ავტორი:

„რომპეტროლ საქართველომ“ ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა

„რომპეტროლ საქართველომ“ ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, ქობულეთში, 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ასევე, ქობულეთში დაჯილდოვდა მსოფლიოს საუკეთესო ქალი ძალოსანი, ესპანელი ლიდია ვალენტინი. პლანეტის წლის საუკეთესო ძალოსნების თასი სპორტსმენებს ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა, ტომაშ აიანმა პირადად გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიას საქართველომ მეორედ უმასპინძლა, სწორედ ამდენჯერვე გახდა ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის ტიტულის მფლობელი.

დაჯილდოების ცერემონიას „რომპეტროლის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ გამარჯვება პირადად მიულოცეს მსოფლიოს უძლიერეს სპორტსმენებს და კომპანიის გენერალური დირექტორის ზამანბეკ მირზაიანოვის სახელით, ლაშა ტალახაძეს ფულადი ჯილდო - $10 000 გადასცეს.

„რომპეტროლის“ სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებას პლანეტის უძლიერეს ადამიანს და მთელ საქართველოს. „რომპეტროლი“ ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერია ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ოპერირებს. გვიხარია, რომ კომპანიას ერთგვარი წვლილი შეაქვს სპორტსმენების წინსვლაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და ქართული სპორტის განვითარებას. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ასეთი მაღალი დონის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში უკვე მეორედ გაიმართა. ვამაყობთ, რომ მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ქართველია“. - განაცხადა „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა და ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზამანბეკ მირზაიანოვმა.

წლის საუკეთესო მამაკაცი და ქალი ძალოსნების ვინაობა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა. გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ლაშა ტალახაძემ, რომელიც ზედიზედ მეორე წელია, წლის საუკეთესო მამაკაცი ძალოსანი ხდება, დაახლოებით 17,800 ხმა დააგროვა.

„რომპეტროლ საქართველო“ 2015 წლიდან საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური სპონსორი და აქტიური გულშემატკივარია. გასულ წელს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზამანბეკ მირზაიანოვმა ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიც დაიკავა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი