Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
" არ არის გამორიცხული, მალე სერიოზული ადამიანი გახდეს" - რას წერს დასავლური და რუსული მედია ვლადიმერ ზელენსკიზე
" არ არის გამორიცხული, მალე სერიოზული ადამიანი გახდეს" - რას წერს დასავლური და რუსული მედია ვლადიმერ ზელენსკიზე

ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას 20 მა­ი­სი­დან შე­უდ­გა. ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნია უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო რა­და­ში გა­ი­მარ­თა. ცე­რე­მო­ნი­ის დროს, ზე­ლენ­სკის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო­ე­ბი, მათ შო­რის სამ­კერ­დე ნი­შა­ნი და ბე­ჭე­დი გა­და­ე­ცა.

ახ­ლა­დარ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტზე მთე­ლი მსოფ­ლიო სა­უბ­რობს. საკ­მა­ოდ ექ­სცენ­ტრი­უ­ლი ლი­დე­რის მი­მართ ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რი მო­საზ­რე­ბა აქვს.

"პო­ლი­ტი­კა სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მეა, თუმ­ცა თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კო­მი­კო­სი ფრთხი­ლად იმოქ­მე­დებს, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი პუ­ტინ­საც დას­ცი­ნოს…" - წერს გა­მო­ცე­მა Time უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ სა­რე­დაქ­ციო სტა­ტი­ა­ში.

"შე­საძ­ლოა, მის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბას ისე შევ­ხე­დოთ, რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მცდე­ლო­ბას, სა­დაც ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს 13 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ამას­თან, შე­საძ­ლოა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ტრა­დი­ცი­ულ, კლა­სი­კურ-პო­ლი­ტი­კურ არ­ჩევ­ნებ­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უა­რის თქმად შე­ვა­ფა­სოთ. არ არის გა­მორ­ცხუ­ლი, რომ ძა­ლი­ან მალე ის სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­დეს. არის გარ­კვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი, რომ ის სუს­ტი მმარ­თვე­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ქა­ო­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს, თუმ­ცა კო­მი­კო­სებს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვთ ზუს­ტად იმი­ტომ, რომ ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის მტრე­ბი არი­ან..."- წერს გა­მო­ცე­მა.

გა­მო­ცე­მა მას იტა­ლი­ელ კო­მი­კოსს ბეპე გრი­ლოს ადა­რებს, რო­მე­ლიც "მოძ­რა­ო­ბა ხუთი ვარ­სკვლა­ვის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, ახლა კი მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­დის. ასე­თი­ვე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰყავთ სლო­ვა­კეთ­შიც. რო­გორც ცნო­ბი­ლია კო­მი­კუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე, სა­ტი­რის ჟან­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­რია შა­რე­ცი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი და პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე მერი ჰყავს ის­ლან­დი­ის ქა­ლაქ რე­ი­კი­ა­ვიკს, რო­მე­ლიც თა­ვის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, მო­სახ­ლე­ო­ბას ხუმ­რო­ბით შეჰ­პირ­და, რომ ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტში ნარ­კო­ტი­კე­ბი აღარ იქ­ნე­ბო­და.

"თუმ­ცა, ახლა უკ­რი­ა­ნას ხუმ­რო­ბის­თვის არ სცა­ლია. ზე­ლენ­სკი უკვე აპი­რებს რუ­სეთ­თან სხვა სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბას მი­აღ­წი­ოს და ის არ იქ­ნე­ბა "ტყვის" მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, აპი­რებს მი­აღ­წი­ოს მშვი­დო­ბას, ოღონდ არა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე" - წერს გა­მო­ცე­მა.

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­გა­ზე­თო გა­მო­ცე­მა iz.ru, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ხნის წინ independent-მა იყი­და, წერს, რომ ზე­ლენ­სკის მო­უ­წევს უფრო ახ­ლოს იყოს ამე­რი­კას­თან, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მათ ერთი სატ­კი­ვა­რი აქვს - რუ­სე­თი. მას მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავს დო­ნალდ ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი პოლ მა­ნა­ფორ­ტი, რო­მელ­მაც ყო­ფი­ლი პრო­რუ­სი პრე­ზი­დენ­ტის ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის­გან რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი აიღო, რის გა­მოც პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

"წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნა­ში რუ­სე­თის როლი, ეს ერთ-ერთი საკ­ვან­ძო თე­მაა, რაც ამე­რი­კა­სა და უკ­რა­ი­ნას აერ­თი­ა­ნებს. ახლა მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უკ­რა­ი­ნის მი­მართ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ტრამპს მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნებ­ში გა­დარ­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა ტრამ­პის ად­ვო­კა­ტი, ნიუ-იორ­კის ყო­ფი­ლი მერი რუდი ჯუ­ლი­ა­ნი სა­უბ­რობს, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე კი­ევ­ში ვი­ზი­ტი გა­ა­უქ­მა. ის ამ­ბობ­და, რომ "არ სურ­და იმ დარ­ბაზ­ში შეს­ვლა, სა­დაც ტრამ­პის, გარ­კვე­ულ ვი­თა­რე­ბა­ში კი ამე­რი­კის მტრე­ბი ის­ხდნენ" - წერს გა­მო­ცე­მა.

გერ­მა­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი ბე­ა­ტე აპელ­ტი dw.com-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ზე­ლენ­სკის მთა­ვა­რი რის­კე­ბი და გა­მოწ­ვე­ვა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და რე­ფორ­მე­ბია.

"სა­გა­რეო კურ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს არ ვე­ლო­დე­ბი, მით უფრო, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ზე­ლენ­სკიმ არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე, თუმ­ცა ასე­ვე თქვა, რომ ამ სა­კი­თხზე რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო. პო­რო­შენ­კო ცდი­ლობ­და, ზე­ლენ­სკი პრო­რუ­სულ პო­ლი­ტი­კო­სად წარ­მო­ე­ჩი­ნა, რაც არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. ის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კო­სია, თუმ­ცა არა პრო­რუ­სი", - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ავტორი:

" არ არის გამორიცხული, მალე სერიოზული ადამიანი გახდეს" - რას წერს დასავლური და რუსული მედია ვლადიმერ ზელენსკიზე

" არ არის გამორიცხული, მალე სერიოზული ადამიანი გახდეს" - რას წერს დასავლური და რუსული მედია ვლადიმერ ზელენსკიზე

ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 20 მაისიდან შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია უკრაინის სახელმწიფო რადაში გაიმართა. ცერემონიის დროს, ზელენსკის ხელისუფლების სიმბოლოები, მათ შორის სამკერდე ნიშანი და ბეჭედი გადაეცა.

ახლადარჩეულ პრეზიდენტზე მთელი მსოფლიო საუბრობს. საკმაოდ ექსცენტრიული ლიდერის მიმართ ყველას თავისებური მოსაზრება აქვს.

"პოლიტიკა სერიოზული საქმეა, თუმცა თუ პროფესიონალი კომიკოსი ფრთხილად იმოქმედებს, არ არის გამორიცხული პუტინსაც დასცინოს…" - წერს გამოცემა Time უკრაინის პრეზიდენტის შესახებ მომზადებულ სარედაქციო სტატიაში.

"შესაძლოა, მის გაპრეზიდენტებას ისე შევხედოთ, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების მცდელობას, სადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის ომს 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, შესაძლოა, ეს ყველაფერი ტრადიციულ, კლასიკურ-პოლიტიკურ არჩევნებზე კატეგორიული უარის თქმად შევაფასოთ. არ არის გამორცხული, რომ ძალიან მალე ის სერიოზული ადამიანი გახდეს. არის გარკვეული ნიშნები, რომ ის სუსტი მმართველი იქნება, რადგან ქაოტური მოქმედებები ახასიათებს, თუმცა კომიკოსებს არაერთ ქვეყანაში პოლიტიკური წარმატებები აქვთ ზუსტად იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკური ისტებლიშმენტის მტრები არიან..."- წერს გამოცემა.

გამოცემა მას იტალიელ კომიკოსს ბეპე გრილოს ადარებს, რომელიც "მოძრაობა ხუთი ვარსკვლავის" ერთ-ერთი დამფუძნებელია, ახლა კი მმართველ კოალიციაში შედის. ასეთივე წარმომადგენელი ჰყავთ სლოვაკეთშიც. როგორც ცნობილია კომიკური წარსულის მქონე, სატირის ჟანრის წარმომადგენელი მარია შარეცი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პროგრესულად მოაზროვნე მერი ჰყავს ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკს, რომელიც თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობას ხუმრობით შეჰპირდა, რომ ქვეყნის პარლამენტში ნარკოტიკები აღარ იქნებოდა.

"თუმცა, ახლა უკრიანას ხუმრობისთვის არ სცალია. ზელენსკი უკვე აპირებს რუსეთთან სხვა სახის ურთიერთობას მიაღწიოს და ის არ იქნება "ტყვის" მდგომარეობაში, აპირებს მიაღწიოს მშვიდობას, ოღონდ არა ტერიტორიების დათმობის საფუძველზე" - წერს გამოცემა.

ბრიტანული საგაზეთო გამოცემა iz.ru, რომელიც რამდენიმე ხნის წინ independent-მა იყიდა, წერს, რომ ზელენსკის მოუწევს უფრო ახლოს იყოს ამერიკასთან, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ერთი სატკივარი აქვს - რუსეთი. მას მაგალითად მოჰყავს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი, რომელმაც ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისგან რამდენიმე მილიონი დოლარი აიღო, რის გამოც პატიმრობა მიუსაჯეს.

"წინასაარჩევნო კამპანაში რუსეთის როლი, ეს ერთ-ერთი საკვანძო თემაა, რაც ამერიკასა და უკრაინას აერთიანებს. ახლა მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ უკრაინის მიმართ მისი დამოკიდებულება ტრამპს მომდევნო არჩევნებში გადარჩენაში დაეხმარება. ამის შესახებ ყველაზე ხმამაღლა ტრამპის ადვოკატი, ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი საუბრობს, რომელმაც თავის დროზე კიევში ვიზიტი გააუქმა. ის ამბობდა, რომ "არ სურდა იმ დარბაზში შესვლა, სადაც ტრამპის, გარკვეულ ვითარებაში კი ამერიკის მტრები ისხდნენ" - წერს გამოცემა.

გერმანელი პოლიტოლოგი ბეატე აპელტი dw.com-სთან საუბარში ამბობს, რომ ზელენსკის მთავარი რისკები და გამოწვევა რუსეთთან ურთიერთობა და რეფორმებია.

"საგარეო კურსის მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდები, მით უფრო, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, თუმცა ასევე თქვა, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო. პოროშენკო ცდილობდა, ზელენსკი პრორუსულ პოლიტიკოსად წარმოეჩინა, რაც არასერიოზულია. ის რუსულენოვანი პოლიტიკოსია, თუმცა არა პრორუსი", - ამბობს პოლიტოლოგი გამოცემასთან ინტერვიუში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე