ავტორი:

რა შევიძინოთ 50-ლარიანი ბიუჯეტით თბილისის წიგნის ფესტივალზე?

რა შევიძინოთ 50-ლარიანი ბიუჯეტით თბილისის წიგნის ფესტივალზე?

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ის დროა, რომელსაც ლიტერატურის მოყვარულები მთელი წლის განმავლობაში ელიან. წიგნის ფესტივალის დღეების პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. ამ დროის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებებითა და ფასდაკლებებით დაინტერესებულთა რიცხვი უფრო და უფრო მატულობს და შესაბამისად, წიგნის ფესტივალის მთავარი მიზანიც, გაიზარდოს წიგნების პოპულარიზაცია, წარმატებით სრულდება.

წელს თბილისის წიგნის ფესტივალი, ტრადიციულად, "ექსპრო-ჯორჯიაში", 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალზე გამომცემლობა "პალიტრა L" მკითხველებს ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.

გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რომელიც თქვენი ბიუჯეტის მიხედვით არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

თუ წიგნის ფესტივალისთვის თქვენი ბიუჯეტი შეადგენს 50 ლარს, გირჩევთ:

I ვარიანტი:

სესილია აჰერნი - „სიყვარულით, როზი“ - 10.5 ლ;

ლი ბარდუგო - „ყვავების ექვსეული“ - 14.95 ლ;

ოსკარ უაილდი – დორიან გრეის პორტრეტი (ორენოვანი) - 3.00 ლ;

აგათა კრისტი - „სიკვდილი ნილოსზე“ - 7.00 ლ;

ჯორჯ ორუელი - „პატივი კატალონიას“ - 4.5 ლ;

სტივენ კინგი - „შინაური ცხოველების სასაფლაო“ - 10.8 ლ.

II ვარიანტი:

ელიფ შაფაქი - „ევას სამი ქალიშვილი“ - 11.9 ლ;

შტეფან ცვაიგი _ „უცნობი ქალის წერილი“ - 1.6 ლ;

სწრაფი და გემრიელი 3ტ წვნიანები - 2.00 ლ;

დისნეის ანიმაციური კოლექცია - „მეფე ლომი“ - 6.30 ლ;

აგათა კრისტი - „სიკვდილი ნილოსზე“ - 7.00 ლ;

ალეკო შუღლაძე - „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ _ 11.95 ლ;

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - „ნაზია ღამე“ - 10.4 ლ.

ფესტივალის დღეებში 50 ლარის ოდენობის შენაძენზე, მიიღებთ ნაჭრის ჩანთას საჩუქრად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი