ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ღ. სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
დ.ღ.-ს სასამართლოდან შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. ბრალდებულისთვის 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.
მოსამართლის გადაწყვეტილება არასრულწლოვანის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. დარბაზში ასევე ისმოდა გინებაც.
"რატომ, რისი გულისთვის უშვებთ ციხეში?", - მიმართეს მოსამართლეს დ.ღ.-ს ახლობლებმა.