სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროქტოლოგი ერეკლე გრატიაშვილი: პირველად საქართველოში პილონიდურ სინუსზე ლაზერულ ოპერაციებს ვნერგავთ
პროქტოლოგი ერეკლე გრატიაშვილი: პირველად საქართველოში პილონიდურ სინუსზე ლაზერულ ოპერაციებს ვნერგავთ

პრო­ქ­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი დიდი უსი­ა­მოვ­ნე­ბის მომ­ტა­ნია, ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში ოპე­რა­ცი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი პრო­ქ­ტო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, ასე­ვე, საკ­მა­ოდ ხში­რია პი­ლო­ნი­დუ­რი სი­ნუ­სი, იგი­ვე გავა-კუ­დუ­სუ­ნის ეპი­თე­ლი­ა­ლუ­რი გზა, რო­მელ­საც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში თმის ჩაბ­რუ­ნე­ბას უწო­დე­ბენ.

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში პი­ლო­ნი­დუ­რი სი­ნუ­სის ლა­ზე­რუ­ლი დესტრუქ­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გია ინერ­გე­ბა. სულ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში კეთ­დე­ბა მსგავ­სი ტი­პის ლა­ზე­რუ­ლი ოპე­რა­ცია და, მა­თი­ვე კვლე­ვე­ბით, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად.

რა იწ­ვევს ამ და­ა­ვა­დე­ბებს, რამ­დე­ნად რთუ­ლია მისი მკურ­ნა­ლო­ბა და რა პრო­ცე­დუ­რებს მო­ი­ცავს? ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის პრო­ქ­ტო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ერეკ­ლე გრა­ტი­აშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

– პრო­ქ­ტო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბია. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი თით­ქმის თა­ნაბ­რად გვხვდე­ბა ორი­ვე სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში, მა­გა­ლი­თად, ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა (ბუ­ა­სი­ლი) თა­ნაბ­რად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ორი­ვე სქე­სის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, პი­ლო­ნი­დუ­რი სი­ნუ­სი კი მა­მა­კა­ცებ­ში 3-ჯერ უფრო მეტი სიხ­ში­რი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

– რა მე­თო­დე­ბი არ­სე­ბობს ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ?

– ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ სხვა­დას­ხვა სა­ხის მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი, მი­ნი­ინ­ვა­ზი­უ­რი და ოპე­რა­ცი­უ­ლი ტექ­ნი­კე­ბია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­ულ და ხან­გრძლივ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მო­ი­თხოვს. მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა მე­თო­დე­ბის დახ­ვე­წა­ზე, რათა პა­ცი­ენტს ტკი­ვი­ლე­ბი შე­უმ­სუ­ბუქ­დეს, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა შე­უმ­ცირ­დეს და მალე და­უბ­რუნ­დეს ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს.

– რა იწ­ვევს ამ ტი­პის და­ა­ვა­დე­ბებს?

–ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, გარ­და გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბი­სა, სხვა­დას­ხვა გა­რე­გა­ნი მავ­ნე ფაქ­ტო­რი­ცაა. მა­გა­ლი­თად, უმოძ­რაო ცხოვ­რე­ბის წესი, არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი კუ­ჭის მოქ­მე­დე­ბა, ალ­კოჰო­ლი­სა და ცხა­რე საკ­ვე­ბის ჭარ­ბად მი­ღე­ბა, ქალ­ბა­ტო­ნებ­ში ორ­სუ­ლო­ბა, მშო­ბი­ა­რო­ბა. და­ა­ვა­დე­ბა ვლინ­დე­ბა სის­ხლდე­ნით დე­ფე­კა­ცი­ის დროს, დის­კომ­ფორ­ტით, ტკი­ვი­ლი­თა და გა­მო­ნა­დე­ნით უკა­ნა ტა­ნის არე­ში. რაც შე­ე­ხე­ბა პი­ლო­ნი­დურ სი­ნუსს, ის ნა­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში კუ­დუ­სუ­ნის არე­ში ყა­ლიბ­დე­ბა კა­ნის წვრი­ლი მი­ლი­სებ­რი ჩაღ­რმა­ვე­ბის სა­ხით, ანუ თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გი­აა და რო­გორც წესი, 16 წლის ასა­კი­დან იწყებს გა­მოვ­ლე­ნას ტკი­ვი­ლით, შე­სი­ე­ბი­თა და ჩირ­ქო­ვა­ნი გა­მო­ნა­დე­ნით კუ­დუ­სუ­ნის არე­ში.

– რა მე­თო­დო­ლო­გი­ით მკურ­ნა­ლობს პა­ცი­ენ­ტებს გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­საც თქვენ ხელ­მძღვა­ნე­ლობთ?

–ჩვენს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ჰე­მო­რო­ი­დულ და­ა­ვა­დე­ბა­ზე თით­ქმის ყვე­ლა მი­ნი­ინ­ვა­ზი­უ­რი პრო­ცე­დუ­რა ტარ­დე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლა სტა­დი­ა­ზე შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რა გვაქვს შერ­ჩე­უ­ლი. ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად ვცდი­ლობთ, ლა­ზე­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი დავ­ნერ­გოთ.

– პრო­ქ­ტო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის რო­მელ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ლა­ზე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია?

– ლა­ზე­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ძი­რი­თა­დად სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა: ლა­ზე­რუ­ლი აპა­რა­ტი შე­იქ­მნა გერ­მა­ნუ­ლი კორ­პო­რა­ცია ბი­ო­ლი­ტე­კის მიერ. 2006 წლი­დან გერ­მა­ნელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნო­ლო­გია შე­ი­მუ­შა­ვეს და ამ აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყეს ჯერ ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დროს, 2010 წლი­დან - ანა­ლუ­რი ფის­ტუ­ლე­ბის­თვის, 2013 წლი­დან კი - პი­ლო­ნი­დუ­რი სი­ნუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ.

– რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ლა­ზე­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი და რა გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს?

–ლა­ზე­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მა­ღა­ლე­ფექ­ტუ­რო­ბა სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით შეგ­ვიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­როთ. ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დროს ტრა­დი­ცი­ულ ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ებს ბო­ლომ­დე ვერ ანაც­ვლებს, რად­გან მე­ო­თხე სტა­დი­ის დროს ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა პა­თო­ლო­გი­ის გა­მოვ­ლე­ნის ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე მოგ­ვმარ­თონ. პი­ლო­ნი­დურ სი­ნუს­ზე კი ახლა ვი­წყებთ გა­მო­ყე­ნე­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია, მით უმე­ტეს, გა­ურ­თუ­ლე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში.

– რო­გო­რია რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი ეპი­თე­ლი­ა­ლუ­რი ხვრელ­მი­ლე­ბის ლა­ზე­რუ­ლი დესტრუქ­ცი­ის შემ­დეგ და რამ­დე­ნად მსუ­ბუ­ქია ის ტრა­დი­ცი­ულ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას­თან შე­და­რე­ბით?

– პი­ლო­ნი­დუ­რი სი­ნუ­სის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა მის ამოკ­ვე­თას გუ­ლის­ხმობს ჭრი­ლო­ბის ღიად და­ტო­ვე­ბით, ჭრი­ლო­ბის კი­დე­ე­ბის ფსკერ­ზე ჩა­კე­რე­ბით ან ჭრი­ლო­ბა სხვა­დას­ხვა წე­სით იკე­რე­ბა. ღია წე­სით ამოკ­ვე­თი­სას საკ­მა­ოდ ფარ­თო ზო­მის გა­ნაკ­ვე­თე­ბია, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში 3-4 თვემ­დე გრძელ­დე­ბა შე­ხორ­ცე­ბის პრო­ცე­სი. ლა­ზე­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს გა­ნაკ­ვე­თი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ კეთ­დე­ბა, უკვე არ­სე­ბუ­ლი ხვრე­ლე­ბი­დან შევ­დი­ვართ ლა­ზე­რის ზონ­დით, რო­მე­ლიც 360 გრა­დუ­სით ას­ხი­ვებს ლა­ზე­რულ ენერ­გი­ას და მისი უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ტა­ნი­სას იხუ­რე­ბა ფის­ტუ­ლის არხი. ეს პრო­ცე­დუ­რა ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზი­ით კეთ­დე­ბა, მთე­ლი პრო­ცე­დუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბა 5-10 წუთს არ აღე­მა­ტე­ბა და პა­ცი­ენ­ტი იმა­ვე დღეს ეწე­რე­ბა ბი­ნა­ზე. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა, რო­გორც წესი, 2-4 კვი­რას არ აჭარ­ბებს და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

– რო­გო­რია პირ­ვე­ლა­დი სიმპტო­მე­ბი?

– ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლა­დი სიმპტო­მია სის­ხლი დე­ფე­კა­ცი­ის დროს, კვან­ძის გა­მო­ბერ­ვა, დის­კომ­ფორ­ტი, ქა­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა უკა­ნა ტა­ნის არე­ში. მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე და­ა­ვა­დე­ბა პროგ­რე­სი­რებს, შემ­დეგ უკვე კვან­ძი იწყებს გა­მო­ვარ­დნას და ბოლო სტა­დი­ა­ში უკან აღარ ბრუნ­დე­ბა. სის­ხლდე­ნა შე­იძ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე გაგ­რძელ­დეს, რომ ტკი­ვი­ლი არ აღი­ნიშ­ნე­ბო­დეს, რაც ხში­რად ხდე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვის მი­ზე­ზი. ბუ­ა­სი­ლის დროს ტკი­ვი­ლი ვი­თარ­დე­ბა, თუ ანა­ლუ­რი ნაპ­რა­ლით ან თრომ­ბო­ზით გარ­თულ­და. რაც შე­ე­ხე­ბა პი­ლო­ნი­დურ სი­ნუსს, ის გა­ურ­თუ­ლე­ბელ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ანს არ აწუ­ხებს. და­ა­ვა­დე­ბა ვლინ­დე­ბა 16 წლის ასა­კი­დან, რო­დე­საც, ჰორ­მო­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო, ოფ­ლი­ა­ნო­ბა მა­ტუ­ლობს, თმა იზ­რდე­ბა არ­სე­ბულ ხვრელ­მილ­ში და ყა­ლიბ­დე­ბა კის­ტა, რომ­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ იწყე­ბა ტკი­ვი­ლი და შე­სი­ე­ბა კუ­დუ­სუ­ნის არე­ში, ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცია, ჩირ­ქო­ვა­ნი გა­მო­ნა­დე­ნი. პა­ცი­ენ­ტი ზოგ­ჯერ გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს ჩირ­ქგ­რო­ვის დრე­ნი­რე­ბის სა­ხით.

– რას ურ­ჩევ­დით პა­ცი­ენ­ტებს ასე­თი დის­კომ­ფორ­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

– ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია გუ­ლის­ხმობს უჯრე­დი­სით მდი­და­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას, კუ­ჭის მოქ­მე­დე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის მო­მა­ტე­ბას, ჰი­გი­ე­ნის დაც­ვას და სპე­ცი­ა­ლის­ტთან კონ­სულ­ტა­ცი­ას პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე. რაც შე­ე­ხე­ბა პი­ლო­ნი­დურ სი­ნუსს, ანუ თმის ჩაბ­რუ­ნე­ბას, ეს და­ა­ვა­დე­ბა თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გი­აა და, შე­სა­ბა­მი­სად, მისი პრე­ვენ­ცია არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ხში­რად ოჯა­ხუ­რი ანამ­ნე­ზია, ანუ წი­ნაპ­რებს, დე­დას, მა­მას ჰქონ­დათ იგი­ვე და­ა­ვა­დე­ბა და ოპე­რა­ცია აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი. ამი­ტომ მინ­და მშობ­ლებს მო­ვუ­წო­დო, რომ და­უთ­ვა­ლი­ე­რონ ბავ­შვებს კუ­დუ­სუ­ნის მი­და­მო. თუ რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა, წერ­ტი­ლის მსგავ­სი ჩაღ­რმა­ვე­ბა შე­ნიშ­ნეს, ეს ნიშ­ნავს, რომ შვი­ლებ­საც აქვთ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და როცა იქ­ნე­ბა, ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­უვ­ლინ­დე­ბათ. სჯობს, გარ­თუ­ლე­ბამ­დე მოგ­ვმარ­თონ, რად­გან ამ დროს მეტი ეფექ­ტი აქვს ლა­ზე­რულ მკურ­ნა­ლო­ბას და მო­მა­ვალ­ში თა­ვი­დან აა­ცი­ლებთ უფრო რთულ ოპე­რა­ცი­ას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

პროქტოლოგი ერეკლე გრატიაშვილი: პირველად საქართველოში პილონიდურ სინუსზე ლაზერულ ოპერაციებს ვნერგავთ

პროქტოლოგი ერეკლე გრატიაშვილი: პირველად საქართველოში პილონიდურ სინუსზე ლაზერულ ოპერაციებს ვნერგავთ

პროქტოლოგიური დაავადებები დიდი უსიამოვნების მომტანია, ხშირ შემთხვევებში ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროქტოლოგიური პრობლემა ჰემოროიდული დაავადებაა, ასევე, საკმაოდ ხშირია პილონიდური სინუსი, იგივე გავა-კუდუსუნის ეპითელიალური გზა, რომელსაც მოსახლეობაში თმის ჩაბრუნებას უწოდებენ.

პირველად საქართველოში, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში პილონიდური სინუსის ლაზერული დესტრუქციის ტექნოლოგია ინერგება. სულ რამდენიმე ქვეყანაში კეთდება მსგავსი ტიპის ლაზერული ოპერაცია და, მათივე კვლევებით, საკმაოდ წარმატებულად.

რა იწვევს ამ დაავადებებს, რამდენად რთულია მისი მკურნალობა და რა პროცედურებს მოიცავს? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის პროქტოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ერეკლე გრატიაშვილი საუბრობს:

– პროქტოლოგიური პათოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებებია. ზოგიერთი მათგანი თითქმის თანაბრად გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებში, მაგალითად, ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი) თანაბრად არის გავრცელებული ორივე სქესის მოსახლეობაში, პილონიდური სინუსი კი მამაკაცებში 3-ჯერ უფრო მეტი სიხშირითაა წარმოდგენილი.

– რა მეთოდები არსებობს ამ დაავადებების სამკურნალოდ?

– ამ დაავადებების სამკურნალოდ სხვადასხვა სახის მედიკამენტოზური, მინიინვაზიური და ოპერაციული ტექნიკებია შემუშავებული. თუმცა, ქირურგიული ჩარევების დიდი უმრავლესობა საკმაოდ მტკივნეულ და ხანგრძლივ რეაბილიტაციას მოითხოვს. მიმდინარეობს მუშაობა მეთოდების დახვეწაზე, რათა პაციენტს ტკივილები შეუმსუბუქდეს, რეაბილიტაციის ხანგრძლივობა შეუმცირდეს და მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

– რა იწვევს ამ ტიპის დაავადებებს?

–ჰემოროიდული დაავადების გამომწვევი მიზეზი, გარდა გენეტიკური წინასწარგანწყობისა, სხვადასხვა გარეგანი მავნე ფაქტორიცაა. მაგალითად, უმოძრაო ცხოვრების წესი, არარეგულარული კუჭის მოქმედება, ალკოჰოლისა და ცხარე საკვების ჭარბად მიღება, ქალბატონებში ორსულობა, მშობიარობა. დაავადება ვლინდება სისხლდენით დეფეკაციის დროს, დისკომფორტით, ტკივილითა და გამონადენით უკანა ტანის არეში. რაც შეეხება პილონიდურ სინუსს, ის ნაყოფის განვითარების პროცესში კუდუსუნის არეში ყალიბდება კანის წვრილი მილისებრი ჩაღრმავების სახით, ანუ თანდაყოლილი პათოლოგიაა და როგორც წესი, 16 წლის ასაკიდან იწყებს გამოვლენას ტკივილით, შესიებითა და ჩირქოვანი გამონადენით კუდუსუნის არეში.

– რა მეთოდოლოგიით მკურნალობს პაციენტებს განყოფილება, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ?

–ჩვენს განყოფილებაში ჰემოროიდულ დაავადებაზე თითქმის ყველა მინიინვაზიური პროცედურა ტარდება. ამიტომ ყველა სტადიაზე შესაბამისი პროცედურა გვაქვს შერჩეული. ბოლო პერიოდში აქტიურად ვცდილობთ, ლაზერული ოპერაციები დავნერგოთ.

– პროქტოლოგიური პათოლოგიების რომელ შემთხვევებში გამოიყენება ლაზერული ტექნოლოგია?

– ლაზერული ოპერაციები ძირითადად სამი მიმართულებით გამოიყენება: ლაზერული აპარატი შეიქმნა გერმანული კორპორაცია ბიოლიტეკის მიერ. 2006 წლიდან გერმანელმა სპეციალისტებმა შესაბამისი ტექნოლოგია შეიმუშავეს და ამ აპარატის გამოყენება დაიწყეს ჯერ ჰემოროიდული დაავადების დროს, 2010 წლიდან - ანალური ფისტულებისთვის, 2013 წლიდან კი - პილონიდური სინუსის სამკურნალოდ.

– რამდენად ეფექტურია ლაზერული ოპერაციები და რა გამოცდილება არსებობს?

–ლაზერული მკურნალობის მაღალეფექტურობა სხვადასხვა კვლევების მონაცემებით შეგვიძლია დავადასტუროთ. ჰემოროიდული დაავადების დროს ტრადიციულ ქირურგიულ ოპერაციებს ბოლომდე ვერ ანაცვლებს, რადგან მეოთხე სტადიის დროს ნაკლებად ეფექტურია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა პათოლოგიის გამოვლენის ადრეულ ეტაპზევე მოგვმართონ. პილონიდურ სინუსზე კი ახლა ვიწყებთ გამოყენებას და, შესაბამისად, გამოცდილების გაზიარება გაგვიჭირდება, თუმცა არსებული კვლევებით საკმაოდ ეფექტურია, მით უმეტეს, გაურთულებელ შემთხვევებში.

– როგორია რეაბილიტაციის პროცესი ეპითელიალური ხვრელმილების ლაზერული დესტრუქციის შემდეგ და რამდენად მსუბუქია ის ტრადიციულ ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით?

– პილონიდური სინუსის ქირურგიული მკურნალობა მის ამოკვეთას გულისხმობს ჭრილობის ღიად დატოვებით, ჭრილობის კიდეების ფსკერზე ჩაკერებით ან ჭრილობა სხვადასხვა წესით იკერება. ღია წესით ამოკვეთისას საკმაოდ ფართო ზომის განაკვეთებია, ზოგიერთ შემთხვევაში 3-4 თვემდე გრძელდება შეხორცების პროცესი. ლაზერული ოპერაციის დროს განაკვეთი, ფაქტობრივად, არ კეთდება, უკვე არსებული ხვრელებიდან შევდივართ ლაზერის ზონდით, რომელიც 360 გრადუსით ასხივებს ლაზერულ ენერგიას და მისი უკუმიმართულებით გამოტანისას იხურება ფისტულის არხი. ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება, მთელი პროცედურის ხანგრძლივობა 5-10 წუთს არ აღემატება და პაციენტი იმავე დღეს ეწერება ბინაზე. რეაბილიტაციის ხანგრძლივობა, როგორც წესი, 2-4 კვირას არ აჭარბებს და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

– როგორია პირველადი სიმპტომები?

– ჰემოროიდული დაავადების პირველადი სიმპტომია სისხლი დეფეკაციის დროს, კვანძის გამობერვა, დისკომფორტი, ქავილის შეგრძნება უკანა ტანის არეში. მკურნალობის გარეშე დაავადება პროგრესირებს, შემდეგ უკვე კვანძი იწყებს გამოვარდნას და ბოლო სტადიაში უკან აღარ ბრუნდება. სისხლდენა შეიძლება წლების განმავლობაში ისე გაგრძელდეს, რომ ტკივილი არ აღინიშნებოდეს, რაც ხშირად ხდება დაგვიანებული მომართვის მიზეზი. ბუასილის დროს ტკივილი ვითარდება, თუ ანალური ნაპრალით ან თრომბოზით გართულდა. რაც შეეხება პილონიდურ სინუსს, ის გაურთულებელ შემთხვევაში ადამიანს არ აწუხებს. დაავადება ვლინდება 16 წლის ასაკიდან, როდესაც, ჰორმონული ცვლილებების გამო, ოფლიანობა მატულობს, თმა იზრდება არსებულ ხვრელმილში და ყალიბდება კისტა, რომლის ინფიცირების შემდეგ იწყება ტკივილი და შესიება კუდუსუნის არეში, ტემპერატურული რეაქცია, ჩირქოვანი გამონადენი. პაციენტი ზოგჯერ გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს ჩირქგროვის დრენირების სახით.

– რას ურჩევდით პაციენტებს ასეთი დისკომფორტული დაავადების პრევენციასთან დაკავშირებით?

– ჰემოროიდული დაავადების პრევენცია გულისხმობს უჯრედისით მდიდარი საკვების მიღებას, კუჭის მოქმედების მოწესრიგებას, ფიზიკური აქტიურობის მომატებას, ჰიგიენის დაცვას და სპეციალისტთან კონსულტაციას პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე. რაც შეეხება პილონიდურ სინუსს, ანუ თმის ჩაბრუნებას, ეს დაავადება თანდაყოლილი პათოლოგიაა და, შესაბამისად, მისი პრევენცია არ არსებობს, თუმცა ხშირად ოჯახური ანამნეზია, ანუ წინაპრებს, დედას, მამას ჰქონდათ იგივე დაავადება და ოპერაცია აქვთ გადატანილი. ამიტომ მინდა მშობლებს მოვუწოდო, რომ დაუთვალიერონ ბავშვებს კუდუსუნის მიდამო. თუ რამდენიმე პატარა, წერტილის მსგავსი ჩაღრმავება შენიშნეს, ეს ნიშნავს, რომ შვილებსაც აქვთ აღნიშნული დაავადება და როცა იქნება, ის აუცილებლად გამოუვლინდებათ. სჯობს, გართულებამდე მოგვმართონ, რადგან ამ დროს მეტი ეფექტი აქვს ლაზერულ მკურნალობას და მომავალში თავიდან ააცილებთ უფრო რთულ ოპერაციას.

ცნობილი გერმანული ბრენდი, Dr.Hauschka უკვე საქართველოში ექსკლუზიურად დოიჩე აფთიაქში იყიდება

ჯივიესის ახალი შენაძენი რაჭაში

გაეცანი მშენებარე და ახალაშენებული ბინების გეგმარებებსა და ფასებს, ერთ ვებგვერდზე - House.ge