ავტორი:

„ქალების 4%-ს, რომელსაც აქვს მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი, კლავს შვილს“ - იურისტი აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე

„ქალების 4%-ს, რომელსაც აქვს მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი,  კლავს შვილს“ - იურისტი აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე

წლამდე ასაკის ბავშვებს, ძირითადად, ქალები კლავენ და მიზეზი მშობიარობისშემდგომი ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია, ფსიქოზია - ამის შესახებ „ფეისბუქზე“ სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი წერს. თათული თოდუა კასპის რაიონში მოკლული 7 თვის ბავშვის საქმეს ეხმაურება.

„ინფანტიციდი - ასე მოიხსენიებენ 1 წლამდე ასაკის ბავშვის მკვლელობას. ამ დანაშაულს ძირითადად ქალები ჩადიან. უმთავრესი მიზეზი მშობიარობისშემდგომი ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია, ფსიქოზია, რასაც მკურნალობა სჭირდება. ქალების 4%, რომელსაც აქვს მშობიარობისშემდგომი ფსიქოზი, ჩადის ინფანტიციდს. აღმოჩდა, რომ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მეუღლეებს შორის უთანხმოება, ცუდი სოციალური მხარდაჭერა, გაურკვევლობის გრძნობა მშობლობის ფენომენის მიმართ ქალს მიდრეკილს ხდის ამ სახის ფსიქიკური აშლილობის მიმართ. ახლა წარმოვიდგინოთ 16 წლის ბავშვი, რომელსაც ამ ასაკში უკვე ყავდა 7 თვის შვილი. როგორც საზოგადოებამ, პირველ რიგში რაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მონსტრის შესახებ გავიგეთ და სამაგალითოდ არის ჩასაქოლი? სისხლის სამართალსაც ევალება მხედველობაში მიიღოს ეს გარემოებები. მაგალითად, შეურაცხადობა საერთოდ გამორიცხავს დანაშაულს და მისი არსებობისას ქმედება არც განიხილება დანაშაულად.

ამ შემთხვევაში კი, რადგან 16 წლის ბავშვზე ვსაუბრობთ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი იმოქმედებს. კოდექსის მიხედვით, შეზღუდული შერაცხადობა (ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო ს რ უ ლ ა დ გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა, ანდა ეხელმძღვანელა მისთვის) ქმნის საფუძველს არასრულწლოვანი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან. ჩვენ გვჭირდება გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულება, შსს, პროკურატურა, ადვოკატები, სასამართლო, რომლებიც მგრძნობიარეები არიან ქალების გამოცდილებების, თავისებურებების, საჭიროებების მიმართ და უბრალოდ ნაჯახს კი არ მოიქნევენ, ამ მგრძნობელობით და ინფორმირებულობით აღასრულებენ სამართალს,“ - წერს თოდუა.

მკვლელობა სოფელ აღაიანში 21 მაისს, გამთენიისას მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 16 წლის გოგონა დანაშაულს აღიარებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ