მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვილების მიერ მოკლული მიხაილ ხაჩატურიანი გოგონებს აუპატიურებდა: "დედაშენის ადგილს დაიკავებ, ცოლად შეგირთავ და შვილს გამიჩენ..."
შვილების მიერ მოკლული მიხაილ ხაჩატურიანი გოგონებს აუპატიურებდა: "დედაშენის ადგილს დაიკავებ, ცოლად შეგირთავ და შვილს გამიჩენ..."

მოს­კოვ­ში, ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის ოჯახ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი - ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, რომ სამი ქა­ლიშ­ვი­ლის მიერ მოკ­ლულ მი­ხა­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ანს შე­საძ­ლოა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პე­დო­ფი­ლი­ის ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნონ.

სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში, ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის სახ­ლში გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში მოხ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რა დე­ბის - კრის­ტი­ნას, მა­რი­ა­სა და ან­გე­ლი­ნას წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მეს სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­წყვეტს და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შვი­ლე­ბის წა­მე­ბი­სა და შე­ვიწ­რო­ე­ბის გამო ბრალს გარ­დაც­ვლილ მა­მა­კაცს წა­რუდ­გენს.

გა­მო­ცე­მა „მოს­კოვ­სკი კო­მსო­მო­ლეც“ წერს, რომ მი­ხა­ი­ლი შვი­ლებს, კრის­ტი­ნა­სა და ან­გე­ლი­ნას მცი­რე ასა­კი­დან აუ­პა­ტი­უ­რებ­და. ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მან ერთ-ერთ ქა­ლიშ­ვილს გა­ნუ­ცხა­და: „შენ დე­და­შე­ნის ად­გილს და­ი­კა­ვებ! ცო­ლად შე­გირ­თავ და შვილს გა­მი­ჩენ!“

ამას­თან, მამა შვი­ლებს უბ­რძა­ნებ­და, მის წინ გა­შიშ­ვლე­ბუ­ლიყ­ვნენ, რათა კაცს ისი­ნი „შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა“. გავ­რცელ­და ფო­ტოც, სა­დაც ჩანს ან­გე­ლი­ნას სის­ხლი­ა­ნი სახე, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

გო­გო­ნე­ბის თქმით, მკვლე­ლო­ბის დღეს მა­მის მან­ქა­ნი­დან მისი სა­ნა­დი­რო დანა აი­ღეს, რათა თავ­დაც­ვის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ამა­ვე და­ნით მი­ხა­ილ­მა მა­ნამ­დე ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რია და გო­გო­ნე­ბის დედა, აუ­რე­ლია დაჭ­რა, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან გა­იქ­ცა.

სა­სიკ­ვდი­ლო თავ­დას­ხმამ­დე ცოტა ხნით ადრე მი­ხა­ილ­მა შვი­ლე­ბის მი­სა­მარ­თით წი­წა­კის სპრეი გა­უშ­ვა. კრი­ტი­ნამ, რო­მელ­საც ას­თმა აწუ­ხებს, გო­ნე­ბა და­კარ­გა, მა­მამ ის სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­იყ­ვა­ნა, სა­მო­სი გა­ხა­და და არა­ყი და­ას­ხა. დის მდგო­მა­რე­ო­ბით შე­ში­ნე­ბულ­მა ან­გე­ლი­ნამ და მა­რი­ამ გა­და­წყვი­ტეს, მი­ხა­ილს და­ნი­თა და ჩა­ქუ­ჩით დას­ხმოდ­ნენ თავს. ან­გე­ლი­ნამ მამა და­ნით გუ­ლის არე­ში დაჭ­რა, მა­რი­ამ კი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხა, თუმ­ცა მი­ხა­ი­ლი ექი­მებს უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ.

გა­სულ წელს 17, 18 და 19 წლის გო­გო­ნე­ბი ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

„არა­ფერს ვნა­ნობ. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო იმი­სი ატა­ნა, რა­საც ჩვენ გვი­კე­თებ­და. ცი­ხე­ში უკე­თე­სია ცხოვ­რე­ბა, ვიდ­რე მას­თან ერ­თად. 10 წლის ასა­კი­დან გვცემ­და, 14 წლი­დან - სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და,“ - აღ­ნიშ­ნა ან­გე­ლი­ნამ.

გო­გო­ნე­ბის ად­ვო­კა­ტი, ია­როს­ლავ პა­კუ­ლი­ნი ამ­ბობს, რომ მი­ხა­ი­ლის­თვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ბრა­ლის წარ­დგე­ნა დე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

???
0

დედამ თავს უშველა და გაიქცაო. კი მაგრამ როგორ დატოვა შვილები ასეთ მონსტრთან?! ხომ იცოდა ასეთი ტირანი რომ იყო ?! ღმერთოოო რას არ გაიგებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

შვილების მიერ მოკლული მიხაილ ხაჩატურიანი გოგონებს აუპატიურებდა: "დედაშენის ადგილს დაიკავებ, ცოლად შეგირთავ და შვილს გამიჩენ..."

შვილების მიერ მოკლული მიხაილ ხაჩატურიანი გოგონებს აუპატიურებდა: "დედაშენის ადგილს დაიკავებ, ცოლად შეგირთავ და შვილს გამიჩენ..."

მოსკოვში, ხაჩატურიანების ოჯახში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი სკანდალური დეტალი გახდა ცნობილი - ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, რომ სამი ქალიშვილის მიერ მოკლულ მიხაილ ხაჩატურიანს შესაძლოა, გარდაცვალების შემდეგ პედოფილიის ბრალდება წარუდგინონ.

სასტიკი მკვლელობა რუსეთის დედაქალაქში, ხაჩატურიანების სახლში გასული წლის აგვისტოში მოხდა.

პროკურატურა დების - კრისტინას, მარიასა და ანგელინას წინააღმდეგ საქმეს სავარაუდოდ, შეწყვეტს და წლების განმავლობაში შვილების წამებისა და შევიწროების გამო ბრალს გარდაცვლილ მამაკაცს წარუდგენს.

გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეც“ წერს, რომ მიხაილი შვილებს, კრისტინასა და ანგელინას მცირე ასაკიდან აუპატიურებდა. ახალი მტკიცებულებების მიხედვით, მან ერთ-ერთ ქალიშვილს განუცხადა: „შენ დედაშენის ადგილს დაიკავებ! ცოლად შეგირთავ და შვილს გამიჩენ!“

ამასთან, მამა შვილებს უბრძანებდა, მის წინ გაშიშვლებულიყვნენ, რათა კაცს ისინი „შეემოწმებინა“. გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს ანგელინას სისხლიანი სახე, რომელიც, სავარაუდოდ, მასზე თავდასხმის შემდეგ არის გადაღებული.

გოგონების თქმით, მკვლელობის დღეს მამის მანქანიდან მისი სანადირო დანა აიღეს, რათა თავდაცვის საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინათ. ამავე დანით მიხაილმა მანამდე ქალიშვილი მარია და გოგონების დედა, აურელია დაჭრა, რომელიც სახლიდან გაიქცა.

სასიკვდილო თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მიხაილმა შვილების მისამართით წიწაკის სპრეი გაუშვა. კრიტინამ, რომელსაც ასთმა აწუხებს, გონება დაკარგა, მამამ ის სააბაზანოში შეიყვანა, სამოსი გახადა და არაყი დაასხა. დის მდგომარეობით შეშინებულმა ანგელინამ და მარიამ გადაწყვიტეს, მიხაილს დანითა და ჩაქუჩით დასხმოდნენ თავს. ანგელინამ მამა დანით გულის არეში დაჭრა, მარიამ კი სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა მიხაილი ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

გასულ წელს 17, 18 და 19 წლის გოგონები ციხიდან გაათავისუფლეს.

„არაფერს ვნანობ. შეუძლებელი იყო იმისი ატანა, რასაც ჩვენ გვიკეთებდა. ციხეში უკეთესია ცხოვრება, ვიდრე მასთან ერთად. 10 წლის ასაკიდან გვცემდა, 14 წლიდან - სექსუალურად ძალადობდა,“ - აღნიშნა ანგელინამ.

გოგონების ადვოკატი, იაროსლავ პაკულინი ამბობს, რომ მიხაილისთვის გარდაცვალების შემდეგ ბრალის წარდგენა დებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რამზან კადიროვის რეკომენდაცია ისრაელს - "ნუ აშინებთ თქვენს მოქალაქეებს არარსებული ჩეჩენი ტერორისტებით"

კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინას სახელი შეუცვალეს - რა ჰქვია ვაქცინას ამიერიდან

ოცნების სამსახური ღვინის მოყვარულებისთვის კალიფორნიაში - "თქვენს განკარგულებაშია უფასო საცხოვრებელი, 100 000 დოლარი და უსაზღვრო რაოდენობის ღვინო“