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბით,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, გარ­და გა­და­ხურ­ვი­სა და­გეგ­მი­ლია მათ შო­რის - მეტ­რო­სად­გუ­რის ვეს­ტი­ბი­ულ­ში ია­ტა­კის მო­წყო­ბა ბუ­ნებ­რი­ვი გრა­ნი­ტით, კედ­ლი­სა და ჭე­რის დე­კო­რა­ტი­უ­ლი გა­ფორ­მე­ბა, ბა­ქან­ზე და­საჯ­დო­მე­ბის მონ­ტა­ჟი და ა.შ.

სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის ვადა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­რი­ღი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 210 კა­ლენ­და­რუ­ლი დღეა. ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება - ნახეთ ფოტოები, როგორი იქნება განახლებული სადგური

მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება - ნახეთ ფოტოები, როგორი იქნება განახლებული სადგური

მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მეტროსადგურის რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 21 მაისს გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 6 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 045 650 ლარია.

„ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს სადგურის ღია ბაქნის (პლატფორმის) გადახურვას ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისაგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით,“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

პროექტის თანახმად, გარდა გადახურვისა დაგეგმილია მათ შორის - მეტროსადგურის ვესტიბიულში იატაკის მოწყობა ბუნებრივი გრანიტით, კედლისა და ჭერის დეკორატიული გაფორმება, ბაქანზე დასაჯდომების მონტაჟი და ა.შ.

სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 210 კალენდარული დღეა. ნახეთ ფოტოები

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო