საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ქართველი დიზაინერები ზრუნავენ სალომე ზურაბიშვილის სტილზე - "რაც პრეზიდენტი გახდა, სიტყვას ასრულებს..."
რომელი ქართველი დიზაინერები ზრუნავენ სალომე ზურაბიშვილის სტილზე - "რაც პრეზიდენტი გახდა, სიტყვას ასრულებს..."

პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა ყო­ველ­თვის იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რესს. ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­შიც არის რამ­დე­ნი­მე მკვეთ­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მიღ­მა, სა­კუ­თა­რი ჩაც­მის სტი­ლით და გე­მოვ­ნე­ბით იქ­ცევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას.

მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით თავს ვერ გვა­წო­ნებს და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაც ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი აქვს, სა­მა­გი­ე­როდ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­ზარ­და და ევ­რო­პუ­ლი გავ­ლე­ნა მის ჩაც­მუ­ლო­ბას ყო­ველ­თვის ეტყო­ბო­და - უყ­ვარს ფე­რა­დი სა­მო­სი, შარ­ფე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი.

მას შემ­დეგ რაც პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, აქ­ტი­უ­რად უწევს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებს და ბევრ მათ­გან­თან თა­ნამ­შრომ­ლობს კი­დეც. ერთი შე­ხედ­ვით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გარ­დე­რო­ბი აქვს, მაგ­რამ თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით, ხში­რად იხი­ლავთ ერ­თსა და იმა­ვე სა­მოს­ში ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე. მა­გა­ლი­თად, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის მიერ, ინა­უ­გუ­რა­ცი­ის­თვის შექ­მნი­ლი სა­მო­სი, ზუ­რა­ბიშ­ვილს აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვი­ზი­ტი­სა­საც ეცვა.

აშ­კა­რაა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს სა­კუ­თა­რი გარ­დე­რო­ბი­დან ძა­ლი­ან უყ­ვარს წი­თე­ლი ორე­უ­ლი (რომ­ლის დი­ზა­ი­ნე­რი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია), რად­გან ეს კოს­ტი­უ­მი რამ­დე­ნი­მე ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ეცვა - ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან, შემ­დეგ კი პო­ლო­ნელ კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რი­სას.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი აც­მე­ვენ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს. რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ გვი­თხრა, მისი საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი არი­ან: ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე, ქეთი ჩხიკ­ვა­ძე, სოფო ეს­ტა­დაშ­ვი­ლი, გვან­ცა ჯა­ნა­შია და სხვე­ბი. პრე­ზი­დენ­ტი ცოტა ხნის წინ, თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბულ მო­დის კვი­რე­ულ­საც და­ეს­წრო, სა­დაც თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვას სა­მო­სით მო­ი­ხიბ­ლა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აპი­რებს მას­თა­ნაც ითა­ნამ­შრომ­ლოს.

დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს­თან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პირ­ვე­ლად გა­სულ წელს ითა­ნამ­შრომ­ლა. მას­თან მო­დელ­მა თაკო ჩხე­ი­ძემ მი­იყ­ვა­ნა და შვი­ლის, თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვის ორი კოს­ტი­უ­მი შე­ი­კე­რა.

"ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს შვი­ლის ქორ­წი­ლის­თვის კაბა, ხოლო ქორ­წი­ლის მე­ო­რე დღის­თვის - სა­მე­უ­ლი შე­ვუ­კე­რე. მას შემ­დეგ სის­ტე­მა­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. მან თქვა, რომ ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებს თა­ვად გა­უ­წევ­და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მთელ მსოფ­ლი­ო­ში და რაც პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, სი­ტყვას ას­რუ­ლებს კი­დეც. ხში­რად გვი­წევს მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მისი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ, ბო­ლოს შავ-თეთ­რი კაბა შე­ვუ­კე­რეთ.

- რაც პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, გარ­კვე­უ­ლი დრეს-კო­დის დაც­ვა მო­უ­წევს, რა წე­სებს იცავს?

- კლა­სი­კუ­რი სტი­ლი უნდა იყოს და­ცუ­ლი, თუმ­ცა უყ­ვარს კა­ბის კონ­კრე­ტუ­ლი სიგ­რძე, ფე­რე­ბი მოს­წონს და კლა­სი­კუ­რი, დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვს, რაც მის ჩაც­მუ­ლო­ბა­შიც ჩანს.

- ე.წ. პრი­მერ­კებ­ზე სი­ა­რულს ახერ­ხებს?

- როცა მზად­დე­ბა სა­მო­სი, ვუ­რე­კავთ და ზოგ­ჯერ თვი­თონ მო­დის სა­ხე­ლოს­ნო­ში, ზოგ­ჯერ ჩვენ მივ­დი­ვართ მას­თან და ვა­სინ­ჯებთ სა­მოსს.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ ქალ პრე­ზი­დენტს ძა­ლი­ან უყ­ვარს მა­სი­უ­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და შარ­ფე­ბი. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონს „გამ­რე­კე­ლის“ შარ­ფე­ბი, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა 60 ლა­რი­დან იწყე­ბა. აქ­სე­სუ­ა­რებ­ზე მხატ­ვარ ირაკ­ლი გამ­რე­კე­ლის ნა­ხა­ტე­ბია გა­და­ტა­ნი­ლი.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სამ­კა­უ­ლე­ბის ცნო­ბი­ლი მოყ­ვა­რუ­ლი­ცაა. მას ხში­რად უკე­თია მა­სი­უ­რი სა­ყუ­რე­ე­ბი, სა­მა­ჯუ­რე­ბი და ბრო­შე­ბი. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, პრე­ზი­დენ­ტი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის დი­ზა­ი­ნე­რის სოფი ეს­ტა­დაშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი­თაა მო­ხიბ­ლუ­ლი.

"ჩვენს გა­ლე­რე­ა­ში იყ­ვნენ სტუმ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­არ­ჩი­ეს ჩემს მიერ შექ­მნი­ლი სა­კო­ლექ­ციო ნა­მუ­შევ­რე­ბი - სა­ყუ­რე­ე­ბი და ბრო­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სიმ­ბო­ლოდ აღიქ­ვეს და როცა გა­დი­ოდ­ნენ, სწო­რედ მა­შინ შე­ვი­ტყვე რომ ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის­თვის უნდა ეჩუ­ქე­ბი­ნათ.

ეს არ არის ოქ­როს­გან და ბრი­ლი­ან­ტის­გან შექ­მნი­ლი სამ­კა­უ­ლე­ბი, არის ვერ­ცხლის და ძვირ­ფა­სი ქვის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც გა­მორ­ჩე­უ­ლი დი­ზა­ი­ნი აქვს და მე­ო­რე ასე­თი ნა­მუ­შე­ვა­რი არ შე­იქ­მნე­ბა. ფასს რაც შე­ე­ხე­ბა, არა­ე­თი­კუ­რი იქ­ნე­ბა ფა­სის და­სა­ხე­ლე­ბა", - გვი­თხრა აქ­სე­სუ­ა­რე­ბის დი­ზა­ი­ნერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

რომელი ქართველი დიზაინერები ზრუნავენ სალომე ზურაბიშვილის სტილზე - "რაც პრეზიდენტი გახდა, სიტყვას ასრულებს..."

რომელი ქართველი დიზაინერები ზრუნავენ სალომე ზურაბიშვილის სტილზე - "რაც პრეზიდენტი გახდა, სიტყვას ასრულებს..."

პოლიტიკოსების ჩაცმულობა ყოველთვის იწვევს საზოგადოების ინტერესს. ქართულ პოლიტიკაშიც არის რამდენიმე მკვეთრად გამორჩეული სახე, რომელიც პოლიტიკური საქმიანობის მიღმა, საკუთარი ჩაცმის სტილით და გემოვნებით იქცევს საზოგადოების ყურადღებას.

მართალია, საქართველოს პრეზიდენტი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით თავს ვერ გვაწონებს და უფლებამოსილებაც ძალიან შეზღუდული აქვს, სამაგიეროდ გემოვნებიანი სტილით გამოირჩევა. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ემიგრაციაში გაიზარდა და ევროპული გავლენა მის ჩაცმულობას ყოველთვის ეტყობოდა - უყვარს ფერადი სამოსი, შარფები და აქსესუარები.

მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გახდა, აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ქართველ დიზაინერებს და ბევრ მათგანთან თანამშრომლობს კიდეც. ერთი შეხედვით სალომე ზურაბიშვილს მრავალფეროვანი გარდერობი აქვს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ხშირად იხილავთ ერთსა და იმავე სამოსში ოფიციალურ შეხვედრაზე. მაგალითად, ჯაბა დიასამიძის მიერ, ინაუგურაციისთვის შექმნილი სამოსი, ზურაბიშვილს აზერბაიჯანში ვიზიტისასაც ეცვა.

აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი გარდერობიდან ძალიან უყვარს წითელი ორეული (რომლის დიზაინერი ჩვენთვის უცნობია), რადგან ეს კოსტიუმი რამდენიმე ოფიციალურ ღონისძიებაზე ეცვა - ემანუელ მაკრონთან, შემდეგ კი პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას.

AMBEBI.GE დაინტერესდა რომელი ქართველი დიზაინერები აცმევენ ქვეყნის პრეზიდენტს. როგორც ზურაბიშვილთან დაახლოებულმა წყარომ გვითხრა, მისი საყვარელი დიზაინერები არიან: ჯაბა დიასამიძე, ქეთი ჩხიკვაძე, სოფო ესტადაშვილი, გვანცა ჯანაშია და სხვები. პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ, თბილისში ჩატარებულ მოდის კვირეულსაც დაესწრო, სადაც თამუნა ინგოროყვას სამოსით მოიხიბლა და უახლოეს მომავალში აპირებს მასთანაც ითანამშრომლოს.

დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძესთან სალომე ზურაბიშვილმა პირველად გასულ წელს ითანამშრომლა. მასთან მოდელმა თაკო ჩხეიძემ მიიყვანა და შვილის, თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილისთვის ორი კოსტიუმი შეიკერა.

"ქალბატონ სალომეს შვილის ქორწილისთვის კაბა, ხოლო ქორწილის მეორე დღისთვის - სამეული შევუკერე. მას შემდეგ სისტემატიურად ვთანამშრომლობთ. მან თქვა, რომ ქართველ დიზაინერებს თავად გაუწევდა პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში და რაც პრეზიდენტი გახდა, სიტყვას ასრულებს კიდეც. ხშირად გვიწევს მასთან თანამშრომლობა მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, ბოლოს შავ-თეთრი კაბა შევუკერეთ.

- რაც პრეზიდენტი გახდა, გარკვეული დრეს-კოდის დაცვა მოუწევს, რა წესებს იცავს?

- კლასიკური სტილი უნდა იყოს დაცული, თუმცა უყვარს კაბის კონკრეტული სიგრძე, ფერები მოსწონს და კლასიკური, დახვეწილი გემოვნება აქვს, რაც მის ჩაცმულობაშიც ჩანს.

- ე.წ. პრიმერკებზე სიარულს ახერხებს?

- როცა მზადდება სამოსი, ვურეკავთ და ზოგჯერ თვითონ მოდის სახელოსნოში, ზოგჯერ ჩვენ მივდივართ მასთან და ვასინჯებთ სამოსს.

საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს ძალიან უყვარს მასიური აქსესუარები და შარფები. როგორც გავარკვიეთ, განსაკუთრებით მოსწონს „გამრეკელის“ შარფები, რომელთა ღირებულება 60 ლარიდან იწყება. აქსესუარებზე მხატვარ ირაკლი გამრეკელის ნახატებია გადატანილი.

ზურაბიშვილი სამკაულების ცნობილი მოყვარულიცაა. მას ხშირად უკეთია მასიური საყურეები, სამაჯურები და ბროშები. როგორც გავარკვიეთ, პრეზიდენტი აქსესუარების დიზაინერის სოფი ესტადაშვილის ნამუშევრებითაა მოხიბლული.

"ჩვენს გალერეაში იყვნენ სტუმრები, რომლებმაც შეარჩიეს ჩემს მიერ შექმნილი საკოლექციო ნამუშევრები - საყურეები და ბროში, რომელიც საქართველოს გაერთიანების სიმბოლოდ აღიქვეს და როცა გადიოდნენ, სწორედ მაშინ შევიტყვე რომ ეს ნამუშევრები პრეზიდენტისთვის უნდა ეჩუქებინათ.

ეს არ არის ოქროსგან და ბრილიანტისგან შექმნილი სამკაულები, არის ვერცხლის და ძვირფასი ქვისგან დამზადებული, რომელსაც გამორჩეული დიზაინი აქვს და მეორე ასეთი ნამუშევარი არ შეიქმნება. ფასს რაც შეეხება, არაეთიკური იქნება ფასის დასახელება", - გვითხრა აქსესუარების დიზაინერმა.

"ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება - პიკი არ გამოდგა ციცაბო... თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, მატება არ იქნება" - თენგიზ ცერცვაძე

"ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში" - თენგიზ ცერცვაძე

კაშხლოვანი ჰესები – ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი