23 მაისს, „ბიბლუსის“ დაბადების დღეს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის #7) ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი მწერლის, ალეკო შუღლაძის ახალი წიგნის - “ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ წარდგენა გაიმართება.
წიგნს წარადგენენ: „პალიტრა L-ის” მთავარი რედაქტორი: მაია ალუდაური; პოეტი: შოთა იათაშვილი; მწერალი: ოთარ ჯირკვალიშვილი; წიგნის რედაქტორი: ლია თოფურია და ტელეჟურნალისტი: მარიამ ჯანელიძე.
ალეკო შუღლაძე გახლავთ პირველი ქართველი მწერალი, რომელიც ბალიზე, აზიის წამყვან კულტურულ-ლიტერატურულ ფესტივალ - UBUD WRITERS & READERS FESTIVAL-ზე მიიწვიეს. მისი რომანი - „გადამალვა“ 2017 წელს პრემია „საბას“ მფლობელი გახდა ნომინაციაში - „წლის საუკეთესო რომანი“.
როგორც ალეკო შუღლაძე აღნიშნავს, რომანი „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“, გარკვეულწილად, „გადამალვის“ გაგრძელებაა, თუმცა, მეორე მხრივ, ემიჯნება კიდეც მას. ახალი წიგნი მკითხველს, მსუბუქი იუმორისა და ადამიანური გრძნობების პარალელურად, ძალიან ღრმა და ეგზისტენციალურ თემებზე ფიქრს სთავაზობს და უამრავ რამეზე უცვლის წარმოდგენას.
„ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ წარდგენაზე 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
ღონისძიების ბმული