საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Vendoo - ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობით პროდუქციას საქართველოს ყველა რეგიონიდან შეიძენთ
Vendoo - ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობით პროდუქციას საქართველოს ყველა რეგიონიდან შეიძენთ

ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ბევრ ჩვენ­განს სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის შე­ძე­ნა უკვე ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში ურ­ჩევ­ნია, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რივ მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რულს ვერ ას­წრებს.

გარ­და ამი­სა, ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი ან ბრენ­დი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ, რომ­ლის ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც გავ­ხდე­ბით. ასე­ვე, ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა უფრო მარ­ტი­ვია, რად­გან მის შე­სა­ხებ არა­ერთ რე­ვი­უს წა­ა­წყდე­ბით.

ამ ტენ­დენ­ცი­ე­ბის გა­დათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, „თი­ბი­სი ჯგუფ­მა“ გა­და­წყვი­ტა, ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის პლატ­ფორ­მა Vendoo.ge შე­ექ­მნა, რო­მე­ლიც მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ცია სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, სწრა­ფად და მარ­ტი­ვად შე­ი­ძი­ნოს. სა­წყის ეტაპ­ზე, Vendoo-ზე 3 კა­ტე­გო­რი­ის, ჯამ­ში 5 000-ზე­მე­ტი პრო­დუქ­ტია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რომ­ლი­თაც ყო­ველ­დღი­უ­რად 200-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის ახა­ლი ნივ­თი ემა­ტე­ბა.

ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის ახა­ლი პლატ­ფორ­მა ჯერ­ჯე­რო­ბით, ელექტრო­ტექ­ნი­კას, ბავ­შვი­სა და თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენტს არ­თი­ა­ნებს და მისი მეშ­ვე­ო­ბით სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია.

Vendoo-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ლაშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, Vendoo-ს ახა­ლი კა­ტე­გო­რია ყო­ველ­თვი­უ­რად და­ე­მა­ტე­ბა და ვებგ­ვერ­დი მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბა.

„მომ­ხმა­რე­ბელს ძა­ლი­ან ბევრ სი­ახ­ლეს და სურპრიზს შევ­თა­ვა­ზებთ. მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც 1 ივ­ნი­სამ­დე რე­გის­ტრა­ცი­ას გა­ივ­ლის და Vendoo-ზე მი­ნი­მუმ 1 პრო­დუქტს შე­ი­ძენს, მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბი­თი სი­ახ­ლე­ე­ბით ისარ­გებ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებთ, რომ ვებგ­ვერ­დი უკვე გა­ტეს­ტოს და თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­როს. ჩვე­ნი გუნ­დი არის ძა­ლი­ან ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი, თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელ­თან ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის რჩე­ვა იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და ასა­ხუ­ლი ჩვენს ვებგ­ვერ­დზე“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ლაშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, იმ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც Vendoo-ზე ამ­ჟა­მად წარ­მოდ­გე­ნილ კა­ტე­გო­რი­ებ­თან თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სო­ბას ხე­და­ვენ, რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა და ელექტრო­ნულ კო­მერ­ცი­ა­ში ჩარ­თვა უკვე შე­უძ­ლი­ათ.

„ასე­ვე,და­ვა­ა­ნონ­სეთ, რომ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვებთ და ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­მა­ტებთ კა­ტე­გო­რი­ას, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლად, მათ­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა მან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია,რომ Vendoo სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია. ვებგ­ვერ­დი კომ­პა­ნი­ებს პრო­დუქ­ცი­ის გან­თავ­სე­ბას მარ­ტი­ვად და მოკ­ლე დრო­ში სთა­ვა­ზობს. ლაშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, Vendoo-მ უკვე შექ­მნა სერ­ვი­სი, რომ­ლის თა­ნახ­მად, ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, პრო­დუქ­ცია ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის ვებგ­ვერ­დზე თა­ვად გა­ნა­თავ­სონ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, Vendoo-ს ად­მი­ნის­ტრა­ცია მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს ამ პრო­ცეს­ში თა­ვად აქ­ტი­ურ კონ­სულ­ტა­ცი­ა­სა და დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს.

„პლატ­ფორ­მა მუდ­მი­ვად დახ­ვე­წის პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით არის Market Place, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ თვი­თონ მომ­წო­დებ­ლებ­მა, პრო­დუქ­ცი­ის შე­მომ­ტა­ნებ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლონ ყვე­ლა იმ პრო­დუქ­ტის გან­თავ­სე­ბა, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია, სტან­დარ­ტებს პა­სუ­ხობს“, - აღ­ნიშ­ნა მან.

Vendoo-მ ოპე­რი­რე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და­ი­წყო. შე­ძე­ნი­ლი ნივ­თის თბი­ლი­სის მას­შტა­ბით მი­წო­დე­ბის დრო ერთი დღეა, რე­გი­ო­ნე­ბის მას­შტა­ბით კი - 2-3 დღე. Vendoo-ს დი­რექ­ტო­რის ლაშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პლატ­ფორ­მის მომ­სახ­რე­ბა­ში გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია.

„ჩვენ ბა­ზარ­ზე უნი­კა­ლუ­რი და ძა­ლი­ან ლმო­ბი­ე­რი პრო­დუქ­ტის მობ­რუ­ნე­ბის სერ­ვი­სი გვაქვს. გვინ­და, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ჩვენს ვებგ­ვერ­დზე თავს ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად გრძნობ­დნენ. მა­გა­ლი­თად, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი მსხვილ ტექ­ნი­კას შე­ი­ძე­ნენ, რომ­ლის ზო­მე­ბიც სამ­ზა­რე­უ­ლოს არ მო­ერ­გე­ბა,არ ექ­ნე­ბათ გან­ცდა, რომ ტყუ­ი­ლად გა­და­ი­ხა­დეს, რად­გან ამ პრო­დუქ­ცი­ის უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სა და უსას­ყიდ­ლოდ ჩა­ნაც­ვლე­ბის სერ­ვისს Vendoo უზ­რუნ­ველ­ყოფს“, - გან­მარ­ტა მან.

Vendoo-ს ბა­ზარ­ზე შე­მოს­ვლა „თი­ბი­სი ჯგუ­ფის“ ინ­ფორ­მა­ცი­ის მარ­თვის დი­რექ­ტორ­მა და Vendoo-ს პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერ­მა ამი­რან შე­რო­ზი­ა­მაც შე­ა­ფა­სა.

„ეს არის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს მომ­წო­დე­ბელ­თან აკავ­ში­რებს და გვეხ­მა­რე­ბა, რო­გორც მე­დი­ა­ტო­რი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაჭ­რო­ბის უდი­დე­სი წილი უცხო­ურ ვებგ­ვერ­დებ­ზე მო­დის, ჩვენ კი მო­სახ­ლე­ო­ბას ლო­კა­ლურ, კომ­ფორ­ტულ, მარ­ტივ გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბას­ვთა­ვა­ზობთ. გვინ­და, შევ­ცვა­ლოთ ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა და ხელი შე­ვუ­წყოთ ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­ვა­ხა­ლი­სოთ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის ბიზ­ნე­სი, წა­ვა­ხა­ლი­სოთ და მე­წარ­მე­ებს და­ვეხ­მა­როთ თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გა­ყი­დონ“, - აღ­ნიშ­ნა მან.

„თი­ბი­სი ბან­კის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძის შე­ფა­სე­ბით, Vendoo არა მხო­ლოდ „თი­ბი­სის­თვის“, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სია.

„დღეს იხ­სნე­ბა ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის აპ­ლი­კა­ცია Vendoo.ge, რო­მე­ლიც არა­მარ­ტო ჩვენ­თვის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. გან­სა­კუთ­რე­ბი­თი­მი­ტომ, რომ ის მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა ქარ­თველ მე­წარ­მე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას­მის­ცემს, თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია ამ სივ­რცე­ში მო­ახ­დი­ნონ. მე­ო­რე მხრივ, Vendoo ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელსსა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­ი­ძი­ნოს პრო­დუქ­ცია. ეს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

Vendoo-ს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც აქვს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 2019 წელი სრუ­ლად და­ეთ­მო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარს რათა Vendoo და­იხ­ვე­წოს და ყო­ველ­თვის პა­სუ­ხობ­დეს ყვე­ლა იმ მო­თხოვ­ნა­სა და სტან­დარტს, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზეა; 2020 წელს კი ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის პლატ­ფორ­მის გუნდს სურს, Vendooრე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით გა­ვი­დეს. პირ­ველ ეტაპ­ზე, იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, სა­დაც Vendooიქ­ნე­ბა უზ­ბე­კე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი გა­ნი­ხი­ლე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ კი ქარ­თუ­ლი პლატ­ფორ­მის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით იგეგ­მე­ბა.

Vendoo-ზე ონ­ლა­ინ შო­პინ­გი უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

Vendoo - ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობით პროდუქციას საქართველოს ყველა რეგიონიდან შეიძენთ

Vendoo - ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობით პროდუქციას საქართველოს ყველა რეგიონიდან შეიძენთ

ელექტრონული კომერცია საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ბევრ ჩვენგანს სასურველი ნივთის შეძენა უკვე ონლაინ სივრცეში ურჩევნია, რადგან ჩვეულებრივ მაღაზიებში სიარულს ვერ ასწრებს.

გარდა ამისა, ონლაინ მაღაზიის მეშვეობით შესაძლებელია, ახალი, საინტერესო და ჩვენთვის სასურველი პროდუქტი ან ბრენდი აღმოვაჩინოთ, რომლის ერთგული მომხმარებლებიც გავხდებით. ასევე, ონლაინ სივრცეში კონკრეტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღება უფრო მარტივია, რადგან მის შესახებ არაერთ რევიუს წააწყდებით.

ამ ტენდენციების გადათვალისწინებით, „თიბისი ჯგუფმა“ გადაწყვიტა, ელექტრონული კომერციის პლატფორმა Vendoo.ge შეექმნა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს მოემსახურება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს. საწყის ეტაპზე, Vendoo-ზე 3 კატეგორიის, ჯამში 5 000-ზემეტი პროდუქტია განთავსებული, რომლითაც ყოველდღიურად 200-ზე მეტი დასახელების ახალი ნივთი ემატება.

ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა ჯერჯერობით, ელექტროტექნიკას, ბავშვისა და თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს ართიანებს და მისი მეშვეობით სასურველი პროდუქციის შეძენა უკვე შესაძლებელია.

Vendoo-ს გენერალური დირექტორის, ლაშა მაჭავარიანის ინფორმაციით, Vendoo-ს ახალი კატეგორია ყოველთვიურად დაემატება და ვებგვერდი მუდმივად განახლების პროცესში იქნება.

„მომხმარებელს ძალიან ბევრ სიახლეს და სურპრიზს შევთავაზებთ. მომხმარებელი, რომელიც 1 ივნისამდე რეგისტრაციას გაივლის და Vendoo-ზე მინიმუმ 1 პროდუქტს შეიძენს, მთელი ზაფხულის განმავლობაში დამატებითი სიახლეებით ისარგებლებს. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებთ, რომ ვებგვერდი უკვე გატესტოს და თავისი მოსაზრებები გაგვიზიაროს. ჩვენი გუნდი არის ძალიან ინტერაქციული, თითოეულ მომხმარებელთან ძალიან კომუნიკაბელური და შესაბამისად, ნებისმიერი სახის რჩევა იქნება გათვალისწინებული და ასახული ჩვენს ვებგვერდზე“, - აღნიშნა მან.

ლაშა მაჭავარიანის განმარტებით, იმ კომპანიებს, რომლებიც Vendoo-ზე ამჟამად წარმოდგენილ კატეგორიებთან თავიანთი პროდუქციის შესაბამისობას ხედავენ, რეგისტრაციის გავლა და ელექტრონულ კომერციაში ჩართვა უკვე შეუძლიათ.

„ასევე,დავაანონსეთ, რომ ქართული პროდუქტის მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და ზაფხულის ბოლომდე აუცილებლად დავამატებთ კატეგორიას, რომელიც კონკრეტულად, მათთვის იქნება განკუთვნილი“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია,რომ Vendoo საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია. ვებგვერდი კომპანიებს პროდუქციის განთავსებას მარტივად და მოკლე დროში სთავაზობს. ლაშა მაჭავარიანის განმარტებით, Vendoo-მ უკვე შექმნა სერვისი, რომლის თანახმად, ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, პროდუქცია ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე თავად განათავსონ. მიუხედავად ამისა, Vendoo-ს ადმინისტრაცია მცირე და საშუალო ბიზნესს ამ პროცესში თავად აქტიურ კონსულტაციასა და დახმარებას გაუწევს.

„პლატფორმა მუდმივად დახვეწის პროცესში იქნება და ბუნებრივია, ეს კლასიკური გაგებით არის Market Place, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თვითონ მომწოდებლებმა, პროდუქციის შემომტანებმა აბსოლუტურად დამოუკიდებლად შეძლონ ყველა იმ პროდუქტის განთავსება, რომელიც ბუნებრივია, სტანდარტებს პასუხობს“, - აღნიშნა მან.

Vendoo-მ ოპერირება მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. შეძენილი ნივთის თბილისის მასშტაბით მიწოდების დრო ერთი დღეა, რეგიონების მასშტაბით კი - 2-3 დღე. Vendoo-ს დირექტორის ლაშა მაჭავარიანის ინფორმაციით, პლატფორმის მომსახრებაში გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც გათვალისწინებულია.

„ჩვენ ბაზარზე უნიკალური და ძალიან ლმობიერი პროდუქტის მობრუნების სერვისი გვაქვს. გვინდა, რომ მომხმარებლები ჩვენს ვებგვერდზე თავს ძალიან თავისუფლად გრძნობდნენ. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მსხვილ ტექნიკას შეიძენენ, რომლის ზომებიც სამზარეულოს არ მოერგება,არ ექნებათ განცდა, რომ ტყუილად გადაიხადეს, რადგან ამ პროდუქციის უკან დაბრუნებისა და უსასყიდლოდ ჩანაცვლების სერვისს Vendoo უზრუნველყოფს“, - განმარტა მან.

Vendoo-ს ბაზარზე შემოსვლა „თიბისი ჯგუფის“ ინფორმაციის მართვის დირექტორმა და Vendoo-ს პროექტის მენეჯერმა ამირან შეროზიამაც შეაფასა.

„ეს არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს მომწოდებელთან აკავშირებს და გვეხმარება, როგორც მედიატორი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ვაჭრობის უდიდესი წილი უცხოურ ვებგვერდებზე მოდის, ჩვენ კი მოსახლეობას ლოკალურ, კომფორტულ, მარტივ გადახდის საშუალებასვთავაზობთ. გვინდა, შევცვალოთ ქართული რეალობა და ხელი შევუწყოთ ელექტრონული კომერციის საქართველოში განვითარებას. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში წავახალისოთ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი, წავახალისოთ და მეწარმეებს დავეხმაროთ თავიანთი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდონ“, - აღნიშნა მან.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, Vendoo არა მხოლოდ „თიბისისთვის“, არამედ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე ორიენტირებული სერვისია.

„დღეს იხსნება ელექტრონული კომერციის აპლიკაცია Vendoo.ge, რომელიც არამარტო ჩვენთვის, არამედ საქართველოს რეალობისთვის არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებითიმიტომ, რომ ის მოემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მომსახურება ქართველ მეწარმეებს საშუალებასმისცემს, თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია ამ სივრცეში მოახდინონ. მეორე მხრივ, Vendoo ქართველ მომხმარებელსსაშუალებას მისცემს, სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს პროდუქცია. ეს ძალიან კომფორტული მომსახურება იქნება“, - აღნიშნა მან.

Vendoo-ს მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმებიც აქვს. უფრო კონკრეტულად, 2019 წელი სრულად დაეთმობა საქართველოს ბაზარს რათა Vendoo დაიხვეწოს და ყოველთვის პასუხობდეს ყველა იმ მოთხოვნასა და სტანდარტს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეა; 2020 წელს კი ელექტრონული კომერციის პლატფორმის გუნდს სურს, Vendooრეგიონის მასშტაბით გავიდეს. პირველ ეტაპზე, იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც Vendooიქნება უზბეკეთი და აზერბაიჯანი განიხილება, სამომავლოდ კი ქართული პლატფორმის ხელმისაწვდომობა მსოფლიოს მასშტაბით იგეგმება.

Vendoo-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის