პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასობით პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
ასობით პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს

მას­წავ­ლებ­ლის ჯილ­დოს მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მოთ­ქვა. რო­გორც შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა სოფო გორ­გო­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­გა­მოც­დო რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბას ითხო­ვენ.

„რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ არ­ჩე­ვა­ნი. გა­მოც­და­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბა არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი, მათ შე­უძ­ლი­ათ ჯილ­დო მო­ი­თხო­ვონ 2 წლის ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბით, მათი ღვაწ­ლი­სა და დამ­სა­ხუ­რე­ბის გამო, ან გა­ვიდ­ნენ გა­მოც­და­ზე და და­ა­დას­ტუ­რონ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცია. მათ ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ ჯილ­დოს მო­თხოვ­ნა გა­მოც­და­ზე გას­ვლის და შე­დე­გე­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ.

ბოლო დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და ზა­რე­ბი ცხელ ხაზ­ზე სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან იმის თა­ო­ბა­ზე, რომ რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ გა­და­ი­ფიქ­რეს და სურთ რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა, რად­გან ჯილ­დოს მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტეს და აღარ უნ­დათ გა­მოც­და­ზე გას­ვლა. სამ­წუ­ხა­როდ, მარ­ტი­ვი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვენ ვერ ვა­ხერ­ხებთ რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბას, ამი­ტომ ვთხოვთ მათ, რომ თუ უნ­დათ რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა, ვებგ­ვერ­დზე დევს მარ­ტი­ვი გა­ნა­ცხა­დის ფორ­მა, შე­ავ­სონ და მი­ა­წო­დონ რე­სურსცენ­ტრს, სა­ი­და­ნაც ფორ­მას ჩვენ მი­ვი­ღებთ და გა­ვა­უქ­მებთ რე­გის­ტრა­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და გორ­გო­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯილ­დოს რე­გის­ტრა­ცი­ას, რო­გორც გორ­გო­ძემ გან­მარ­ტა, რე­გის­ტრა­ცია შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში არ ხდე­ბა.

„ამის შე­სა­ხებ სკო­ლას და რე­სურ­ცენ­ტრს უნდა მი­მარ­თონ და ცალ­კე რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­რონ. რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა ასო­ბით მას­წავ­ლე­ბელ­მა ითხო­ვა", - გა­ნა­ცხა­და გორ­გო­ძემ.

შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხვალ, 18:00 სა­ა­თამ­დე რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს გა­მოც­დის სა­ფა­სუ­რი, 50 ლარი უკან და­უბ­რუნ­დე­ბათ. ამას­თან, ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის გა­მოც­და უფა­სოა.

სო­ფიო გორ­გო­ძის გან­მარ­ტე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­და ივ­ლი­სის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ჩა­ტარ­დე­ბა და თა­რი­ღე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

რო­გორც გორ­გო­ძე ამ­ბობს, გა­მოც­დის სა­კი­თხებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ შე­სუ­ლა.

"პროგ­რა­მე­ბი ჩვენს ვებგ­ვერ­დზე დევს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­დის ფორ­მატ­ში და ში­ნა­არსში არ გვაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­რი­ერს, ეს არის მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა და მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია და­აგ­რო­ვოს 1,4, 7 კრე­დი­ტი ისე­ვე, რო­გორც ადრე იყო. ოღონდ შე­მომ­სვლე­ლის­თვის გან­სხვავ­დე­ბა ეს ბა­რი­ე­რი, მის­თვის შარ­შან იყო 60% და მეტი ქუ­ლე­ბი; წელს ქუ­ლე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჯერ არ არის და ეს ბა­რი­ე­რე­ბიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. მას­წავ­ლებ­ლებს უწევთ ორი ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბა - უნა­რე­ბის და საგ­ნობ­რი­ვის. პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ერ­თიც ჩა­ა­ბა­რონ და მე­ო­რეც, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ა­ში შე­მომ­სვლე­ლე­ბი აბა­რე­ბენ მხო­ლოდ საგ­ნობ­რივ გა­მოც­დას", - გან­მარ­ტა გორ­გო­ძემ.

ავტორი:

ასობით პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს

ასობით პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს

მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილი რამდენიმე ასეული საპენსიო ასაკის მასწავლებელმა გამოთქვა. როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოცდო რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლები ამ რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.

„რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აქვთ არჩევანი. გამოცდაზე დარეგისტრირება არის ნებაყოფლობითი, მათ შეუძლიათ ჯილდო მოითხოვონ 2 წლის ხელფასის ოდენობით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო, ან გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. მათ ასევე შეუძლიათ ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლის და შედეგების გაგების შემდეგ.

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ზარები ცხელ ხაზზე საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან იმის თაობაზე, რომ რეგისტრაციის შემდეგ გადაიფიქრეს და სურთ რეგისტრაციის გაუქმება, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოხატეს და აღარ უნდათ გამოცდაზე გასვლა. სამწუხაროდ, მარტივი სატელეფონო ზარის საშუალებით ჩვენ ვერ ვახერხებთ რეგისტრაციის გაუქმებას, ამიტომ ვთხოვთ მათ, რომ თუ უნდათ რეგისტრაციის გაუქმება, ვებგვერდზე დევს მარტივი განაცხადის ფორმა, შეავსონ და მიაწოდონ რესურსცენტრს, საიდანაც ფორმას ჩვენ მივიღებთ და გავაუქმებთ რეგისტრაციას“, - განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება ჯილდოს რეგისტრაციას, როგორც გორგოძემ განმარტა, რეგისტრაცია შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ ხდება.

„ამის შესახებ სკოლას და რესურცენტრს უნდა მიმართონ და ცალკე რეგისტრაცია გაიარონ. რეგისტრაციის გაუქმება ასობით მასწავლებელმა ითხოვა", - განაცხადა გორგოძემ.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხვალ, 18:00 საათამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის საფასური, 50 ლარი უკან დაუბრუნდებათ. ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდა უფასოა.

სოფიო გორგოძის განმარტებით, მასწავლებელთა გამოცდა ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება და თარიღები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

როგორც გორგოძე ამბობს, გამოცდის საკითხებში ცვლილებები არ შესულა.

"პროგრამები ჩვენს ვებგვერდზე დევს. განსაკუთრებული სიახლეები მასწავლებელთა გამოცდის ფორმატში და შინაარსში არ გვაქვს. რაც შეეხება ბარიერს, ეს არის მინიმალური კომპეტენციის დადასტურება და მასწავლებელს შეუძლია დააგროვოს 1,4, 7 კრედიტი ისევე, როგორც ადრე იყო. ოღონდ შემომსვლელისთვის განსხვავდება ეს ბარიერი, მისთვის შარშან იყო 60% და მეტი ქულები; წელს ქულები გამოქვეყნებული ჯერ არ არის და ეს ბარიერებიც უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. მასწავლებლებს უწევთ ორი ტესტის ჩაბარება - უნარების და საგნობრივის. პრაქტიკოს მასწავლებლებს შეუძლიათ ერთიც ჩააბარონ და მეორეც, მაგრამ პროფესიაში შემომსვლელები აბარებენ მხოლოდ საგნობრივ გამოცდას", - განმარტა გორგოძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ